პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბ-ი-ვაი! უბივაი!" - როგორ ექცევიან კავკასიელებს რუსეთში
"უბ-ი-ვაი! უბივაი!" - როგორ ექცევიან კავკასიელებს რუსეთში

"მოს­კო­ვის გა­რე­უბ­ნებ­ში მთე­ლი ქუ­ჩის ვაჭ­რო­ბა ნელ-ნელა აზი­ი­დან და კავ­კა­სი­ი­დან ჩა­მო­სულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ აიღო ხელ­ში. ასე­ვე, ბევ­რი რა­ი­ო­ნია ისე­თი, სა­დაც მიგ­რან­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ და იქ რუ­სულ სა­უ­ბარს იშ­ვი­ა­თად გა­ი­გო­ნებ. ასე რომ, მოს­კოვ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ფონი არ­სე­ბობს და პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლია სა­ჭი­რო, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­დეს," - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში, ბე­რი­უ­ლი­ო­ვოს რა­ი­ონ­ში ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტი მიგ­რან­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლო­ზუნ­გე­ბით ად­გი­ლობ­რივ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში შე­იჭ­რა და პო­ლი­ცი­ა­საც არ შე­ე­პუა. ეს ინ­ცი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე რუსი ახალ­გაზ­რდა კა­ცის მკვლე­ლო­ბას მოჰ­ყვა, რა­შიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეს, ორ­ხან ზე­ი­ნა­ლოვს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- სულ ახ­ლა­ხანს, ნა­ცი­ო­ნა­ლისტ აქ­ტი­ვის­ტთა ერ­თმა ჯგუფ­მა მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გში ქუ­ჩა­ში მო­ვაჭ­რე­ე­ბის მა­სი­უ­რი "შე­მოწ­მე­ბე­ბი" ჩა­ა­ტა­რა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად ვაჭ­რობ­დნენ ისი­ნი. ალ­ბათ თქვენ თვი­თო­ნაც მიხ­ვდე­ბით, რა­ო­დენ "კულ­ტუ­რუ­ლად" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ეს შე­მოწ­მე­ბე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შიდა სო­ცი­ა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ ვერ ან არ გან­სა­ზღვრა კრემ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სწო­რი სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მუდ­მივ და­პი­რის­პი­რე­ბას იწ­ვევს, რო­მე­ლიც ხან ფა­რუ­ლია და ხან ღია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თავს იჩენს რუ­სე­თის პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში ან მიკ­რო­რა­ი­ო­ნებ­ში. ზუს­ტად იგი­ვე მოხ­და ბი­რი­უ­ლი­ო­ვო­ში. პა­ტა­რა მი­ზე­ზი იყო სა­ჭი­რო, რომ სის­ხლი დაღ­ვრი­ლი­ყო.

რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მიგ­რან­ტმა მდი­ნა­რე­ში მო­ბა­ნა­ვე სამი რუსი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა და თვი­თონ და­იხ­რჩო. რაკი ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და მა­მა­მი­სი რუ­სეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა, მა­მამ მა­ინც ვერ მო­ა­ხერ­ხა შვი­ლის ნორ­მა­ლუ­რად გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა. სა­ბუ­თებს არ აძ­ლევ­დნენ და ამის გამო მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო ატე­ხი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მიგ­რან­ტე­ბი აღ­შფო­თე­ბას ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მათ არა­ვინ მო­უს­მი­ნა.

(სუ­რათ­ზე: ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ორ­ჰან ზე­ი­ნა­ლო­ვის და­კა­ვე­ბა და შემ­დგომ უმო­წყა­ლო ცემა რუ­სეთ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით (!) გა­და­ი­ცე­მო­და)

სა­მა­გი­ე­როდ, ბე­რი­უ­ლი­ო­ვო­ში რაც მოხ­და, სუფ­თა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო შე­ლა­პა­რა­კე­ბა იყო, მაგ­რამ და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონი უკვე არ­სე­ბობ­და და ამას რაც მოჰ­ყვა, ვნა­ხეთ - ქუ­ჩე­ბის გა­და­კეტ­ვა, მან­ქა­ნე­ბის დაწ­ვა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან შე­ტა­კე­ბა და ა.შ. სხვა­თა­შო­რის, პო­ლი­ცი­ელ­თა დიდი ნა­წი­ლი თა­ნა­უგ­რძნობს მო­მი­ტინ­გე­ებს. ასე რომ, მათ აგ­რე­სი­ას ფე­ხის ათ­რე­ვით აკა­ვებს. შემ­დეგ, ხილ-ბოსტნე­უ­ლის სა­წყო­ბიც და­ხუ­რეს არა­მარ­ტო ბე­რი­უ­ლი­ო­ვო­ში, არა­მედ სხვა­გა­ნაც. აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში არის ე.წ. ვე-დე-ვეს, ანუ დე­სან­ტის ვე­ტე­რა­ნე­ბის დღე. მათი მთა­ვა­რი გარ­თო­ბა სწო­რედ ისაა, რომ თავს და­ეს­ხან და ჭკუა ას­წავ­ლონ, მა­თი­ვე გა­მოთ­ქმით, "ჩუჩ­მე­კებს და ჩურ­კებს" ბა­ზარ­ში. "ჩურ­კებ­ზე ნა­დი­რო­ბა" ამ და მსგავ­სი ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის, ასე ვთქვათ, სპორ­ტად და ღირ­სე­ბის საქ­მედ იქცა. წელ­საც მოხ­და ეს ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში და მათ შო­რის მოს­კოვ­შიც.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს...

- უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე შე­ტა­კე­ბის დროს არაა მოკ­ლუ­ლი. ის უბ­რა­ლოდ, მო­ფა­რე­ბულ­ში, ბნელ ად­გი­ლას ჩა­უ­ვარ­დათ ხელ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს და მოკ­ლეს.

მოკ­ლედ, კავ­კა­სი­ე­ლის და შუა აზი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო რუ­სეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ზო­ნან­სი არ მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. სა­მა­გი­ე­როდ საკ­მა­რი­სია, მათი ხე­ლით ეროვ­ნე­ბით რუსი და­ი­ღუ­პოს, რომ ამას ერთი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"უბ-ი-ვაი! უბივაი!" - როგორ ექცევიან კავკასიელებს რუსეთში

"უბ-ი-ვაი! უბივაი!" - როგორ ექცევიან კავკასიელებს რუსეთში

"მოსკოვის გარეუბნებში მთელი ქუჩის ვაჭრობა ნელ-ნელა აზიიდან და კავკასიიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ აიღო ხელში. ასევე, ბევრი რაიონია ისეთი, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ და იქ რუსულ საუბარს იშვიათად გაიგონებ. ასე რომ, მოსკოვში გაღიზიანების ფონი არსებობს და პატარა ნაპერწკალია საჭირო, რომ დაპირისპირება მოხდეს," - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს მოსკოვში, ბერიულიოვოს რაიონში ათასობით დემონსტრანტი მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და პოლიციასაც არ შეეპუა. ეს ინციდენტი რამდენიმე დღით ადრე რუსი ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა, რაშიც აზერბაიჯანის მოქალაქეს, ორხან ზეინალოვს ადანაშაულებენ.

მამუკა არეშიძე:

- სულ ახლახანს, ნაციონალისტ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა მოსკოვსა და პეტერბურგში ქუჩაში მოვაჭრეების მასიური "შემოწმებები" ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერად ვაჭრობდნენ ისინი. ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდებით, რაოდენ "კულტურულად" მიმდინარეობდა ეს შემოწმებები.

საზოგადოებაში შიდა სოციალური დაპირისპირება არსებობს. ჯერ კიდევ ვერ ან არ განსაზღვრა კრემლის ხელმძღვანელობამ სწორი საემიგრაციო პოლიტიკა და ეს საზოგადოებაში მუდმივ დაპირისპირებას იწვევს, რომელიც ხან ფარულია და ხან ღია. ეს განსაკუთრებით თავს იჩენს რუსეთის პატარა ქალაქებში ან მიკრორაიონებში. ზუსტად იგივე მოხდა ბირიულიოვოში. პატარა მიზეზი იყო საჭირო, რომ სისხლი დაღვრილიყო.

რამდენიმე ხნით ადრე, აზერბაიჯანელმა მიგრანტმა მდინარეში მობანავე სამი რუსი ქალიშვილი გადაარჩინა და თვითონ დაიხრჩო. რაკი ეს აზერბაიჯანელი და მამამისი რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მან გმირული საქციელი ჩაიდინა, მამამ მაინც ვერ მოახერხა შვილის ნორმალურად გაპატიოსნება. საბუთებს არ აძლევდნენ და ამის გამო მთელი ამბავი იყო ატეხილი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტები აღშფოთებას ხმამაღლა გამოხატავდნენ, მათ არავინ მოუსმინა.

(სურათზე: ეჭვმიტანილი ორჰან ზეინალოვის დაკავება და შემდგომ უმოწყალო ცემა რუსეთში ტელევიზიით (!) გადაიცემოდა)

სამაგიეროდ, ბერიულიოვოში რაც მოხდა, სუფთა საყოფაცხოვრებო შელაპარაკება იყო, მაგრამ დაძაბულობის ფონი უკვე არსებობდა და ამას რაც მოჰყვა, ვნახეთ - ქუჩების გადაკეტვა, მანქანების დაწვა, პოლიციელებთან შეტაკება და ა.შ. სხვათაშორის, პოლიციელთა დიდი ნაწილი თანაუგრძნობს მომიტინგეებს. ასე რომ, მათ აგრესიას ფეხის ათრევით აკავებს. შემდეგ, ხილ-ბოსტნეულის საწყობიც დახურეს არამარტო ბერიულიოვოში, არამედ სხვაგანაც. აგვისტოს დასაწყისში არის ე.წ. ვე-დე-ვეს, ანუ დესანტის ვეტერანების დღე. მათი მთავარი გართობა სწორედ ისაა, რომ თავს დაესხან და ჭკუა ასწავლონ, მათივე გამოთქმით, "ჩუჩმეკებს და ჩურკებს" ბაზარში. "ჩურკებზე ნადირობა" ამ და მსგავსი ჯგუფებისათვის, ასე ვთქვათ, სპორტად და ღირსების საქმედ იქცა. წელსაც მოხდა ეს ზოგიერთ ქალაქში და მათ შორის მოსკოვშიც.

- გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეტაკების შემდეგ უზბეკეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს...

- უზბეკეთის მოქალაქე შეტაკების დროს არაა მოკლული. ის უბრალოდ, მოფარებულში, ბნელ ადგილას ჩაუვარდათ ხელში ნაციონალისტებს და მოკლეს.

მოკლედ, კავკასიელის და შუა აზიელის მკვლელობა მათი წარმომავლობის გამო რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და განსაკუთრებული რეზონანსი არ მოჰყვება ხოლმე. სამაგიეროდ საკმარისია, მათი ხელით ეროვნებით რუსი დაიღუპოს, რომ ამას ერთი ამბავი მოჰყვება.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა