სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ჩანს მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიაში
რატომ არ ჩანს მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიაში

და­ვით ბაქ­რა­ძე ჯო ბა­ი­დენ­თან, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­თან, მა­ღა­ლი რან­გის უცხო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, მაგ­რამ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით...

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ ფი­გუ­რი­რებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ნა­გუნ­დელ ბაქ­რა­ძეს სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე გა­მო­უ­ცხა­და. თუმ­ცა ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო. პრე­ზი­დენ­ტი არ ჩნდე­ბა და­ვით ბაქ­რა­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ზე და არ ფი­გუ­რი­რებს მის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა­ში.

რითი ხსნი­ან პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ერ­თმა­ნე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას. პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია "ჯეპ­რა"-ს უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი ცვლი­ლე­ბას პო­ზი­ტი­უ­რი და ნე­გა­ტი­უ­რი იმი­ჯე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბით ხსნის.

სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი:

"ალ­ბათ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ნე­გა­ტი­უ­რი იმი­ჯი ჭარ­ბობს მის პო­ზი­ტი­ურ იმიჯს, რა­საც და­ვით ბაქ­რა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის­თვის, შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­კეთ­და დას­კვნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო ამ კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი სახე. ალ­ბათ, კვლე­ვებ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ მისი იმი­ჯი არ წა­ად­გე­ბო­და და­ვით ბაქ­რა­ძის კამ­პა­ნი­ას. ბაქ­რა­ძის კამ­პა­ნი­ა­ში არც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, არც ვერ­ბა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ჯი არ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მეტ­საც გე­ტყვით, და­ვით ბაქ­რა­ძის კლი­პებ­ში და სხვა სა­არ­ჩევ­ნო სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლებ­ში არც ერთი მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობს მსხვი­ლი "პლა­ნით". ეს ნიშ­ნავს, რომ ალ­ბათ მა­თი­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ამას პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი უფრო ნაკ­ლე­ბი აქვს ვიდ­რე ნე­გა­ტი­უ­რი.

ბაქ­რა­ძეს კლიპ­ში ძი­რი­თა­დად უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. პი­რი­ქით არის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც ის აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ასე­ვე სხვა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­საც".

და­ვით ბაქ­რა­ძის კამ­პა­ნი­ა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია. მისი გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წინა პლან­ზე ყოფ­ნა და მის­თვის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ტო­რის ფუნ­ქცი­ის მი­ნი­ჭე­ბა " ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" იმ შან­სებ­საც და­უ­კარ­გავ­და, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა მოძ­რა­ო­ბას გა­აჩ­ნდეს.

არ­ჩილ გამ­ზარ­დია:

"ჩვენ თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ბა­ქა­რა­ძის კამ­პა­ნი­ას, პი­რა­დად ბაქ­რა­ძე ბევ­რად მე­ტად ჩანს, ვიდ­რე თუნ­დაც, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა­დას­ხვა სახე. ის რომ პრე­ზი­დენ­ტი ამ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არ არის ჩარ­თუ­ლი, ზო­გა­დად, მომ­გე­ბი­ა­ნი­ცაა. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, პრე­ზი­დენ­ტთან აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რი პირ­და­პირ წამ­გე­ბი­ა­ნად ჩანს. თუმ­ცა, თუკი ყრი­ლო­ბის ფაქტს, რო­გორც კონ­ტექსტს, ისე ავი­ღებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამით აჩ­ვე­ნებს, რომ ეს არის მდგრა­დი პარ­ტია, სა­დაც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს თა­ვი­სი ად­გი­ლი უჭი­რავს, და­წყე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტით. მაგ­რამ აქ­ტი­ურ პრო­ცე­სებ­ში ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ღე­ბუ­ლობს. ეს სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, რად­გან პარ­ტია ცდი­ლობს სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მი­ი­ღოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თვა და აქ­ტი­უ­რი სა­ხით ჩვე­ნე­ბა ამის ყვე­ლა­ნა­ირ თე­ო­რი­ულ შანსსაც კი მოს­პობს. თუკი ბაქ­რა­ძე პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად დად­გე­ბო­და, რა თქმა უნდა, ბევ­რად უფრო წამ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. პარ­ტი­ის სი­ცო­ცხლი­სურ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის, ისეთ წევ­რებ­ზე აქ­ცენ­ტებს არ აკე­თე­ბენ, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით წამ­გე­ბი­ა­ნია".

თუმ­ცა არის კი­დევ ერთი ვერ­სია, რო­მელ­ზეც არ­ჩილ გამ­ზარ­დია სა­უბ­რობს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბებს იხ­სე­ნებს, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას გა­მო­ხა­ტავს. გამ­ზარ­დია ვა­რა­უ­დობს, რომ პარ­ტია - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - მი­ნუს სა­ა­კაშ­ვი­ლი" შე­საძ­ლოა, პრე­მი­ერს აწყობ­დეს. ექ­სპერ­ტი შე­საძ­ლო გა­რი­გე­ბა­ზე და გარ­კვე­ულ ინ­ტე­რეს­თა დამ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლის თა­ნახ­მად, თუკი სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არ­სე­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი სუ­ლაც არ იყოს.

ანა მარ­შა­ნია, ამ­ბე­ბი.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ არ ჩანს მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიაში

რატომ არ ჩანს მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიაში

დავით ბაქრაძე ჯო ბაიდენთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან, მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებთან, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილის გვერდით... 

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კლიპში საქართველოს პრეზიდენტი არ ფიგურირებს. მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელ ბაქრაძეს საჯარო მხარდაჭერა სპორტის სასახლეში გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გამოუცხადა. თუმცა ეს გამონაკლისი იყო. პრეზიდენტი არ ჩნდება დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრებზე და არ ფიგურირებს მის სააგიტაციო მასალაში.

რითი ხსნიან პიარის სპეციალისტები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ერთმანეთისგან დისტანცირებას. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა"-ს უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ცვლილებას პოზიტიური და ნეგატიური იმიჯების თანაფარდობით ხსნის.

სოსო გალუმაშვილი:

"ალბათ, "ნაციონალურ მოძრაობას" კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს სააკაშვილის ნეგატიური იმიჯი ჭარბობს მის პოზიტიურ იმიჯს, რასაც დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კამპანიისთვის, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, გაკეთდა დასკვნა, რომ სააკაშვილი არ ყოფილიყო ამ კამპანიის ერთ-ერთი სახე. ალბათ, კვლევებში გამოჩნდა, რომ მისი იმიჯი არ წაადგებოდა დავით ბაქრაძის კამპანიას. ბაქრაძის კამპანიაში არც ვიზუალურად, არც ვერბალურად მიხეილ სააკაშვილის იმიჯი არ იქნა გამოყენებული. მეტსაც გეტყვით, დავით ბაქრაძის კლიპებში და სხვა საარჩევნო სააგიტაციო მასალებში არც ერთი მისი თანაგუნდელი არ მონაწილეობს მსხვილი "პლანით". ეს ნიშნავს, რომ ალბათ მათივე ჩატარებული კვლევების თანახმად, ამას პოზიტიური იმიჯი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ნეგატიური.

ბაქრაძეს კლიპში ძირითადად უცნობი სახეები, უცნობი ადამიანები ჰყავს გამოყენებული. პირიქით არის გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, სადაც ის აქტიურად იყენებს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე სხვა თანაგუნდელებსაც".

დავით ბაქრაძის კამპანიაში "ნაციონალური მოძრაობის" სახეების ნაკლებობაზე საუბრობს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის წინა პლანზე ყოფნა და მისთვის ძირითადი რეკომენდატორის ფუნქციის მინიჭება " ნაციონალურ მოძრაობას" იმ შანსებსაც დაუკარგავდა, რომელიც, შესაძლოა მოძრაობას გააჩნდეს.

არჩილ გამზარდია:

"ჩვენ თუ დავაკვირდებით ბაქარაძის კამპანიას, პირადად ბაქრაძე ბევრად მეტად ჩანს, ვიდრე თუნდაც, "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა სახე. ის რომ პრეზიდენტი ამ კამპანიაში აქტიურად არ არის ჩართული, ზოგადად, მომგებიანიცაა. დღევანდელი გადასახედიდან, პრეზიდენტთან აქტიური კავშირი პირდაპირ წამგებიანად ჩანს. თუმცა, თუკი ყრილობის ფაქტს, როგორც კონტექსტს, ისე ავიღებთ, "ნაციონალური მოძრაობა" ამით აჩვენებს, რომ ეს არის მდგრადი პარტია, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი ადგილი უჭირავს, დაწყებული მერაბიშვილით გაგრძელებული პრეზიდენტით. მაგრამ აქტიურ პროცესებში ის მონაწილეობას არ ღებულობს. ეს სრულიად გასაგებია, რადგან პარტია ცდილობს სიცოცხლისუნარიანობა მიიღოს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ჩართვა და აქტიური სახით ჩვენება ამის ყველანაირ თეორიულ შანსსაც კი მოსპობს. თუკი ბაქრაძე პრეზიდენტთან ერთად დადგებოდა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო წამგებიანი აღმოჩნდებოდა. პარტიის სიცოცხლისურნარიანობისთვის, ისეთ წევრებზე აქცენტებს არ აკეთებენ, რომლებიც პარტიისთვის განსაკუთრებით წამგებიანია".

თუმცა არის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც არჩილ გამზარდია საუბრობს. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი პრემიერის განცხადებებს იხსენებს, სადაც ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიცოცხლისუნარიანობით დაინტერესებას გამოხატავს. გამზარდია ვარაუდობს, რომ პარტია - "ნაციონალური მოძრაობა - მინუს სააკაშვილი" შესაძლოა, პრემიერს აწყობდეს. ექსპერტი შესაძლო გარიგებაზე და გარკვეულ ინტერესთა დამთხვევაზე საუბრობს, რომლის თანახმად, თუკი სააკაშვილი აქტიური პროცესიდან ჩამოცილებული იქნება, შესაძლოა პრემიერი ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" არსებობის წინააღმდეგი სულაც არ იყოს.

ანა მარშანია, ამბები.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა