არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს, მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, წუხელ ღამით წვიმდა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. თუმცა, უმეტეს რაიონებში დღეს დღისით წვიმა შეწყდა; შესაძლოა, მცირე ნალექი კახეთის ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდეს. ასევე, ღრუბლიანი ამინდი იქნება თბილისშიც.
ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შემდეგ დღეებში თანდათან მოიმატებს. უნალექო, უმეტესად მზიანი ამინდები ქვეყნის ტერიტორიაზე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში _ 24 გრადუსამდე.
თბილისში ხვალ 18-19 გრადუსია მოსალოდნელი. 3 ნოემბრამდე კი ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს.