სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს
მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს

ოც­ნე­ბა ჯერ ერთი ტვინს ულა­ყებს ადა­მი­ანს და მე­ო­რეც, საქ­მეს აც­დენს, -ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რი­ყე­ზე , ამ­ფი­თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მსურს გა­ვა­კე­თო ძა­ლი­ან რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა. ზო­გის თავ­ში ფიქ­რი ხან­და­ხან კვამ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა. ამ კვამლს ოც­ნე­ბას ვე­ძა­ხით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამ­ლი იზამს, ვი­საც თავ­ში აუ­ვარ­დე­ბა საქ­მეს და­მარ­თებს, თვა­ლებს უბრმა­ვებს, ყუ­რებ­ში ბამ­ბას უცობს. ოც­ნე­ბი­ა­ნი ძლი­ერ ზარ­მა­ცია, ამას­თა­ნა­ვე მსუ­ნა­გი და უეჭ­ვე­ლად ღა­რი­ბი, ღიად ღა­რი­ბია და თავ­და­პირ­ვე­ლად გამ­დიდ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. უკეთ რომ ვთქვათ, იმა­ზე, კარ­გია იმა­ზე სიმ­დიდ­რე. ამი­ტომ, თავი და ბოლო ოც­ნე­ბის, ფიქ­რი­სა არის - ახ ნე­ტა­ვი არის. ფიქ­რი­ა­ნი და მო­საზ­რე­ბი­ა­ნი კა­ციც ძლი­ერ უფრთხის ოც­ნე­ბას, იმი­ტომ, რომ ოც­ნე­ბა ჯერ ერთი ტვინს ულა­ყებს ადა­მი­ანს და მე­ო­რეც, საქ­მეს აც­დენს",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ არის მისი გან­ცხა­დე­ბა და ამას ნა­წი­ლობ­რივ ემიჯ­ნე­ბა კი­დეც. "ეს არის დიდი კლა­სი­კო­სი ქარ­თვე­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლა. ვაჟა-ფშა­ვე­ლა ოც­ნე­ბა­ზე, ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა მის­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

ჩემი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ისე­ვე გან­სხვავ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, რო­გორც პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის­გან - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მას სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურს. "პუ­ტი­ნის­თვის მე არც დედა მი­გი­ნე­ბია ოდეს­მე და არც სხვა რამ. მე მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო, პუ­ტინს – არა. ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც მე ვმარ­თავ უკ­ნი­დან, ზე­მო­დან. მე კი მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და თვი­თონ მარ­თავს თა­ვის თავს. რო­გორც პუ­ტინ­თან არის ჩემი ხედ­ვა შე­უ­სა­ბა­მო, ისე­ვე ვე­რა­სო­დეს ჩემი ხედ­ვა ივა­ნიშ­ვილ­თან ვერ შე­თან­ხმდე­ბა. მე მწამს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მწამს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ხედ­ვას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

მისი თქმით, მო­მა­ვალ­ში სხვა იქ­ნე­ბა მის ად­გილ­ზე, ააფ­რი­ა­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის დრო­შას და სა­ქარ­თვე­ლოს "წარ­სუ­ლის გად­მო­ნაშ­თე­ბი­დან" სამ­შვი­დო­ბოს გა­იყ­ვანს.

"ეს ბრძო­ლა, რა თქმა უნდა, და­ი­წყო ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ გაგ­რძელ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ყვე­ლა­ფე­რი წინ არის და ჩვენ ამ ბრძო­ლა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ. ამა­ში სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ",- აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს

მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს

ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე , ამფითეატრის შენობაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მსურს გავაკეთო ძალიან რადიკალური განცხადება. ზოგის თავში ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა. ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იზამს, ვისაც თავში აუვარდება საქმეს დამართებს, თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. ოცნებიანი ძლიერ ზარმაცია, ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი, ღიად ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზე ოცნებობს. უკეთ რომ ვთქვათ, იმაზე, კარგია იმაზე სიმდიდრე. ამიტომ, თავი და ბოლო ოცნების, ფიქრისა არის - ახ ნეტავი არის. ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, იმიტომ, რომ ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის მისი განცხადება და ამას ნაწილობრივ ემიჯნება კიდეც. "ეს არის დიდი კლასიკოსი ქართველი, ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა ოცნებაზე, ქართულ ოცნებაზე",-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მისსა და ივანიშვილის მსოფლმხედველობას შორის განსხვავებაზეც ისაუბრა.

ჩემი მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან, როგორც პრეზიდენტ პუტინისგან - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას საქართველოს თავისუფლება სურს. "პუტინისთვის მე არც დედა მიგინებია ოდესმე და არც სხვა რამ. მე მინდა თავისუფალი საქართველო, პუტინს – არა. ივანიშვილმა თქვა, რომ მინდა საზოგადოება, რომელსაც მე ვმართავ უკნიდან, ზემოდან. მე კი მინდა საზოგადოება, რომელიც იქნება თავისუფალი და თვითონ მართავს თავის თავს. როგორც პუტინთან არის ჩემი ხედვა შეუსაბამო, ისევე ვერასოდეს ჩემი ხედვა ივანიშვილთან ვერ შეთანხმდება. მე მწამს თავისუფლების და მწამს საქართველოს მომავლის", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ ხედვას ალტერნატივა არ აქვს.

მისი თქმით, მომავალში სხვა იქნება მის ადგილზე, ააფრიალებს თავისუფლების დროშას და საქართველოს "წარსულის გადმონაშთებიდან" სამშვიდობოს გაიყვანს.

"ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ არჩევნებისთვის, მაგრამ გაგრძელდება არჩევნების შემდეგ. ყველაფერი წინ არის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა