შესაძლოა ქართულ ბაზარზე კვერცხი გაძვირდეს. იმპორტიორების ინფორმაციით, ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში - თურქეთსა და უკრაინაში ფასების 10%-იანი მატება ფიქსირდება, რაც მომწოდებლების ფასებზე უკვე აისახა.
რაც შეხება საცალო დინამიკას, სადისტრიბუციო კომპანიების ნაწილმა ფასები 3-დან 5-თეთრამდე გაზარდა, ნაწილი ჯერ ძველ ღირებულებას ინარჩუნებს.
ადგილობრივი წარმოების კვერცხის ფასმა 3 თეთრით დაიკლო, თუმცა საერთო დინამიკის გათვალისწინებით, ქართული კომპანიები საფასო პოლიტიკას ჯერჯერობით არ ცვლიან.
ამ დროისთვის, კვერცხის გასაყიდი ფასი ბაზარზე 29-30 თეთრია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9