მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა ელბაქიძისა და ნუცა კოპალიანის საიდუმლო სიყვარული
ბექა ელბაქიძისა და ნუცა კოპალიანის საიდუმლო სიყვარული

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩემ­მა წყა­რომ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და. რო­გორც მი­თხრა, ჟურ­ნა­ლის­ტი და მსა­ხი­ო­ბი ბექა ელ­ბა­ქი­ძე უნუ­გე­შოდ გახ­ლავთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

"ის, რა­საც ელ­ბა­ქი­ძე მა­ჩოს ნი­ღაბს მიღ­მა მა­ლავს, მისი ყვე­ლა­ზე დიდი და უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რუ­ლია. მსა­ხი­ო­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა "ქრო­ნი­კის" წამ­ყვან ნუცა კო­პა­ლი­ან­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ბევ­რი მი­ზე­ზის გამო კი მას­თან მხო­ლოდ სა­ერ­თო მე­გობ­რო­ბას სჯერ­დე­ბა, რად­გან ერ­თმა­ნეთს დიდ პა­ტივს სცე­მენ და წლე­ბი აკავ­ში­რებთ. ყვე­ლას თვალ­ში მე­გობ­რე­ბი არი­ან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბექა, რო­გორც ჩანს, იმედს მა­ინც არ კარ­გავს და დრო­დად­რო სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლით თავს "იწ­ვავს", მაგ­რამ ესეც ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის".

ინ­ფორ­მა­ცი­ას თან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­სე­სია ახ­ლავს, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ ბექა არც ისე გულ­გრი­ლია, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დიდი ხნის ახლო მე­გობ­რის მი­მართ.

ნუცა კო­პა­ლი­ა­ნი, "იმედ­ზე" ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­დან" გა­და­ვი­და. ამ­ბობს, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით - პი­რად თე­მებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ბექა ელ­ბა­ქი­ძეს, ბო­ლოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე­ში" მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბა­დაც სცა­და ბედი, ახლა კი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ჩვე­ნი წყა­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ორი­ვე ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­და­ვა­მოწ­მე და სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხე­ბიც მი­ვი­ღე.

- ბექა, ერთი კი­თხვით გა­წუ­ხებთ. სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ თქვენ­ზე. ადას­ტუ­რებთ თუ არა, რომ "ქრო­ნი­კის" წამ­ყვან ნუცა კო­პა­ლი­ან­ზე ხართ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- (იცი­ნის) ეს მარ­თლა გულ­წრფე­ლი სი­ცი­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბექა ელბაქიძისა და ნუცა კოპალიანის საიდუმლო სიყვარული

ბექა ელბაქიძისა და ნუცა კოპალიანის საიდუმლო სიყვარული

რამდენიმე დღის წინ, ჩემმა წყარომ ერთი საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. როგორც მითხრა, ჟურნალისტი და მსახიობი ბექა ელბაქიძე უნუგეშოდ გახლავთ შეყვარებული.

"ის, რასაც ელბაქიძე მაჩოს ნიღაბს მიღმა მალავს, მისი ყველაზე დიდი და უპასუხო სიყვარულია. მსახიობი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკის" წამყვან ნუცა კოპალიანზეა შეყვარებული. ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ. ყველას თვალში მეგობრები არიან. მიუხედავად ამისა, ბექა, როგორც ჩანს, იმედს მაინც არ კარგავს და დროდადრო საკუთარი საქციელით თავს "იწვავს", მაგრამ ესეც ძალიან ცოტამ იცის".

ინფორმაციას თან ძალიან საინტერესო ფოტოსესია ახლავს, საიდანაც ჩანს, რომ ბექა არც ისე გულგრილია, როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის ახლო მეგობრის მიმართ.

ნუცა კოპალიანი, "იმედზე" ტელეკომპანია "მაესტროდან" გადავიდა. ამბობს, რომ ინტერვიუები არ უყვარს, განსაკუთრებით - პირად თემებზე.

რაც შეეხება ბექა ელბაქიძეს, ბოლოს ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა, შემდეგ მსახიობადაც სცადა ბედი, ახლა კი საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ორივე ჟურნალისტთან გადავამოწმე და საინტერესო პასუხებიც მივიღე.

- ბექა, ერთი კითხვით გაწუხებთ. საინტერესო ამბავი გავიგეთ თქვენზე. ადასტურებთ თუ არა, რომ "ქრონიკის" წამყვან ნუცა კოპალიანზე ხართ შეყვარებული.

- (იცინის) ეს მართლა გულწრფელი სიცილია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია