მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერი ქურდების" ბოლო კონფლიქტის ისტორია (ექსკლუზივი)
"კანონიერი ქურდების" ბოლო კონფლიქტის ისტორია (ექსკლუზივი)

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ფე­ნო­მე­ნია პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­სა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბი ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ. მათი გავ­ლე­ნა ეკო­ნო­მი­კა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე სულ უფრო მცირ­დე­ბა და რომ არა რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს "ნება", უფრო უმ­ნიშ­ვნე­ლო გახ­დე­ბო­და.

ბოლო წლებ­ში დიდ "ქურ­დულ ოჯახ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბია, ამის დას­ტუ­რია ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ოს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი. ძედ ხა­სა­ნი (თბი­ლის­ში, კუ­კი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ას­ლან უსო­ი­ა­ნი), სლა­ვა ია­პონ­ჩი­კი (ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი) და სხვა­ნი კი­ლე­რე­ბის ტყვი­ე­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი კლა­ნუ­რო­ბით, ხოლო შიდა "საბ­რძო­ლო" მოქ­მე­დე­ბებ­მა, გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის მცდე­ლო­ბამ, დიდი რყე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ეს რუ­სე­თის ბიზ­ნეს­ში და ეკო­ნო­მი­კა­ში.

იმი­სათ­ვის, რომ რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა ხდე­ბა ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში, სა­ჭი­როა გა­ვერ­კვეთ ამ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კონ­ფლიქ­ტის ის­ტო­რი­ა­ში.

და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია, რომ ქურ­დე­ბი ინ­ტერ­ვი­უს არ იძ­ლე­ვი­ან, თუმ­ცა ეს სტა­ტია მათი და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ზე­პი­რი მო­ნა­ყო­ლის კონ­პი­ლა­ცი­აა.

2009 წელს საფ­რან­გეთ­თი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და ტარო (ტა­რი­ელ ონი­ა­ნი), რო­მელ­მაც მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძეს­თან, ტა­ხის­თან და სხვა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა" და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის ხე­ლახ­ლა გა­და­ნა­წი­ლე­ბა. მის ჩა­ნა­ფიქ­რს აქ­ტი­უ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ძედ ხა­სა­ნი,

ჩიკი, ლაშა რუს­ტავ­სკი, იურა პი­ჩუ­გა, სკი­ფი და სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი ქურ­დე­ბი, რომ­ლებ­საც ხელს აძ­ლევ­და უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტა­ტუს-ქვო. ასე, მა­გა­ლი­თად, დიდი უთან­ხმო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლის მცდე­ლო­ბამ კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, მოს­კოვ­სა და რამ­დე­მე სხვა რე­გი­ონ­ში.

ძედ ხა­სა­ნი, ია­პონ­ჩი­კი, სკი­ფი და სხვა­ნი სნა­ი­პე­რე­ბის ტყვი­ებს შე­ე­წირ­ნენ. თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თი ქურ­დე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურ­დათ ამ უაზ­რო ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ისი­ნი სა­ჭი­როდ თვლიდ­ნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მას ყვე­ლა სა­კი­თხის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­სა­წყვე­ტად. ამ აზრს 50-მდე ქურ­დი იზი­ა­რებ­და, თუმ­ცა მოხ­და უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი, ის, ვი­საც ომი არ უნ­დო­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ მოვ­ლე­ნე­ბის ასეთ გან­ვი­თა­რე­ბას ჩათ­რე­ულ­ნი აღ­მოჩ­დნენ ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

ამა წლის აპ­რილ­ში გელა ქარ­და­ვა­სა და ედიკ ასატ­რი­ანს (ორი­ვე კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი არი­ან) შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. ეს გა­უ­გებ­რო­ბა აშ­კა­რად გა­რე­დან იყო ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი. ქარ­და­ვამ ერთი-ერ­თზე შეხ­ვედ­რა ითხო­ვა, რათა გა­ერ­კვი­ათ პრობ­ლე­მე­ბი და ყვე­ლა სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ე­წყვი­ტათ. შე­თან­ხმდნენ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ევ­რო­პა­ში" შეხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ, სა­დაც ასეტ­რი­ნა (ეს ასატ­რი­ა­ნის მეტ­სა­ხე­ლია) სხვა ქურ­დებ­თან ერ­თად მო­ვი­და. შემ­დეგ შეხ­ვედ­რა "სლა­ვი­ანსკა­ი­ა­ში" გა­და­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა აქაც ვე­რა­ფერ­ზე მო­რიგ­დნენ. მალე, დიდი ქურ­დუ­ლი თავ­ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა ერ­თის მხრივ, ძედ ხა­სა­ნის კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ ვა­სია ვოსკრე­სა, იურა პი­ჩუ­გა, გელა და რეზო ქარ­და­ვა, მი­რო­ნი, კრას­ნო­და­რე­ლი ვა­დი­კი, ალ­ბერტ ან­ხარ­გელსკი და მე­ო­რეს მხრივ, ედიკ ასატ­რი­ნა, მისი შვი­ლი სერ­გო, რომა ეზი­დი, გუ­რამ კრი­ჟო­ვი­ჩი და სხვე­ბი. შეხ­ვედ­რა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბით და­ი­წყო და ფი­ზი­კურ შეხ­ლა- შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და. რის შე­დე­გა­დაც ედიკ ასეტ­რი­ნას მხა­რე და­ზი­ან­და. მე­ო­რე მხა­რემ ვერ მო­ით­მი­ნა ის ფაქ­ტი, რომ ასეტ­რი­ნა რომა ეზიდ­თან ერ­თად მო­ვი­და, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ძედ ხა­სან­მა აყა­რა ქურ­დუ­ლი "გვირ­გვი­ნი".

გარ­ჩე­ვა 14 აგ­ვის­ტოს სტამ­ბუ­ლის, ხუთ ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო "რე­ნე­სანს ფო­ლად­ში" გაგ­რძელ­და. შეხ­ვედ­რა­ზე ორ­მოც­და­ა­თამ­დე ქურ­დი ჩა­მო­ვი­და, სა­დაც ხა­სა­ნის კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და "ნე­იტ­რა­ლე­ბი" ჭარ­ბობ­დნენ. რო­გორც მერე გა­ირ­კვა, მიწ­ვე­ვა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს არ მი­უ­ღია. შეხ­ვედ­რა მა­ინც გა­ი­მარ­თა, სა­დაც ისე­თი ცნო­ბი­ლი ქურ­დე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რო­გო­რი­ცაა გელა ქარ­და­ვა, მე­რაბ ფი­ფია, ალ­ბერტ არ­ხან­გელსკი, ან­დრეი კა­ლი­ნიგ­რადსკი, პა­ა­ტა მა­ლენ­კი, მა­მუ­კა, რო­ლანდ შლა­პა, თე­მურ სა­რა­ტოვ­სკი, იუ­სუ­ფი, თე­მურ აფხა­ზი, არი­ფი, გიზო ქარ­და­ვა, გია ნოსი და სხვე­ბი.

გა­ნი­ხი­ლეს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი, ცდი­ლობ­დნენ, და­ედ­გი­ნათ მი­ზე­ზი თუ რა­ტომ აღ­მოჩ­დნენ ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში "ნე­იტ­რა­ლი" ქურ­დე­ბი. მათი უმე­ტე­სო­ბა თვლი­და, რომ აქ მე­სა­მე ძა­ლაა აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი და ცდი­ლობს ერ­თმა­ნეთს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ გა­და­კი­დოს გავ­ლე­ნი­ა­ნი ქურ­დე­ბი. ზოგი ამა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში მყოფ ქურ­დებს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, ზოგი კი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას.შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ქურ­დის კო­რო­ნა­ცი­ით დამ­თავ­რდა. ქურ­დე­ბი გახ­დნენ, ნუკ­რი, ლი­ო­ხა, სო­ლო­მა, ნა­მი­კი, საშა ტი­უ­მენ­სკი, და­ვით ვლა­დი­კავ­კაზ­სკი და ლექ­სა. ყვე­ლა­ფე­რი ასე იო­ლად არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ქურ­დებ­შიც და­ი­წყო სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი და შავი პი­ა­რის გავ­რცე­ლე­ბა. კერ­ძოდ რამ­დე­ნი­მე გა­ზეთ­ში გავ­რცელ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ 16 აგ­ვის­ტოს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ქურ­დი (მათ შო­რის რა­ტომ­ღაც არა­ქარ­თვე­ლე­ბიც მო­იხ­სე­ნი­ე­ბოდ­ნენ, ისე­თე­ბი რო­გო­რი­ცაა, რავ­შა­ნი და მამა-შვი­ლი ასატ­რი­ა­ნე­ბი) შე­უ­ვარ­და სას­ტუმ­რო­ში ძედ ხა­სა­ნის კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მათ. მა­ლე­ვე ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ზე­თებ­მა უარ­ყვეს. ერთ-ერ­თმა ავ­ტო­რი­ტეტ­მა ყვე­ლას და­სა­წყნა­რებ­ლად ასე­თი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვა: თუკი ვინ­მე ვერ ით­მენს და ცხო­ნე­ბუ­ლი ძედ ხა­სა­ნის სა­ვარ­ძე­ლი უნდა, ვაფრ­თხი­ლებ რომ ჯერ კი­დევ არ გაზ­რდი­ლა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც შეძ­ლებს ამ მძი­მე ტვირ­თის ტა­რე­ბას.

თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბით და კა­ნო­ნე­ბით ძა­ლი­ან დოგ­მა­ტუ­რი, ჩა­კე­ტი­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს და­მორ­ჩილ­დეს და პიარ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს. სას­წორ­ზე დიდი კა­პი­ტა­ლი და რუ­სუ­ლი ბიზ­ნეს იმ­პე­რი­ე­ბია, რო­მელ­თა აქ­ცი­ე­ბი, თა­ვის დრო­ზე, ვე­ლუ­რი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში სწო­რედ რომ სა­ერ­თო ქურ­დუ­ლი ყუ­ლა­ბი­დან იყო ნა­ყი­დი. ფაქ­ტია, რომ კრი­ზი­სი ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში ისევ გრძელ­დე­ბა­და დამ­თავ­რე­ბა კარ­გა ხანს არ უწე­რია.

კობა ბრეგ­ვა­ძე, "ამ­ბე­ბი.ge"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"კანონიერი ქურდების" ბოლო კონფლიქტის ისტორია (ექსკლუზივი)

"კანონიერი ქურდების" ბოლო კონფლიქტის ისტორია (ექსკლუზივი)

"კანონიერი ქურდები" ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენია პოსტსაბჭოთა სივრცისა, სადაც ქართველი ქურდები ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მათი გავლენა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე სულ უფრო მცირდება და რომ არა რუსული სახელმწიფოს "ნება", უფრო უმნიშვნელო გახდებოდა.

ბოლო წლებში დიდ "ქურდულ ოჯახში" სერიოზული დაპირისპირებებია, ამის დასტურია ცნობილი ავტორიტეტების მკვლელობები, რომელთა სახელები მთელ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. ძედ ხასანი (თბილისში, კუკიაზე დაბადებული და გაზრდილი ასლან უსოიანი), სლავა იაპონჩიკი (ვიაჩესლავ ივანკოვი) და სხვანი კილერების ტყვიების მსხვერპლნი გახდნენ. ქურდული სამყარო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კლანურობით, ხოლო შიდა "საბრძოლო" მოქმედებებმა, გავლენის სფეროების გადანაწილების მცდელობამ, დიდი რყევები გამოიწვიეს რუსეთის ბიზნესში და ეკონომიკაში.

იმისათვის, რომ რეალურად წარმოვიდგინოთ, რა ხდება ქურდულ სამყაროში, საჭიროა გავერკვეთ ამ ბოლოდროინდელი კონფლიქტის ისტორიაში.

დაუწერელი კანონია, რომ ქურდები ინტერვიუს არ იძლევიან, თუმცა ეს სტატია მათი და მათთან დაახლოებული პირების ზეპირი მონაყოლის კონპილაციაა.

2009 წელს საფრანგეთთიდან რუსეთში დაბრუნდა ტარო (ტარიელ ონიანი), რომელმაც მერაბ ჯანგველაძესთან, ტახისთან და სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად გადაწყვიტა "სამართლიანობის აღდგენა" და გავლენის სფეროების ხელახლა გადანაწილება. მის ჩანაფიქრს აქტიურად დაუპირისპირდნენ ძედ ხასანი,

ჩიკი, ლაშა რუსტავსკი, იურა პიჩუგა, სკიფი და სხვა გავლენიანი ქურდები, რომლებსაც ხელს აძლევდა უკვე ჩამოყალიბებული სტატუს-ქვო. ასე, მაგალითად, დიდი უთანხმოება გამოიწვია სიტუაციის შეცვლის მცდელობამ კრასნოდარის მხარეში, მოსკოვსა და რამდემე სხვა რეგიონში.

ძედ ხასანი, იაპონჩიკი, სკიფი და სხვანი სნაიპერების ტყვიებს შეეწირნენ. თუმცა იყვნენ ისეთი ქურდები, რომლებსაც არ სურდათ ამ უაზრო ომში მონაწილეობა. ისინი საჭიროდ თვლიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ყველა საკითხის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ამ აზრს 50-მდე ქურდი იზიარებდა, თუმცა მოხდა უცნაური ამბავი, ის, ვისაც ომი არ უნდოდა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას ჩათრეულნი აღმოჩდნენ ამ დაპირისპირებაში.

ამა წლის აპრილში გელა ქარდავასა და ედიკ ასატრიანს (ორივე კანონიერი ქურდები არიან) შორის კონფლიქტი მოხდა. ეს გაუგებრობა აშკარად გარედან იყო ინსპირირებული. ქარდავამ ერთი-ერთზე შეხვედრა ითხოვა, რათა გაერკვიათ პრობლემები და ყველა საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტათ. შეთანხმდნენ სავაჭრო ცენტრ "ევროპაში" შეხვედრილიყვნენ, სადაც ასეტრინა (ეს ასატრიანის მეტსახელია) სხვა ქურდებთან ერთად მოვიდა. შემდეგ შეხვედრა "სლავიანსკაიაში" გადაიტანეს, თუმცა აქაც ვერაფერზე მორიგდნენ. მალე, დიდი ქურდული თავყრილობა გაიმართა ერთის მხრივ, ძედ ხასანის კლანის წარმომადგენლებსა, რომელშიც შედიოდნენ ვასია ვოსკრესა, იურა პიჩუგა, გელა და რეზო ქარდავა, მირონი, კრასნოდარელი ვადიკი, ალბერტ ანხარგელსკი და მეორეს მხრივ, ედიკ ასატრინა, მისი შვილი სერგო, რომა ეზიდი, გურამ კრიჟოვიჩი და სხვები. შეხვედრა ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებით დაიწყო და ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა. რის შედეგადაც ედიკ ასეტრინას მხარე დაზიანდა. მეორე მხარემ ვერ მოითმინა ის ფაქტი, რომ ასეტრინა რომა ეზიდთან ერთად მოვიდა, რომელსაც ჯერ კიდევ ძედ ხასანმა აყარა ქურდული "გვირგვინი".

გარჩევა 14 აგვისტოს სტამბულის, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო "რენესანს ფოლადში" გაგრძელდა. შეხვედრაზე ორმოცდაათამდე ქურდი ჩამოვიდა, სადაც ხასანის კლანის წარმომადგენლები და "ნეიტრალები" ჭარბობდნენ. როგორც მერე გაირკვა, მიწვევა დაპირისპირებული მხარის რამდენიმე წარმომადგენელს არ მიუღია. შეხვედრა მაინც გაიმართა, სადაც ისეთი ცნობილი ქურდები ესწრებოდნენ, როგორიცაა გელა ქარდავა, მერაბ ფიფია, ალბერტ არხანგელსკი, ანდრეი კალინიგრადსკი, პაატა მალენკი, მამუკა, როლანდ შლაპა, თემურ სარატოვსკი, იუსუფი, თემურ აფხაზი, არიფი, გიზო ქარდავა, გია ნოსი და სხვები.

განიხილეს სხვადასხვა საკითხი, ცდილობდნენ, დაედგინათ მიზეზი თუ რატომ აღმოჩდნენ ამ დაპირისპირებაში "ნეიტრალი" ქურდები. მათი უმეტესობა თვლიდა, რომ აქ მესამე ძალაა აქტიურად ჩართული და ცდილობს ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდოს გავლენიანი ქურდები. ზოგი ამაში საბერძნეთში მყოფ ქურდებს ადანაშაულებდა, ზოგი კი მართლმსაჯულების აქტიურ საქმიანობას. შეხვედრა რამდენიმე ახალი ქურდის კორონაციით დამთავრდა. ქურდები გახდნენ, ნუკრი, ლიოხა, სოლომა, ნამიკი, საშა ტიუმენსკი, დავით ვლადიკავკაზსკი და ლექსა. ყველაფერი ასე იოლად არ დამთავრებულა, ქურდებშიც დაიწყო საინფორმაციო ომი და შავი პიარის გავრცელება. კერძოდ რამდენიმე გაზეთში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ 16 აგვისტოს რამდენიმე ქართველი ქურდი (მათ შორის რატომღაც არაქართველებიც მოიხსენიებოდნენ, ისეთები როგორიცაა, რავშანი და მამა-შვილი ასატრიანები) შეუვარდა სასტუმროში ძედ ხასანის კლანის წარმომადგენლებს და ფიზიკურად გაუსწორდა მათ. მალევე ეს ინფორმაცია გაზეთებმა უარყვეს. ერთ-ერთმა ავტორიტეტმა ყველას დასაწყნარებლად ასეთი მოსაზრება გამოთქვა: თუკი ვინმე ვერ ითმენს და ცხონებული ძედ ხასანის სავარძელი უნდა, ვაფრთხილებ რომ ჯერ კიდევ არ გაზრდილა ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ამ მძიმე ტვირთის ტარებას.

თავისი ტრადიციებით და კანონებით ძალიან დოგმატური, ჩაკეტილი ქურდული სამყარო იძულებული გახდა თანამედროვე საინფორმაციო სივრცეს დამორჩილდეს და პიარ ტექნოლოგიები გამოიყენოს. სასწორზე დიდი კაპიტალი და რუსული ბიზნეს იმპერიებია, რომელთა აქციები, თავის დროზე, ველური პრივატიზაციის პერიოდში სწორედ რომ საერთო ქურდული ყულაბიდან იყო ნაყიდი. ფაქტია, რომ კრიზისი ქურდულ სამყაროში ისევ გრძელდებადა დამთავრება კარგა ხანს არ უწერია.

კობა ბრეგვაძე, "ამბები.ge"

ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 79-ს ტაქსის მძღოლს და 56 ბაზრის მოვაჭრეს დაუდასტურდა - როგორია ბოლო მონაცემები

"მოემატა შეკვეთები, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა..." - "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები