მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევოლუციონერი დათო ფორჩხიძე და სუპერქალი - ია ფარულავა
რევოლუციონერი დათო ფორჩხიძე და სუპერქალი - ია ფარულავა

მარ­თა­ლია, ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი ციებ-ცხე­ლე­ბაა და ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შო­უ­ე­ბის ნაც­ვლად, გა­სარ­თობ პრო­ექ­ტებ­ზე გავ­სა­უბ­რე­ბო­დით. ამ­ჟა­მად "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", "ახა­ლი ხმა" და "ნი­ჭი­ე­რი" გა­დის ეთერ­ში. და­ვინ­ტე­რეს­დით, ხალ­ხი რო­მელ მათ­განს უყუ­რებს, რა მოს­წონთ და რო­გორ აფა­სე­ბენ თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის.

სოსო თო­ლო­რა­ია, მსა­ხი­ო­ბი:

- ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თულ გა­და­ცე­მებს მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ ვნა­ხავ, ამი­ტომ მხო­ლოდ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ვუ­ყუ­რებ და იშ­ვი­ა­თად, როცა მცა­ლია, - ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლის "აბებს". სა­ერ­თოდ, რო­მელ გა­და­ცე­მა­შიც კო­ტი­კოს იწ­ვე­ვენ, ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ. არც "ვარ­სკვლა­ვე­ბია" გა­მო­ნაკ­ლი­სი. ეს პრო­ექ­ტი მომ­წონს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ უფრო გა­სარ­თო­ბი უნდა იყოს. პრო­ექ­ტის და­სას­რულს მგო­ნია, რომ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის შერ­კი­ნე­ბაა ხოლ­მე. ყვე­ლა ნერ­ვი­უ­ლობს - მო­ნა­წი­ლე თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი. რო­გორც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, კო­ტი­კო ათი­ან­ზე არ­თმევს თავს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სცე­ნას უფრო მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან, მეტს მო­ვი­თხოვ­დი. სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე ცეკ­ვავს ყვე­ლა. კო­ტი­კოს­თან ერ­თად, მეც ყო­ველ­თვის ვნერ­ვი­უ­ლობ. თან ზუს­ტად ვიცი, ის იმ წუთ­ში რას გა­ნიც­დის და ამი­ტომ და­ძა­ბუ­ლი ვარ. თით­ქმის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რე­ბის მხრივ, კო­ტი­კოს შემ­დეგ ყი­ფოს (გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე) გა­მო­ვარ­ჩევ­დი. მარ­თა­ლია, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ეტყო­ბა, მაგ­რამ გე­ნე­ბი მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის, უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის აზ­რია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კო­მენ­ტარს თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით აკე­თე­ბენ. ისე, მათ­თან გე­მოვ­ნე­ბა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­და­ვებ­დი.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ყო­ველ ორ­შა­ბათს დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი და ვუ­ყუ­რებ "ნი­ჭი­ერს". მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო შოუ არ არ­სე­ბობს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი გუნ­დი რომ აკე­თებს ამ გა­და­ცე­მას, ერთი შე­ხედ­ვი­თაც ეტყო­ბა. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ტე­რე­სო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი ერ­თმა­ნეთს კარ­გად ავ­სებს და ფან­ტას­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას აკე­თებს... ეს პრო­ექ­ტი ნამ­დვი­ლად სა­ხალ­ხოა და ორ­შა­ბა­თო­ბით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ "ნი­ჭი­ერს" უყუ­რებს, - ამის დას­ტუ­რი ამ გა­და­ცე­მის არა­ნორ­მა­ლუ­რად დიდი რე­ი­ტინ­გია. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­საც" ვუ­ყუ­რებ, რად­გან ამ გა­და­ცე­მას ჩემი მე­გობ­რე­ბი აკე­თე­ბენ, თა­ნაც - ძა­ლი­ან კარ­გად და ხა­რის­ხი­ა­ნად. საკ­მა­ოდ ბევ­რს შრო­მო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც და კონ­კურ­სან­ტე­ბიც, შოუ რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. თა­ვად გა­მოც­დი­ლი მაქვს, რამ­ხე­ლა დრო და ენერ­გია სჭირ­დე­ბა ამ პრო­ექტს, რომ ღირ­სე­უ­ლად წარ­დგე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ამი­ტომ ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.

ანი ღონ­ღა­ძე, "ახა­ლი ხმის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე:

- პრო­ექ­ტე­ბი­დან "ახალ ხმას" გა­მო­ვარ­ჩევ. ყო­ველ­თვის ვუ­ყუ­რებ და ჩა­წე­რებ­საც ვეს­წრე­ბი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია. სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტი აქვს და გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა სხვა შო­უს­გან. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­საც" ვუ­ყუ­რებ. მომ­წონს, საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი შოუა, "ნი­ჭი­ერს" კი - იშ­ვი­ა­თად. რად­გან "ახა­ლი ხმის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი, კარ­გად ვიც­ნობ ყვე­ლა მწვრთნელს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მიყ­ვარს. და­თოს და მა­ი­ას რომ სულ კონ­ფლიქ­ტი აქვთ, სე­რი­ო­ზუ­ლი არ მგო­ნია. ალ­ბათ შოუს ასე უხ­დე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის ასე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩემი აზ­რით, ამ პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­ზო­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ამ ორი­დან რო­მე­ლი ჯო­ბია, ვერ გე­ტყვით. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მეც ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ვარ, ობი­ექ­ტუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი. ახ­ლან­დელ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ბევ­რი ძლი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია. რამ­დე­ნი­მე ჩემი მე­გო­ბა­რიც მო­ნა­წი­ლე­ობს და ამი­ტომ, ფა­ვო­რიტს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

გუფი (გუ­რამ მა­კა­ლა­თია), მუ­სი­კო­სი:

- ამ სა­კი­თხზე რეს­პონ­დენ­ტად არ გა­მოვ­დგე­ბი, რად­გან ტე­ლე­ვი­ზორ­თან იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბი. ამი­ტომ ამ პრო­ექ­ტებ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად არ ვუ­ყუ­რებ. ისე, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ტოლი ბო­ი­სას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის შო­უ­ში პრო­ექ­ტი­დან გა­ვარ­დნი­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­დი­ან ხოლ­მე და ამი­ტომ ამ პრო­ექ­ტზე უფრო ზე­და­პი­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს. ამე­რი­კუ­ლი "ახა­ლი ხმა" ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ქარ­თულს არ ვუ­ყუ­რებ. ნა­ხე­ვა­რი გა­და­ცე­მა მექ­ნე­ბა ნა­ნა­ხი. არ მიყ­ვარს, როცა მუ­სი­კა­ში ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან. ტურ­ნი­რი ხომ არ არის?! "ნი­ჭი­ე­რი" სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- სა­მი­ვე პრო­ექტს დიდი ინ­ტე­რე­სით ვუ­ყუ­რებ. "ახა­ლი ხმა" იმი­ტომ მომ­წონს, რომ ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა. "ნი­ჭი­ე­რი", ნი­ჭი­ე­რის აღ­მო­ჩე­ნის გარ­და, მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გი გა­სარ­თო­ბი შოუა. შო­უ­ში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" იუ­ლია ქავ­თა­რა­ძის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, იმე­დია, სხვებს არ ეწყი­ნე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის, ია ფა­რუ­ლა­ვა სუ­პერ­ქა­ლია. მან ზუს­ტად იცის, რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს კარ­გი შოუ. დათო ფორჩხი­ძე კი იყო, არის და იქ­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ას ახ­დენს ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ბა­ზარ­ზე.

ნინო ჩხე­ი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- "ნი­ჭი­ერს" ვუ­ყუ­რებ და ახა­ლი სე­ზო­ნი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ბრა­ვო მის შემ­ქმნე­ლებს! ჟი­უ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად აქვთ შერ­ჩე­უ­ლი.

- "ახალ ხმას" არ უყუ­რებ? ნა­წყე­ნი ხომ არ ხარ მის პრო­დი­უ­სე­რებ­ზე, რად­გან მე­ო­რე სე­ზო­ნის მწვრთნე­ლებს შო­რის აღარ ხარ?

- წყე­ნა არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, ამ სე­ზონ­ზე "ნი­ჭი­ერ­მა" უფრო და­მა­ინ­ტე­რე­სა.

სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ვუ­ყუ­რებ. ვგიჟ­დე­ბი ამ პრო­ექ­ტზე, რად­გან ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მინ­და, ამ გა­და­ცე­მა­ში მეც მი­მიწ­ვი­ონ. აქამ­დე ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვილს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, ახლა არ ვიცი, ვის ავირ­ჩევ. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის, გოჩა მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა, რად­გან, ყვე­ლა თუ გო­ჩა­სა­ვით შე­ა­ფა­სებს, მო­ნა­წი­ლე­ებს ცეკ­ვის ხა­ლი­სი და­ე­კარ­გე­ბათ. ისე, რო­გორ უსა­მარ­თლოდ გა­ვარ­და ჩემი ნო­და­რი?!

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი:

- მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ვერც ერთ შოუს ვერ ვუ­ყუ­რებ. თუ ინ­ტერ­ნეტ­ში "ახა­ლი ხმის" ჩა­ნა­წე­რე­ბი და­ი­დე­ბა, იმას ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, თა­ნაც - დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია და მწვრთნე­ლე­ბიც სწო­რად ჰყავთ შერ­ჩე­უ­ლი.

- მა­ი­ა­სა და და­თოს ხშირ კონ­ფლიქტზე რას ფიქ­რობ?

- ჩემს სუ­ბი­ექ­ტურ აზრს ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვებ, რად­გან ორი­ვე ჩემი მე­გო­ბა­რია. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ნამ­დვი­ლად კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი არი­ან.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რევოლუციონერი დათო ფორჩხიძე და სუპერქალი - ია ფარულავა

რევოლუციონერი დათო ფორჩხიძე და სუპერქალი - ია ფარულავა

მართალია, ახლა პოლიტიკური ციებ-ცხელებაა და ყველა არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ გადავწყვიტეთ, საზოგადოებას პოლიტიკური ტოქშოუების ნაცვლად, გასართობ პროექტებზე გავსაუბრებოდით. ამჟამად "ცეკვავენ ვარსკვლავები", "ახალი ხმა" და "ნიჭიერი" გადის ეთერში. დავინტერესდით, ხალხი რომელ მათგანს უყურებს, რა მოსწონთ და როგორ აფასებენ თითოეული პროექტის ჟიურის.

სოსო თოლორაია, მსახიობი:

- ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები. შესაბამისად, ქართულ გადაცემებს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ ვნახავ, ამიტომ მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვუყურებ და იშვიათად, როცა მცალია, - ვასიკო ოდიშვილის "აბებს". საერთოდ, რომელ გადაცემაშიც კოტიკოს იწვევენ, ყველაფერს ვუყურებ. არც "ვარსკვლავებია" გამონაკლისი. ეს პროექტი მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო გასართობი უნდა იყოს. პროექტის დასასრულს მგონია, რომ სიკვდილ-სიცოცხლის შერკინებაა ხოლმე. ყველა ნერვიულობს - მონაწილე თუ მაყურებელი. როგორც არაპროფესიონალი, კოტიკო ათიანზე ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სცენას უფრო მიჩვეულები არიან, მეტს მოვითხოვდი. საშუალო დონეზე ცეკვავს ყველა. კოტიკოსთან ერთად, მეც ყოველთვის ვნერვიულობ. თან ზუსტად ვიცი, ის იმ წუთში რას განიცდის და ამიტომ დაძაბული ვარ. თითქმის ყველა მონაწილე ჩემი მეგობარია, მაგრამ ნიჭიერების მხრივ, კოტიკოს შემდეგ ყიფოს (გიორგი ყიფშიძე) გამოვარჩევდი. მართალია, ნერვიულობა ეტყობა, მაგრამ გენები მაინც თავისას შვრება. რაც შეეხება ჟიურის, უფრო პროფესიონალების აზრია მნიშვნელოვანი. დანარჩენები კომენტარს თავისი გემოვნების მიხედვით აკეთებენ. ისე, მათთან გემოვნებაზეც სიამოვნებით ვიდავებდი.

ქრისტინე იმედაძე, მომღერალი, ტელეწამყვანი:

- ყოველ ორშაბათს დიდი ინტერესით ველოდები და ვუყურებ "ნიჭიერს". მიმაჩნია, რომ საქართველოში ასეთი მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო შოუ არ არსებობს. პროფესიონალი და გემოვნებიანი გუნდი რომ აკეთებს ამ გადაცემას, ერთი შეხედვითაც ეტყობა. ჟიურის შემადგენლობას რაც შეეხება, ეს ადამიანები პროექტის წარმატებას განაპირობებენ. შესაბამისად, საინტერესო, წარმატებული და შემდგარი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჟიური ერთმანეთს კარგად ავსებს და ფანტასტიკურ შეფასებას აკეთებს... ეს პროექტი ნამდვილად სახალხოა და ორშაბათობით, მთელი საქართველო მხოლოდ "ნიჭიერს" უყურებს, - ამის დასტური ამ გადაცემის არანორმალურად დიდი რეიტინგია. "ცეკვავენ ვარსკვლავებსაც" ვუყურებ, რადგან ამ გადაცემას ჩემი მეგობრები აკეთებენ, თანაც - ძალიან კარგად და ხარისხიანად. საკმაოდ ბევრს შრომობენ ორგანიზატორებიც და კონკურსანტებიც, შოუ რომ წარმატებული იყოს. თავად გამოცდილი მაქვს, რამხელა დრო და ენერგია სჭირდება ამ პროექტს, რომ ღირსეულად წარდგე მაყურებლის წინაშე. ამიტომ ყველას ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ.

ანი ღონღაძე, "ახალი ხმის" პირველი სეზონის მონაწილე:

- პროექტებიდან "ახალ ხმას" გამოვარჩევ. ყოველთვის ვუყურებ და ჩაწერებსაც ვესწრები. ვფიქრობ, ყველაზე გამორჩეული მუსიკალური პროექტია. საინტერესო ფორმატი აქვს და განსხვავდება ყველა სხვა შოუსგან. "ცეკვავენ ვარსკვლავებსაც" ვუყურებ. მომწონს, საკმაოდ ლამაზი შოუა, "ნიჭიერს" კი - იშვიათად. რადგან "ახალი ხმის" პირველი სეზონის მონაწილე ვიყავი, კარგად ვიცნობ ყველა მწვრთნელს და თითოეული მათგანი მიყვარს. დათოს და მაიას რომ სულ კონფლიქტი აქვთ, სერიოზული არ მგონია. ალბათ შოუს ასე უხდება და მაყურებლისთვის ასე უფრო საინტერესოა. ჩემი აზრით, ამ პროექტის პირველი და მეორე სეზონები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ ორიდან რომელი ჯობია, ვერ გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ობიექტური ვერ ვიქნები. ახლანდელ კონკურსანტებს შორის ბევრი ძლიერი მომღერალია. რამდენიმე ჩემი მეგობარიც მონაწილეობს და ამიტომ, ფავორიტს ვერ დავასახელებ.

გუფი (გურამ მაკალათია), მუსიკოსი:

- ამ საკითხზე რესპონდენტად არ გამოვდგები, რადგან ტელევიზორთან იშვიათად ვხვდები. ამიტომ ამ პროექტებსაც სისტემატურად არ ვუყურებ. ისე, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ტოლი ბოისას ვგულშემატკივრობ. ოთარ ტატიშვილის შოუში პროექტიდან გავარდნილი მონაწილეები მოდიან ხოლმე და ამიტომ ამ პროექტზე უფრო ზედაპირული წარმოდგენა მაქვს. ამერიკული "ახალი ხმა" ძალიან მომწონს, მაგრამ ქართულს არ ვუყურებ. ნახევარი გადაცემა მექნება ნანახი. არ მიყვარს, როცა მუსიკაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ტურნირი ხომ არ არის?! "ნიჭიერი" საერთოდ არ მინახავს.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

- სამივე პროექტს დიდი ინტერესით ვუყურებ. "ახალი ხმა" იმიტომ მომწონს, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანის გაცნობის საშუალება გვეძლევა. "ნიჭიერი", ნიჭიერის აღმოჩენის გარდა, მაყურებლისთვის კარგი გასართობი შოუა. შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" იულია ქავთარაძის გულშემატკივარი ვარ, იმედია, სხვებს არ ეწყინებათ. რაც შეეხება ჟიურის, ია ფარულავა სუპერქალია. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა გააკეთოს კარგი შოუ. დათო ფორჩხიძე კი იყო, არის და იქნება ის ადამიანი, რომელიც რევოლუციას ახდენს ქართულ მუსიკალურ ბაზარზე.

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

- "ნიჭიერს" ვუყურებ და ახალი სეზონი ძალიან მომეწონა. ბრავო მის შემქმნელებს! ჟიურიდან დაწყებული, მონაწილეებით დამთავრებული, ყველაფერი სწორად აქვთ შერჩეული.

- "ახალ ხმას" არ უყურებ? ნაწყენი ხომ არ ხარ მის პროდიუსერებზე, რადგან მეორე სეზონის მწვრთნელებს შორის აღარ ხარ?

- წყენა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამ სეზონზე "ნიჭიერმა" უფრო დამაინტერესა.

სალომე კოკუაშვილი, მსახიობი:

- "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვუყურებ. ვგიჟდები ამ პროექტზე, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარს. მინდა, ამ გადაცემაში მეც მიმიწვიონ. აქამდე ნოდარ გურგენაშვილს ვგულშემატკივრობდი, ახლა არ ვიცი, ვის ავირჩევ. რაც შეეხება ჟიურის, გოჩა მაგარი ადამიანია. არაპროფესიონალი ჟიურის წევრებიც ნამდვილად საჭიროა, რადგან, ყველა თუ გოჩასავით შეაფასებს, მონაწილეებს ცეკვის ხალისი დაეკარგებათ. ისე, როგორ უსამართლოდ გავარდა ჩემი ნოდარი?!

მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი:

- მოუცლელობის გამო, ვერც ერთ შოუს ვერ ვუყურებ. თუ ინტერნეტში "ახალი ხმის" ჩანაწერები დაიდება, იმას ვადევნებ თვალყურს, თანაც - დიდი სიამოვნებით. მართლაც საინტერესო პროექტია და მწვრთნელებიც სწორად ჰყავთ შერჩეული.

- მაიასა და დათოს ხშირ კონფლიქტზე რას ფიქრობ?

- ჩემს სუბიექტურ აზრს ჩემთვის დავიტოვებ, რადგან ორივე ჩემი მეგობარია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნამდვილად კომპეტენტური ჟიურის წევრები არიან.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება