პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოკითხულთა ნაწილმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი შესაძლოა, შეცვალოს
გამოკითხულთა ნაწილმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი შესაძლოა, შეცვალოს

საკ­ვლევ-სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის, "ფსი­ქოპ­რო­ექ­ტის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა გარ­კვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი შე­საძ­ლოა, შეც­ვა­ლოს.

კი­თხვა­ზე - "არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რა დარ­ჩა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი შე­იც­ვა­ლოს?", 6% პა­სუ­ხობს, რომ ეს სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, 9% ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე 9%-ს კი სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის შეც­ვლა მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნია.

ამას­თან, გა­მო­კი­თხულ­თა 26% ფიქ­რობს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი შეც­ვა­ლოს, 42% კი ფიქ­რობს, რომ ეს სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია. პა­სუ­ხი არ ჰქონ­და 6%-ს, კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე 2%-მა უარი თქვა.

საკ­ვლევ-სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის, "ფსი­ქოპ­რო­ექ­ტის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს 57.6% უჭერს მხარს და­ვით ბაქ­რა­ძეს - 11.8%, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს კი - 7.1%.

კვლე­ვა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა 13-18 ოქ­ტომ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და. კვლე­ვა 1607 რეს­პონ­დენტზე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დით ჩა­ტარ­და. სტა­ტის­ტი­კუ­რი ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი 3.5 %-ს შე­ად­გენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გამოკითხულთა ნაწილმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი შესაძლოა, შეცვალოს

გამოკითხულთა ნაწილმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი შესაძლოა, შეცვალოს

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა გარკვეულმა რაოდენობამ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი შესაძლოა, შეცვალოს.

კითხვაზე - "არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი არჩევანი შეიცვალოს?", 6% პასუხობს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია, 9% ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ასევე 9%-ს კი საკუთარი არჩევანის შეცვლა მეტ-ნაკლებად შესაძლებლად მიაჩნია.

ამასთან, გამოკითხულთა 26% ფიქრობს, რომ შეუძლებელია, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში საკუთარი არჩევანი შეცვალოს, 42% კი ფიქრობს, რომ ეს სრულიად შეუძლებელია. პასუხი არ ჰქონდა 6%-ს, კითხვაზე პასუხის გაცემაზე 2%-მა უარი თქვა.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებულ კვლევებში გიორგი მარგველაშვილს 57.6% უჭერს მხარს დავით ბაქრაძეს - 11.8%, ნინო ბურჯანაძეს კი - 7.1%.

კვლევა კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის დაკვეთით ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 13-18 ოქტომბერს განხორციელდა. კვლევა 1607 რესპონდენტზე საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის სტანდარტული მეთოდით ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი 3.5 %-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა