მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გაუმასპინძლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?
პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გაუმასპინძლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს პრე­ზი­დენ­ტო­ბის 23 კან­დი­და­ტი­დან, მხო­ლოდ 4 ეწ­ვია: და­ვით ბაქ­რა­ძე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი. თუმ­ცა, მათ­გან მხო­ლოდ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მოხ­ვდა პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­თან, მე­უ­ფე თე­ო­დო­რეს­თან ტრა­პეზ­ზე.

ახალ­ცი­ხის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­სახ­ვედ­რად მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად 12 სექ­ტემ­ბერს ჩა­ვი­და და შეხ­ვედ­რე­ბი მე­უ­ფე თე­ო­დო­რეს მიერ გა­მა­თუ­ლი ტრა­პე­ზით და­ას­რუ­ლა. ამ ტრა­პე­ზის შე­სა­ხებ, ახალ­ცი­ხე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მალ­ხაზ ჟუ­ჟუ­ნა­ძე ამომ­რჩე­ველ­თან სი­ა­მა­ყით სა­უბ­რობ­და. "იმ­დე­ნად უბ­რა­ლო ად­მი­ა­ნია ბა­ტო­ნი გი­ორ­გი, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გაშ­ლილ სუფ­რას­თან ხე­ლით მი­ირ­თვა. იმი­ტომ კი არა, რომ იქ დანა-ჩან­გა­ლი არ ეწყო, ან მათი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იცო­და, არა, ამით მან თა­ვი­სი უბ­რა­ლო­ე­ბა გა­მო­ხა­ტა", - გა­ნა­ცხა­და 5 ოქ­ტომ­ბერს ჟუ­ჟუ­ნა­ძემ ამომ­რჩე­ველ­თან მეს­ხე­თის თე­ატ­რში შეხ­ვედ­რი­სას.

"ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს მე­ო­რედ, 15 ოქ­ტომ­ბერს სტუმ­რობ­და, ამ­ჯე­რად ნი­ნოწ­მინ­დის, ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ადი­გე­ნის მცხოვ­რებ­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად. ადი­გე­ნი­დან მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სო­ფელ უდე­ში წა­ვი­და, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა არ გა­უ­მარ­თავს და უდეს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მიტ­რო­პო­ლიტ თე­ო­დო­რეს­თან ერ­თად იტ­რა­პე­ზა.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძი­სა და ბაქ­რა­ძის ახალ­ცი­ხის შტა­ბებ­ში აცხა­დე­ბენ, მათი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი მე­უ­ფე თე­ო­დო­რეს არ მი­უწ­ვე­ვია.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გაუმასპინძლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?

პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გაუმასპინძლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?

სამცხე-ჯავახეთს პრეზიდენტობის 23 კანდიდატიდან, მხოლოდ 4 ეწვია: დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი. თუმცა, მათგან მხოლოდ მარგველაშვილი მოხვდა პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, მეუფე თეოდორესთან ტრაპეზზე.

ახალციხის მოსახლეობასთან შესახვედრად მარგველაშვილი პირველად 12 სექტემბერს ჩავიდა და შეხვედრები მეუფე თეოდორეს მიერ გამათული ტრაპეზით დაასრულა. ამ ტრაპეზის შესახებ, ახალციხეში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე ამომრჩეველთან სიამაყით საუბრობდა. "იმდენად უბრალო ადმიანია ბატონი გიორგი, რეზიდენციაში გაშლილ სუფრასთან ხელით მიირთვა. იმიტომ კი არა, რომ იქ დანა-ჩანგალი არ ეწყო, ან მათი გამოყენება არ იცოდა, არა, ამით მან თავისი უბრალოება გამოხატა", - განაცხადა 5 ოქტომბერს ჟუჟუნაძემ ამომრჩეველთან მესხეთის თეატრში შეხვედრისას.

"ოცნების" კანდიდატი სამცხე-ჯავახეთს მეორედ, 15 ოქტომბერს სტუმრობდა, ამჯერად ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ადიგენის მცხოვრებლებთან შესახვედრად. ადიგენიდან მარგველაშვილი სოფელ უდეში წავიდა, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრა არ გაუმართავს და უდეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად იტრაპეზა.

როგორც ბურჯანაძისა და ბაქრაძის ახალციხის შტაბებში აცხადებენ, მათი პრეზიდენტობის კანდიდატები მეუფე თეოდორეს არ მიუწვევია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა