Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"
დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ზე" მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, არ­ხის ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ღლონტმა არხი და­ტო­ვა. "ამ­ბე­ბი.გე" მა­მუ­კა ღლონტს და­უ­კავ­შირ­და:

- რა სი­სუ­ლე­ლეა? წლე­ბია და­ჟი­ნე­ბით ვა­ცხა­დებ, რომ კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­დღი­ურ მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არა­ვის სჯე­რა. "მა­ესტრო­ში" ვრჩე­ბი იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. მე ვარ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა საბ­ჭო­ში და სტრა­ტე­გი­ულ გა­და­წყვე­ტე­ბებს ვი­ღებ. ვი­მე­ო­რებ, ყო­ველ­დღი­ურ მარ­თვა­ში ბოლო სამი წე­ლია, არც ვყო­ფილ­ვარ ჩარ­თუ­ლი და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ დაბ­რუ­ნე­ბას.

ბოლო დროს, გა­ვა­კე­თე ორი ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, ეს არის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დიო "მა­ესტრო" და ახლა უკვე მსმე­ნე­ლის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი რა­დიო "ვი­ნი­ლი". ეს ორი პრო­ექ­ტი ჩემი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტე­ბია და მა­თით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ვმო­ნა­წი­ლე­ობ "მა­ესტროს" საქ­მე­ებ­ში, ოღონდ, იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც ადრე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- ანუ არა­ნა­ი­რად დაკ­ნი­ნე­ბუ­ლა მა­მუ­კა ღლონ­ტის როლი და ფუნ­ქცია "მა­ესტრო­ში?"

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი როლი ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა და უტ­კბი­ლეს­მა მე­გო­ბარ­მა, მაკა ასა­თი­ან­მა და­აკ­ნი­ნოს?

ლალი ფა­ცია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"

დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტროზე" მიმდინარე ცვლილებების გამო, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა არხი დატოვა. "ამბები.გე" მამუკა ღლონტს დაუკავშირდა:

- რა სისულელეა? წლებია დაჟინებით ვაცხადებ, რომ კომპანიის ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ რატომღაც არავის სჯერა. "მაესტროში" ვრჩები იმ დოზით, რა დოზითაც ბოლო წლების განმავლობაში ვიყავი. მე ვარ დამფუძნებელთა საბჭოში და სტრატეგიულ გადაწყვეტებებს ვიღებ. ვიმეორებ, ყოველდღიურ მართვაში ბოლო სამი წელია, არც ვყოფილვარ ჩართული და არც მომავალში ვაპირებ დაბრუნებას.

ბოლო დროს, გავაკეთე ორი ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ეს არის ნომერ პირველი საინფორმაციო რადიო "მაესტრო" და ახლა უკვე მსმენელისთვის ძალიან კარგი რადიო "ვინილი". ეს ორი პროექტი ჩემი საყვარელი პროექტებია და მათით ვარ გატაცებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ "მაესტროს" საქმეებში, ოღონდ, იმ დოზით, რა დოზითაც ადრე ვმონაწილეობდი.

- ანუ არანაირად დაკნინებულა მამუკა ღლონტის როლი და ფუნქცია "მაესტროში?"

- როგორ შეიძლება, ჩემი როლი ჩემმა უსაყვარლესმა და უტკბილესმა მეგობარმა, მაკა ასათიანმა დააკნინოს?

ლალი ფაცია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები