საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელ Facebook-ზე საქართველოს ძველ და ახალ მთავრობას შორის სხვაობაზე წერს.
"სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ სააკაშვილის მთავრობა ორიენტირებული იყო შედეგზე, ივანიშვილის კი - პროცესზე. ახლა ყველაზე ხშირად მთავრობის წევრებისგან გვესმის - შევქმნით კომისიას, ვიმსჯელებთ, დავიწყებთ პროცესს... ხოლო ადრე ყველაზე პოპულარული სიტყვები იყო: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მალე და კონკრეტული თარიღი", - წერს დიმიტრი შაშკინი.