პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტალღებმა სოჭის სანაპიროზე ღვთისმშობლის ხატი გამორიყა
ტალღებმა სოჭის სანაპიროზე ღვთისმშობლის ხატი გამორიყა

ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ, ტალ­ღებ­მა სო­ჭის სა­კუ­რორ­ტო და­სახ­ლე­ბა გო­ლო­ვინ­კა­ში, სა­ნა­პი­რო­ზე ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­მო­რი­ყა.

სო­ჭის მო­სახ­ლე­ო­ბა მომ­ხდარს სას­წა­ულს უწო­დებს. ხატი სა­ნა­პი­რო­ზე ერთ-ერ­თმა დამ­სვე­ნე­ბელ­მა იპო­ვა და ახ­ლომ­დე­ბა­რე მო­ცი­ქულ­თას­წორ წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ა­ში მი­აბ­რძა­ნა.

ხატ­ზე და­წე­რის თა­რი­ღი - 1896 წელი და ავ­ტო­რის, ან მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი - მოს­კო­ვე­ლი დე­კა­ნო­ზი ალექ­სან­დრ სმირ­ნო­ვი არის მი­თი­თე­ბუ­ლი. "გა­ვოც­დით, რად­გან რე­ლიქ­ვია ნა­პირ­ზე იმ დღით გა­მო­რი­ყა, რო­დე­საც ეკ­ლე­სია სწო­რედ ამ ხატს მი­ა­გებს პა­ტივს - 13 ოქ­ტომ­ბერს", - აღ­ნიშ­ნავს ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი კონ­სტან­ტი­ნე.

ღვთის­მშობ­ლის სახე, მი­უ­ხე­და­ვად ზღვის წყლის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა, კარ­გა­დაა შე­ნა­ხუ­ლი. ხატი ვერ­ცხლი­თა და ოქ­რო­თია მო­ოჭ­ვი­ლი და ძვირ­ფა­სი ქვე­ბი ამ­შვე­ნებსს.

ამ­ჟა­მად, ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რი ოს­ტა­ტებს ეძებს, რომ­ლე­ბიც ხატს რეს­ტავ­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ. მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო ლი­ტურ­გი­ის ჩა­ტა­რე­ბა სურთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ntv.ru-ს მი­ხედ­ვით.

ტალღებმა სოჭის სანაპიროზე ღვთისმშობლის ხატი გამორიყა

ტალღებმა სოჭის სანაპიროზე ღვთისმშობლის ხატი გამორიყა

ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, ტალღებმა სოჭის საკურორტო დასახლება გოლოვინკაში, სანაპიროზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა.

სოჭის მოსახლეობა მომხდარს სასწაულს უწოდებს. ხატი სანაპიროზე ერთ-ერთმა დამსვენებელმა იპოვა და ახლომდებარე მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ეკლესიაში მიაბრძანა.

ხატზე დაწერის თარიღი - 1896 წელი და ავტორის, ან მფლობელის სახელი - მოსკოველი დეკანოზი ალექსანდრ სმირნოვი არის მითითებული. "გავოცდით, რადგან რელიქვია ნაპირზე იმ დღით გამორიყა, როდესაც ეკლესია სწორედ ამ ხატს მიაგებს პატივს - 13 ოქტომბერს", - აღნიშნავს ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე.

ღვთისმშობლის სახე, მიუხედავად ზღვის წყლის ზემოქმედებისა, კარგადაა შენახული. ხატი ვერცხლითა და ოქროთია მოოჭვილი და ძვირფასი ქვები ამშვენებსს.

ამჟამად, ეკლესიის მსახური ოსტატებს ეძებს, რომლებიც ხატს რესტავრაციას გაუკეთებენ. მოვლენის აღსანიშნავად ტაძარში საზეიმო ლიტურგიის ჩატარება სურთ.

მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია