საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით, თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს, განსაკუთრებული წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს. სწორედ ამ გზით განახორციელა მან თურქეთის 1088 მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
ამასთან, ამავე საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, რომელთაგან დღემდე 93 ადამიანმა უკვე აიღო საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.