პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იცეკვებს სოფო ნიჟარაძე ცირკში სტეფანესთან ერთად - უპრეცედენტო ტური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"
რატომ იცეკვებს სოფო ნიჟარაძე ცირკში სტეფანესთან ერთად - უპრეცედენტო ტური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვა­ლა­ვე­ბის" III ტური ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა ორი­გი­ნა­ლუ­რად და­გეგ­მეს: მო­ცეკ­ვა­ვე წყვილს სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რო­ბას მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­უ­წე­ვენ. ნინი ცნო­ბი­ლა­ძეს­თან და გაგა ყუ­ფუ­ნი­ას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი გა­მო­ვა, კო­ტი­კო თო­ლა­რა­ის­თან და ანი ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან - ნიკა გრი­გო­ლია, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან და ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნარ­თან - ზურა ყიფ­ში­ძე, გუგა კუ­ზა­ნოვ­თან და მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­თან - ალე­კო კუ­ზა­ნო­ვი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­თან და რე­ზი­კო რო­ბა­ქი­ძეს­თან - ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან და რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვილ­თან სტე­ფა­ნე იცეკ­ვებს.

ცირ­კში III ტუ­რის წინ სწო­რედ მა­შინ მი­ვე­დით, რო­დე­საც გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია მიმ­დი­ნა­რობ­და და სცე­ნა­ზე ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ერ­თად, სოფო ნი­ჟა­რა­ძე, რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი და სტე­ფა­ნე იდ­გნენ. მცი­რე პა­უ­ზი­სას თი­თო­ე­ულ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვცა­დეთ.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე:

- ვემ­ზა­დე­ბით შემ­დე­გი ცეკ­ვის­თვის. სა­ერ­თოდ, ასეა, ყო­ვე­ლი ცეკ­ვის წინ ვამ­ბობ, - ნე­ტა­ვი, ეს ნო­მე­რი მო­მა­ცი­ლე­ბი­ნა და შემ­დეგ­ში უკეთ მო­ვემ­ზა­დე­ბი-მეთ­ქი...

ყო­ვე­ლი ცეკ­ვის­თვის გულ­მოდ­გი­ნედ ვემ­ზა­დე­ბი, მაგ­რამ რო­გორც არაპრო­ფე­სი­ო­ნალს, ამ ჟანრ­ში ცოტა მი­ჭირს მუ­შა­ო­ბა, რა­შიც ჩემი მე­წყვი­ლე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

- ისე, შო­რი­დან არ გე­ტყო­ბათ, რომ რა­ი­მე გი­ჭირთ...

- ალ­ბათ სცე­ნას შეჩ­ვე­უ­ლი ვარ და ამის ბრა­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სცე­ნა­ზე (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ამი­ტო­მაც აქ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. ისე, ეს არა მარ­ტო შეჩ­ვე­ვის, შრო­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად მე­ტყო­ბა. და­ძა­ბუ­ლო­ბა ცეკ­ვის წინ უფრო მაქვს ხოლ­მე, ვიდ­რე ცეკ­ვი­სას. სცე­ნა­ზე რომ გა­დი­ხარ, აზარ­ტში შე­დი­ხარ, გინ­და, ლა­მა­ზად წარ­მო­ად­გი­ნო ნო­მე­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხარ. მოკ­ლედ, ასე ვი­ღებ გა­წე­უ­ლი შრო­მის შე­დეგს.

- თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ­დე­ნი ვარ­ჯი­ში­სა და შრო­მის­გან ყვე­ლა კუნ­თი და სხე­უ­ლის ესა თუ ის ნა­წი­ლი სტკი­ვათ...

- წინა ტურ­ზე პრო­ფა­ილ­ში ვამ­ბობ­დი, რომ ხელი მტკი­ო­და და ფეხი ტრავ­მი­რე­ბუ­ლი მქონ­და. კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, მი­რე­კავ­დნენ (გარ­შე­მო ყვე­ლა ექი­მი მყავს) და უნ­დო­დათ, დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ. მას მერე კი მო­მირ­ჩა, მაგ­რამ ცო­ტა­თი კი­დევ მტკი­ვა. ტრავ­მას რომ ვი­ღებ, მორ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არც მაქვს, რად­გა­ნაც ახა­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ჩნდე­ბა, რად­გა­ნაც სხვა ნო­მერს ვი­წყებთ... ყო­ვე­ლი ცეკ­ვის შემ­დეგ ახა­ლი კუნ­თი მი­წყებს ტკი­ვილს.

- რას იტყვით პარტნი­ორ­ზე - რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვილ­ზე?..

- მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ად­ვი­ლად ვი­მახ­სოვ­რებ ცეკ­ვის ილე­თებს და ად­ვი­ლად გა­მომ­დის რა­ღა­ცე­ბი. თა­ვი­დან უფრო მი­ჭირ­და, ახლა უკვე ალღო ავუ­ღე. ჩემი მე­წყვი­ლე ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი და ვენ­დო­ბი. ასე რომ, ნომ­რის წარ­მოდ­გე­ნი­სას მი­მაჩ­ნია, რომ 10 % ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, და­ნარ­ჩე­ნი - 90 % კი მხო­ლოდ მისი...…

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მას­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ 2 თვე­ზე მე­ტია, ვიც­ნობ და ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ზე უმ­ცრო­სია.

- დღე­ვან­დელ ტურ­ში რას გეგ­მავთ?

- დღეს ნამ­დვი­ლი მე­ჯლი­სი გა­ი­მარ­თე­ბა, რაც სა­ხა­ლი­სო გან­წყო­ბას შექ­მნის დარ­ბაზ­ში, მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- რო­გორც გა­ვი­გე, დღეს თქვენ წყვილს მუ­სი­კო­სი სტე­ფა­ნე მო­ეხ­მა­რე­ბა...

- კი, ეს არის ტუ­რის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე, - ყვე­ლას თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ან ოჯა­ხის წევ­რი ეხ­მა­რე­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, სცე­ნა­ზე სტე­ფა­ნე გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია. მოკ­ლედ, მეც და და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებ­საც მა­ყუ­რებ­ლის­თვის ბევ­რი სურპრი­ზი გვაქვს.

- სოფო, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ხომ ფიქ­რობთ?

- ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ ვი­მუ­შა­ვებ, კი­დევ რო­გორ განვვი­თარ­დე­ბი და ახალს რას შე­ვი­ძენ, ანუ რო­გორ იქ­ნე­ბა ჩემი ცეკ­ვა. ისე, ილე­თებს ად­ვი­ლად კი ვსწავ­ლობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­სა­წყის­ში მი­ჭირს ხოლ­მე... მოკ­ლედ, მთა­ვა­რია იღ­ბა­ლი, რო­გორ გა­მი­მარ­თლებს და ხალ­ხი მხარს რო­გორ და­მი­ჭერს, ჟი­უ­რის რო­გორ მო­ვე­წო­ნე­ბი. ასე რომ, კი­დევ მეტი უნდა ვი­მუ­შა­ვო.

რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი:

- ეს პრო­ექ­ტი, ჩემ­თვის, ამ ეტაპ­ზე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. ზო­გა­დად კი ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი მა­ინც ცეკ­ვაა და სწავ­ლა... მაგ­რამ, რო­გორც ვთქვი, ამ ეტაპ­ზე მთელ დროს პრო­ექტს ვუთ­მობ. ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დით გა­დავ­დე.

- სა­ერ­თოდ, დიდი ხა­ნია ცეკ­ვავ?

- სხვა­თა შო­რის, საკ­მა­ოდ გვი­ან და­ვი­წყე, - 16 წლის ვი­ყა­ვი. სულ 6 წე­ლია, ვცეკ­ვავ.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი გაქვს.

- ჰო, რა ვიცი... და­პყრო­ბი­ლი მაქვს "ჰობი" კლა­სი, ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბის პროგ­რა­მა­ში კავ­კა­სი­ის თა­სის ფი­ნა­ლის­ტი ვარ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, ნელ-ნელა წინ მი­ვი­წევ და იმე­დი მაქვს, არ გავ­ჩერ­დე­ბი.

- წელს კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი - სოფო ნი­ჟა­რა­ძე შეგ­ხვდა.

- სო­ფოს ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს და ბევ­რსაც შე­ვა­ქებ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სი­ტყვა, რაც მისი შე­ფა­სე­ბი­სას მომ­დის, ის არის, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან მალე სწავ­ლობს. ბევ­რს შრო­მობს, რა­საც ზო­გა­დად ადა­მი­ან­ში ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. იცის, საქ­მეს რო­გორ მი­უდ­გეს. როცა რა­ღა­ცას აკე­თებს, ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბა...

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვე­ნი წყვი­ლი მოხ­ვდე­ბა ფი­ნალ­ში?

- კი, მოხ­ვდე­ბა და ასე უნდა ფიქ­რობ­დეს ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა. მოკ­ლედ, გა­მარ­ჯვე­ბა მეც მინ­და და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ!

სტე­ფა­ნე:

- დღეს სო­ფოს მხარ­და­სა­ჭე­რი როლი მაქვს. მას მთე­ლი გუ­ლით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ჯერ ერთი ჩემი მე­გო­ბა­რია, მერე ობი­ექ­ტუ­რად ვამ­ბობ, ძა­ლი­ან კარ­გად ცეკ­ვავს და ერთ-ერთი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია.

ახლა კი ჩემი მი­ზა­ნია, ჩემი ცეკ­ვით მხა­რი და­ვუ­ჭი­რო. ისე, ნო­მერ­ში დი­დად და­კა­ვე­ბუ­ლი არ ვარ...

სა­ერ­თოდ, პრო­ექტს ვუ­ყუ­რებ, კარ­გად არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლია და მა­გა­რია...

- თუმ­ცა შენც რე­ი­ტინ­გულ შო­უ­ში "ახალ ხმა­ში" მუ­შა­ობ...

- კი და მი­ხა­რია, რომ მეც რე­ი­ტინ­გულ შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. მსი­ა­მოვ­ნებს, რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი რა­ღა­ცე­ბი კეთ­დე­ბა იმ არხზე, სა­დაც ვმუ­შა­ობ.

- თვი­თონ ხომ ცეკ­ვავ?

- კი, ვცეკ­ვავ და ამ პრო­ექ­ტში სულ მთა­ვა­ზო­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ უარს ვამ­ბობს. ახ­ლაც სცე­ნა­ზე რომ ვი­დე­ქი და რა­ღა­ცებს მას­წავ­ლიდ­ნენ, მივ­ხვდი, რომ მას­ში არ უნდა ჩა­ვერ­თო...

- არ მი­გი­ზი­და?

- ძა­ლი­ან მი­ზი­დავს, მო­ცეკ­ვა­ვის მო­ნა­ცე­მე­ბიც მაქვს, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვურ­ბი. თუ გა­მო­ვალ, უნდა მო­ვი­გო...

ძა­ლი­ან მომ­წონ­და სა­მო­რი, ასე­ვე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, მაგ­რამ სა­მო­რი - მე­ტად. ამ პრო­ექ­ტში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მი­ნი­მუმ მეც მო­მინ­დე­ბო­და, ისე­თი ტრი­უ­კე­ბის გა­კე­თე­ბა, რო­გორ­საც ისი­ნი აკე­თებ­დნენ, ამი­ტომ არა მგო­ნია, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ იცეკვებს სოფო ნიჟარაძე ცირკში სტეფანესთან ერთად - უპრეცედენტო ტური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

რატომ იცეკვებს სოფო ნიჟარაძე ცირკში სტეფანესთან ერთად - უპრეცედენტო ტური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ცეკვავენ ვარსკვალავების" III ტური ორგანიზატორებმა და ქორეოგრაფებმა ორიგინალურად დაგეგმეს: მოცეკვავე წყვილს სცენაზე პარტნიორობას მეგობრები და ოჯახის წევრები გაუწევენ. ნინი ცნობილაძესთან და გაგა ყუფუნიასთან ერთად სცენაზე ლიზა ბაგრატიონი გამოვა, კოტიკო თოლარაისთან და ანი ჯაჯანიძესთან - ნიკა გრიგოლია, გიორგი ყიფშიძესთან და ჯულიანა ბარ-გნართან - ზურა ყიფშიძე, გუგა კუზანოვთან და მზია ორველაშვილთან - ალეკო კუზანოვი, ნინა წკრიალაშვილთან და რეზიკო რობაქიძესთან - ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ნიჟარაძესთან და რამაზ ლაზარიშვილთან სტეფანე იცეკვებს.

ცირკში III ტურის წინ სწორედ მაშინ მივედით, როდესაც გენერალური რეპეტიცია მიმდინარობდა და სცენაზე ქორეოგრაფებთან ერთად, სოფო ნიჟარაძე, რამაზ ლაზარიშვილი და სტეფანე იდგნენ. მცირე პაუზისას თითოეულთან გასაუბრება ვცადეთ.

სოფო ნიჟარაძე:

- ვემზადებით შემდეგი ცეკვისთვის. საერთოდ, ასეა, ყოველი ცეკვის წინ ვამბობ, - ნეტავი, ეს ნომერი მომაცილებინა და შემდეგში უკეთ მოვემზადები-მეთქი...

ყოველი ცეკვისთვის გულმოდგინედ ვემზადები, მაგრამ როგორც არაპროფესიონალს, ამ ჟანრში ცოტა მიჭირს მუშაობა, რაშიც ჩემი მეწყვილე ძალიან მეხმარება.

- ისე, შორიდან არ გეტყობათ, რომ რაიმე გიჭირთ...

- ალბათ სცენას შეჩვეული ვარ და ამის ბრალია. ფაქტობრივად, დავიბადე და გავიზარდე სცენაზე (სიცილით ამბობს). ამიტომაც აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ისე, ეს არა მარტო შეჩვევის, შრომის დამსახურებაცაა, რომ დაძაბულობა ნაკლებად მეტყობა. დაძაბულობა ცეკვის წინ უფრო მაქვს ხოლმე, ვიდრე ცეკვისას. სცენაზე რომ გადიხარ, აზარტში შედიხარ, გინდა, ლამაზად წარმოადგინო ნომერი და აბსოლუტურად მობილიზებული ხარ. მოკლედ, ასე ვიღებ გაწეული შრომის შედეგს.

- თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ამდენი ვარჯიშისა და შრომისგან ყველა კუნთი და სხეულის ესა თუ ის ნაწილი სტკივათ...

- წინა ტურზე პროფაილში ვამბობდი, რომ ხელი მტკიოდა და ფეხი ტრავმირებული მქონდა. კადრების ნახვის შემდეგ, მირეკავდნენ (გარშემო ყველა ექიმი მყავს) და უნდოდათ, დამხმარებოდნენ. მას მერე კი მომირჩა, მაგრამ ცოტათი კიდევ მტკივა. ტრავმას რომ ვიღებ, მორჩენის საშუალება არც მაქვს, რადგანაც ახალი დაზიანება ჩნდება, რადგანაც სხვა ნომერს ვიწყებთ... ყოველი ცეკვის შემდეგ ახალი კუნთი მიწყებს ტკივილს.

- რას იტყვით პარტნიორზე - რამაზ ლაზარიშვილზე?..

- მისი დამსახურებაა, რომ ადვილად ვიმახსოვრებ ცეკვის ილეთებს და ადვილად გამომდის რაღაცები. თავიდან უფრო მიჭირდა, ახლა უკვე ალღო ავუღე. ჩემი მეწყვილე ისეთი პროფესიონალია, ბოლომდე მივყვები და ვენდობი. ასე რომ, ნომრის წარმოდგენისას მიმაჩნია, რომ 10 % ჩემი დამსახურებაა, დანარჩენი - 90 % კი მხოლოდ მისი...…

ბედნიერი ვარ, რომ მასზე ვარ დამოკიდებული. ისეთი განცდა მაქვს, რომ 2 თვეზე მეტია, ვიცნობ და ერთად გავიზარდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსია.

- დღევანდელ ტურში რას გეგმავთ?

- დღეს ნამდვილი მეჯლისი გაიმართება, რაც სახალისო განწყობას შექმნის დარბაზში, მგონი, საინტერესო იქნება.

- როგორც გავიგე, დღეს თქვენ წყვილს მუსიკოსი სტეფანე მოეხმარება...

- კი, ეს არის ტურის მთავარი სიახლე, - ყველას თავისი მეგობარი ან ოჯახის წევრი ეხმარება. ჩემ შემთხვევაში, სცენაზე სტეფანე გამოჩნდება, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. მოკლედ, მეც და დანარჩენ მონაწილეებსაც მაყურებლისთვის ბევრი სურპრიზი გვაქვს.

- სოფო, გამარჯვებაზე ხომ ფიქრობთ?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიმუშავებ, კიდევ როგორ განვვითარდები და ახალს რას შევიძენ, ანუ როგორ იქნება ჩემი ცეკვა. ისე, ილეთებს ადვილად კი ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მიჭირს ხოლმე... მოკლედ, მთავარია იღბალი, როგორ გამიმართლებს და ხალხი მხარს როგორ დამიჭერს, ჟიურის როგორ მოვეწონები. ასე რომ, კიდევ მეტი უნდა ვიმუშავო.

რამაზ ლაზარიშვილი:

- ეს პროექტი, ჩემთვის, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის. ზოგადად კი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაინც ცეკვაა და სწავლა... მაგრამ, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე მთელ დროს პროექტს ვუთმობ. ყველაფერი გვერდით გადავდე.

- საერთოდ, დიდი ხანია ცეკვავ?

- სხვათა შორის, საკმაოდ გვიან დავიწყე, - 16 წლის ვიყავი. სულ 6 წელია, ვცეკვავ.

- მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი შედეგი გაქვს.

- ჰო, რა ვიცი... დაპყრობილი მაქვს ''ჰობი'' კლასი, ევროპული ცეკვების პროგრამაში კავკასიის თასის ფინალისტი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ნელ-ნელა წინ მივიწევ და იმედი მაქვს, არ გავჩერდები.

- წელს კაშკაშა ვარსკვლავი - სოფო ნიჟარაძე შეგხვდა.

- სოფოს ბევრი კარგი თვისება აქვს და ბევრსაც შევაქებ, მაგრამ პირველი სიტყვა, რაც მისი შეფასებისას მომდის, ის არის, რომ უნიჭიერესი ადამიანია, ყველაფერს ძალიან მალე სწავლობს. ბევრს შრომობს, რასაც ზოგადად ადამიანში ძალიან ვაფასებ. იცის, საქმეს როგორ მიუდგეს. როცა რაღაცას აკეთებს, ბოლომდე იხარჯება...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი წყვილი მოხვდება ფინალში?

- კი, მოხვდება და ასე უნდა ფიქრობდეს ამ პროექტში ყველა. მოკლედ, გამარჯვება მეც მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ!

სტეფანე:

- დღეს სოფოს მხარდასაჭერი როლი მაქვს. მას მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ჯერ ერთი ჩემი მეგობარია, მერე ობიექტურად ვამბობ, ძალიან კარგად ცეკვავს და ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია.

ახლა კი ჩემი მიზანია, ჩემი ცეკვით მხარი დავუჭირო. ისე, ნომერში დიდად დაკავებული არ ვარ...

საერთოდ, პროექტს ვუყურებ, კარგად არის გაკეთებული, რეიტინგულია და მაგარია...

- თუმცა შენც რეიტინგულ შოუში "ახალ ხმაში" მუშაობ...

- კი და მიხარია, რომ მეც რეიტინგულ შოუში ვმონაწილეობ. მსიამოვნებს, რომ რეიტინგული რაღაცები კეთდება იმ არხზე, სადაც ვმუშაობ.

- თვითონ ხომ ცეკვავ?

- კი, ვცეკვავ და ამ პროექტში სულ მთავაზობენ მონაწილეობას, მაგრამ უარს ვამბობს. ახლაც სცენაზე რომ ვიდექი და რაღაცებს მასწავლიდნენ, მივხვდი, რომ მასში არ უნდა ჩავერთო...

- არ მიგიზიდა?

- ძალიან მიზიდავს, მოცეკვავის მონაცემებიც მაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობას გავურბი. თუ გამოვალ, უნდა მოვიგო...

ძალიან მომწონდა სამორი, ასევე გიორგი ვარდოსანიძე, მაგრამ სამორი - მეტად. ამ პროექტში რომ ვყოფილიყავი, მინიმუმ მეც მომინდებოდა, ისეთი ტრიუკების გაკეთება, როგორსაც ისინი აკეთებდნენ, ამიტომ არა მგონია, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მივიღო მონაწილეობა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება