პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "ასკანელი ძმები" ნობელის მშვიდობის სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი და პარტნიორია
კომპანია "ასკანელი ძმები" ნობელის მშვიდობის სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი და პარტნიორია

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნია "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" პო­ლო­ნეთ­ში გა­მარ­თუ­ლი ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის მსოფ­ლიო სა­მი­ტის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბის­თვის ვარ­შა­ვა­ში "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" სას­მე­ლე­ბის დე­გუს­ტა­ცია მო­ე­წყო და ქარ­თუ­ლი სას­მე­ლი სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში მო­წყო­ბილ სა­ზე­ი­მო ვახ­შამ­ზეც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვარ­შა­ვა­ში კო­მა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჟიმ­შერ ჩხა­ი­ძე-ას­კა­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტებს და სა­მიტ­ზე დამ­სწრე მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რებს სა­ჩუქ­რად, კო­ნი­ა­კის - "XO"-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­მოს­ხმა გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ სა­გან­გე­ბოდ ამ დღე­ე­ბის­თვის და­ამ­ზა­და.

სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 21 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­სნა და დღეს იხუ­რე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ი­მარ­თა "მშვი­დო­ბის კონ­ცერ­ტი". ასე­ვე ჩა­ტარ­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ელი­სო ბოლ­ქვა­ძი­სა და ლიტ­ვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სოლო სა­ფორ­ტე­პი­ა­ნი კონ­ცერ­ტი "PIANO FOR PEACE", რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­აც და­ეს­წრო.

მშვი­დო­ბის რი­გით მე-13 მსოფ­ლიო სა­მიტ­ზე, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი მსჯე­ლობ­დნენ იმა­ზე, თუ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის და საფრ­თხის წი­ნა­შე დგას მსოფ­ლიო, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის, ეკო­ნო­მი­უ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის და მიგ­რა­ცი­ის ფონ­ზე. მშვი­დო­ბის სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად, ვარ­შა­ვა­ში და­ლაი ლამა და ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი - შე­რონ სთო­უ­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"კომ­პა­ნია "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის­თვის" დიდი პა­ტი­ვია ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ვეხ­მა­უ­რეთ და ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის სა­მიტ­ზე. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რე­ბა ჩვე­ნი სას­მე­ლი და­ა­გე­მოვ­ნეს და ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სა­მიტ­ზე წარ­მო­ვად­გი­ნეთ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" პრო­დუქ­ცია, პო­ლო­ნე­ლი ხალ­ხის­თვი­საც არაა უცხო. რად­გან უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ჩვე­ნი კომ­პა­ნია პო­ლო­ნე­თის ბა­ზარ­ზე ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებს" - აცხა­დებს "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯიმ­შერ ჩხა­ი­ძე-ას­კა­ნე­ლი.

მშვი­დო­ბის სა­მიტ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი პო­ლო­ნეთ­ში - ნი­კო­ლოზ ნი­კო­ლო­ზიშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კომ­პა­ნია "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" 15 წლის წინ და­არ­სდა და სა­დღე­ი­სოდ ერთ–ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა ქარ­თულ ალ­კოჰო­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის. კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს 8 სა­ხე­ო­ბის კო­ნი­აკს, 32 და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნოს, 4 და­სა­ხე­ლე­ბის ჭა­ჭას. "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის პრო­დუქ­ცია" აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­უ­კე­თე­სოდ და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს 100–ზე მეტი ჯილ­დო, სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნებ­სა და დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე. "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სას­მე­ლე­ბი გა­დის ექ­სპორტზე 19 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის აშშ–ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ჩი­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ლიტ­ვა­ში, ლატ­ვი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ფი­ნეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში.

®

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

კომპანია "ასკანელი ძმები" ნობელის მშვიდობის სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი და პარტნიორია

კომპანია "ასკანელი ძმები" ნობელის მშვიდობის სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი და პარტნიორია

ალკოჰოლური სასმელების კომპანია "ასკანელი ძმები" პოლონეთში გამართული ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. მაღალი რანგის სტუმრებისთვის ვარშავაში "ასკანელი ძმების" სასმელების დეგუსტაცია მოეწყო და  ქართული სასმელი სამიტის ფარგლებში მოწყობილ საზეიმო ვახშამზეც იყო წარმოდგენილი.

ამასთან დაკავშირებით ვარშავაში კომანიის დამფუძნებელი ჟიმშერ ჩხაიძე-ასკანელი იმყოფება. მისი ინფორმაციით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს და სამიტზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს საჩუქრად, კონიაკის - "XO"-ს სპეციალური ჩამოსხმა გადაეცა, რომელიც კომპანიამ საგანგებოდ ამ დღეებისთვის დაამზადა. 

სამიტის ფარგლებში, რომელიც 21 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს იხურება, მსოფლიოში მშვიდობის მხარდასაჭერად გაიმართა "მშვიდობის კონცერტი". ასევე ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ლიტველი შემსრულებლების სოლო საფორტეპიანი კონცერტი "PIANO FOR PEACE”, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრო.

მშვიდობის რიგით მე-13 მსოფლიო სამიტზე, ნობელის პრემიის ლაურეატები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა გამოწვევების და საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, შეიარაღებული კონფლიქტების, ეკონომიური უთანასწორობის და მიგრაციის ფონზე. მშვიდობის სამიტზე დასასწრებად, ვარშავაში დალაი ლამა და ამერიკელი მსახიობი - შერონ სთოუნი იმყოფებოდნენ.

"კომპანია "ასკანელი ძმებისთვის" დიდი პატივია ამ ღონისძიების მხარდაჭერა. ჩვენ დიდი სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ნობელის მშვიდობის სამიტზე.  მოხარულები ვართ, რომ მოწვეულმა სტუმრება ჩვენი სასმელი დააგემოვნეს და ქართული პროდუქცია ასეთი მაღალი დონის სამიტზე წარმოვადგინეთ. უნდა აღინიშნოს, რომ  "ასკანელი ძმების" პროდუქცია, პოლონელი ხალხისთვისაც არაა უცხო. რადგან უკვე რამდენიმე წელიწადია, ჩვენი კომპანია პოლონეთის ბაზარზე ექსპორტს ახორციელებს" - აცხადებს "ასკანელი ძმების" დამფუძნებელი ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელი.

მშვიდობის სამიტზე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად,  კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში - ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილიც იმყოფებოდნენ.

კომპანია "ასკანელი ძმები" 15 წლის წინ დაარსდა და სადღეისოდ ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა ქართულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. "ასკანელი ძმების პროდუქცია" აღიარებულია საუკეთესოდ და მინიჭებული აქვს 100–ზე მეტი ჯილდო, სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე. "ასკანელი ძმების" მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე 19 ქვეყანაში, მათ შორის აშშ–ში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსიაში.

®

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი