სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იპოთეკური სესხებით დაზარალებულებს ბანკების პირისპირ ტოვებენ
იპოთეკური სესხებით დაზარალებულებს ბანკების პირისპირ ტოვებენ

იპო­თე­კა­რე­ბის სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მალე კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრავს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მუ­შავ­და და გან­სა­ხილ­ვე­ლად მთავ­რო­ბას გა­და­ე­ცა. თუმ­ცა ცვლი­ლე­ბე­ბი ბან­კე­ბის მიერ უკვე და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რებს არ შე­ე­ხე­ბა. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მათ ევა­ლე­ბათ მო­მა­ვალ­ში და­სა­დე­ბი სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უკე­თე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ის შექ­მნა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, რო­მელ­საც ამ ცოტა ხნის წინ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა - იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ ქო­ნე­ბა­ზე აღ­სრუ­ლე­ბა პირ­ველ თე­ბერ­ვლამ­დე უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ფო­ფხა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ქარ­თვე­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან იმ­თა­ვით­ვე მოჰ­ყვა კრი­ტი­კა, ბან­კე­ბის პრო­ტესტს მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

სა­ბან­კო და ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბას უარ­ყო­ფი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა და ამ სა­ხით მისი მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ზუ­რაბ გვა­სა­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხო­ლოდ კერ­ძო იპო­თე­კა­რებს შე­ე­ხე­ბა და ბაზ­რის რე­გუ­ლა­ცი­ას მო­ახ­დენს. მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის მიერ გა­ცე­მულ­მა სეს­ხებ­მა სა­ბან­კო სექ­ტო­რის იმიჯს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ეს ბან­კებ­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.

"მარ­თლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და მინ­და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ ნდო­ბა სა­ბან­კო სექ­ტო­რი­სად­მი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და თა­ვად სა­ბან­კო სექ­ტორ­საც, მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე მი­სუ­ლი­ყო რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არ იყო სა­ბან­კო სექ­ტო­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და ძი­რი­თა­დად, კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა".

ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის ბაზ­რის რე­გუ­ლა­ცი­ას მო­ახ­დენს. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან საქ­მე გვაქვს ვე­ლურ ბა­ზარ­თან, სა­დაც და­ად­გე­ნენ თა­მა­შის ისეთ წე­სებს, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რის­თვის იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი", _ აცხა­დებს გვა­სა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბან­კე­ბის მხრი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იპო­თე­კა­რე­ბის პრობ­ლე­მას, ზუ­რაბ გვა­სა­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, ბან­კე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია და სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა ჩა­ე­რი­ოს ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

"სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვა ბან­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ცუდი სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ზა­რის, ისე ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის­თვის. შე­საძ­ლოა, ინ­ვეს­ტო­რებ­მა ახა­ლი ტრან­შის გა­მო­ყო­ფის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. რო­დე­საც მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ, თუ რო­გორ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი ამ პრობ­ლე­მა­ში.

მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ნე­ბის­მი­ერ იპო­თე­კურ სესხს გავ­ლი­ლი აქვს რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და ყვე­ლა შე­ღა­ვა­თი, რაც არ­სე­ბობს და საქ­მე აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­ე­ცე­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ბი­ნე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის­გან თავს მა­ში­ნაც კი იკა­ვე­ბენ, რო­დე­საც საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. თუმ­ცა, თუ ბანკს გა­ცე­მუ­ლი სეს­ხი­დან გა­რან­ტია არ აქვს, რომ თან­ხას ამო­ი­ღებს, ცხა­დია, იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ ქო­ნე­ბას წა­ი­ღებს", - აცხა­დებს ზუ­რაბ გვა­სა­ლია.

ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძე თვლის, რომ იპო­თე­კა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს და დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა, რა­ღაც დო­ზით, ორი­ვე მხა­რეს მო­უ­წევს.

"პრობ­ლე­მის სრუ­ლად მოგ­ვა­რე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­როა. რაც არ უნდა მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ცხად­დეს და აღ­სრუ­ლე­ბის ვადა გა­ი­წე­ლოს, შე­დეგს მა­ინც ვერ მოგ­ვცემს. ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო აშშ, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რა იმით, რომ ვალი კი არ გა­და­უ­ხა­და, შე­უმ­სუ­ბუ­ქა. მსგავ­სი ტი­პის მე­ქა­ნიზ­მზე უნდა ვი­მუ­შა­ოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­კი­თხი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ არის შეს­წავ­ლი­ლი, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პა­კე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა მოხ­დეს. გა­და­ვა­დე­ბა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, ამით ვე­რა­ფერს შეც­ვლი­ან, აჯო­ბებს, სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი. გავა დრო და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან დი­ლე­მის წი­ნა­შე და უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სებს მი­ვი­ღებთ.

ისიც ფაქ­ტია, რომ გამ­სეს­ხე­ბელს ვერ წა­ვარ­თმევთ ყვე­ლა უფ­ლე­ბას მსეს­ხებ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. მთავ­რო­ბის მხრი­დან ჩა­რე­ვა არ უნდა მოხ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი მცდე­ლო­ბა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლებს", - აცხა­დებს ჭი­ჭი­ნა­ძე.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია და მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი მთავ­რო­ბამ არ უნდა და­უშ­ვას. ჯგე­რე­ნა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ბან­კო სექ­ტო­რი 2 წლით ვერ გა­ჩერ­დე­ბა და ეს პრო­ცე­სი ცუდ ფი­ნან­სურ შე­დეგს მო­ი­ტანს. ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ გა­სა­გე­ბია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ხალ­ხის პრობ­ლე­მაც, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია მხო­ლოდ ერ­თგვა­რი შუ­ა­მავ­ლის როლი ითა­მა­შოს ბანკს და ხალ­ხს შო­რის, ხოლო მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

იპოთეკური სესხებით დაზარალებულებს ბანკების პირისპირ ტოვებენ

იპოთეკური სესხებით დაზარალებულებს ბანკების პირისპირ ტოვებენ

იპოთეკარების სასესხო ვალდებულებას მალე კანონი განსაზღვრავს. კანონპროექტის საბოლოო ვერსია იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა და განსახილველად მთავრობას გადაეცა. თუმცა ცვლილებები ბანკების მიერ უკვე დაზარალებულ პირებს არ შეეხება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მათ ევალებათ მომავალში დასადები სასესხო ხელშეკრულების უკეთესი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის ინიციატივით კი, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა - იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულება პირველ თებერვლამდე უნდა შეჩერებულიყო. ფოფხაძის ინიციატივას საქართველოს კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მხრიდან იმთავითვე მოჰყვა კრიტიკა, ბანკების პროტესტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

საბანკო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მორატორიუმის გამოცხადებას უარყოფითი ეკონომიკური შედეგი მოჰყვება და ამ სახით მისი მიღება არ შეიძლება.

ბანკების ასოციაციის თავმჯდომარის, ზურაბ გვასალიას განმარტებით, ახალი კანონპროექტი მხოლოდ კერძო იპოთეკარებს შეეხება და ბაზრის რეგულაციას მოახდენს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კერძო იპოთეკარების მიერ გაცემულმა სესხებმა საბანკო სექტორის იმიჯს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა, ვინაიდან მოსახლეობის მხრიდან ეს ბანკებთან იყო გაიგივებული.

"მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ნდობა საბანკო სექტორისადმი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავად საბანკო სექტორსაც, მოსახლეობამდე მისულიყო რეალური ინფორმაცია, რომ არსებული პრობლემა არ იყო საბანკო სექტორისგან გამოწვეული და ძირითადად, კერძო იპოთეკარების "დამსახურებაა".

ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ბაზრის რეგულაციას მოახდენს. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან საქმე გვაქვს ველურ ბაზართან, სადაც დაადგენენ თამაშის ისეთ წესებს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ცნობილი", _ აცხადებს გვასალია.

რაც შეეხება ბანკების მხრიდან დაზარალებული იპოთეკარების პრობლემას, ზურაბ გვასალიას შეფასებით, ყველა საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საბოლოოდ კი, ბანკების გადასაწყვეტია და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ პრობლემის მოგვარებაში.

"სახელმწიფოს ჩარევა ბანკების საქმიანობაში ცუდი სიგნალი იქნება, როგორც ადგილობრივი ზარის, ისე ინვესტორებისა და საფინანსო სექტორისთვის. შესაძლოა, ინვესტორებმა ახალი ტრანშის გამოყოფისგან თავი შეიკავონ. როდესაც მორატორიუმის გამოცხადებაზე საუბრობენ, ზუსტი სტატისტიკა უნდა გაეთვალისწინებინათ, თუ როგორ მონაწილეობდა საბანკო და საფინანსო სექტორი ამ პრობლემაში.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერ იპოთეკურ სესხს გავლილი აქვს რესტრუქტურიზაცია და ყველა შეღავათი, რაც არსებობს და საქმე აღსრულების ბიუროს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა. მიუხედავად ამისა, კომერციული ბანკები იპოთეკით დატვირთული ბინებიდან მოქალაქეების გამოსახლებისგან თავს მაშინაც კი იკავებენ, როდესაც საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია. თუმცა, თუ ბანკს გაცემული სესხიდან გარანტია არ აქვს, რომ თანხას ამოიღებს, ცხადია, იპოთეკით დატვირთულ ქონებას წაიღებს", - აცხადებს ზურაბ გვასალია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე თვლის, რომ იპოთეკარებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს და დათმობაზე წასვლა, რაღაც დოზით, ორივე მხარეს მოუწევს.

"პრობლემის სრულად მოგვარებას გამოვრიცხავ. დაზარალებულების დიდი ნაწილი გადახდისუუნაროა. რაც არ უნდა მორატორიუმი გამოცხადდეს და აღსრულების ვადა გაიწელოს, შედეგს მაინც ვერ მოგვცემს. ანალოგიური პრობლემის წინაშე იყო აშშ, რომელიც დაზარალებულებს დაეხმარა იმით, რომ ვალი კი არ გადაუხადა, შეუმსუბუქა. მსგავსი ტიპის მექანიზმზე უნდა ვიმუშაოთ.

სამწუხაროდ, საკითხი საფუძვლიანად არ არის შესწავლილი, რომ დაზარალებულთათვის შესაბამისი პაკეტის შეთავაზება მოხდეს. გადავადება არ არის გამოსავალი, ამით ვერაფერს შეცვლიან, აჯობებს, საკითხი ინდივიდუალურად იქნას შესწავლილი. გავა დრო და ეს ადამიანები ისევ აღმოჩნდებიან დილემის წინაშე და უსიამოვნო პროცესებს მივიღებთ.

ისიც ფაქტია, რომ გამსესხებელს ვერ წავართმევთ ყველა უფლებას მსესხებლის სასარგებლოდ. მთავრობის მხრიდან ჩარევა არ უნდა მოხდეს, ნებისმიერი ასეთი მცდელობა საფინანსო ინსტიტუტს მნიშვნელოვნად დააზარალებს", - აცხადებს ჭიჭინაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, მორატორიუმის გამოცხადება გაუმართლებელია და მსგავსი პრეცედენტი მთავრობამ არ უნდა დაუშვას. ჯგერენაიას განცხადებით, საბანკო სექტორი 2 წლით ვერ გაჩერდება და ეს პროცესი ცუდ ფინანსურ შედეგს მოიტანს. ექსპერტი ამბობს, რომ გასაგებია დაზარალებული ხალხის პრობლემაც, თუმცა ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის როლი ითამაშოს ბანკს და ხალხს შორის, ხოლო მორატორიუმის გამოცხადება წარმოუდგენელია.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ