Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამთა ასათიანმა მომღერლობას ჟურნალისტობა ამჯობინა
თამთა ასათიანმა მომღერლობას ჟურნალისტობა ამჯობინა

თამ­თა ასა­თი­ა­ნი "პა­ლიტ­რა ტვ"-ის რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მას უძღვე­ბა, სა­ღა­მოს ეთერ­შიც ზის და მხი­ა­რუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვიყ­ვე­ბა. ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­და­რე­ბით ახა­ლი სა­ხეა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი წელს და­ამ­თავ­რა, სა­ნამ "პა­ლიტ­რა­ში" მო­ვი­დო­და, მა­ნამ­დე მუ­სი­კა­ლურ რა­დი­ო­ში მუ­შა­ობ­და. თა­ვა­დაც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის. გარ­კვე­ულ წრე­ში პო­პუ­ლა­რუ­ლიც გახ­და, რო­დე­საც გიგა კვე­ნე­ტა­ძეს­თან დუ­ე­ტი ჩა­წე­რა, თუმ­ცა შო­უ­ბიზ­ნე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­თვის ფიქ­რობ­და, რომ პრო­ფე­სი­აც უნდა ჰქო­ნო­და და არ­ჩე­ვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე შე­ა­ჩე­რა. "სო­ცი­ოგ­რა­მის" წამ­ყვანს საქ­მე­ზე და ცო­ტაც, პი­რა­დულ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, წელს და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მო­ვი­პო­ვე. ბავ­შვო­ბი­დან ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს სფე­რო. რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რდი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე, იმ­წამ­სვე მო­მი­ვი­და იდეა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა.

- თუმ­ცა სა­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტად გა­გიც­ნობ­დით, მა­ნამ­დე მომ­ღე­რა­ლი იყა­ვი.

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში, საკ­მა­ოდ დიდი ხნის, და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი-რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, მაგ­რამ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ სა­ჭი­რო იყო, სხვა პრო­ფე­სი­აც მქო­ნო­და. ერთ დღეს სტუ­დი­ა­ში სიმ­ღე­რის ჩა­სა­წე­რად მი­ვე­დი. იქ გიგა კვე­ნე­ტა­ძემ მო­მის­მი­ნა და შე­მომ­თა­ვა­ზა, სიმ­ღე­რას და­გი­წერ და სხვა ბევ­რი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა­შიც და­გეხ­მა­რე­ბიო და ჩემი პრო­დი­უ­სე­რო­ბაც აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი. ჩავ­წე­რეთ პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა და გა­და­ვი­ღეთ კლი­პი. შემ­დეგ გი­გას გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ დუ­ე­ტი "მოდი, მო­გე­ფე­რო" ჩაგ­ვე­წე­რა. ეს სიმ­ღე­რა საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ჩვე­ნი ვი­დეო მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის ეთერ­ში ტრი­ა­ლებ­და. მეც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე გი­გამ მოს­კო­ვი­დან შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო და კა­რი­ე­რა იქ უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. როცა გიგა წა­ვი­და, სი­მარ­თლე გი­თხრა, ცოტა მო­ვეშ­ვი, მერე მუ­შა­ო­ბა რა­დი­ო­ში და­ვი­წყე. გვერ­დით არ მყავ­და ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცოტა და­მა­ძა­ლებ­და ამ მხრივ აქ­ტი­უ­რო­ბას, სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და...

- მოკ­ლედ, მომ­ღერ­ლო­ბა­ზე უარი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­სარ­გებ­ლოდ გით­ქვამს.

- ამ ეტაპ­ზე ასე გა­მო­ვი­და. სიმ­ღე­რამ მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. თით­ქმის ერთი წე­ლია, ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თა­ნაც აღარ მივ­ლია. მე­გობ­რე­ბის წრე­ში ვმღე­რი. მარ­თა­ლია, სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ კა­რი­ე­რა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვფიქ­რობ.

- მა­შინ­დე­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი უფრო აქ­ტი­უ­რი იყო, ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი.

- ნამ­დვი­ლად ასე იყო. მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მი­ხა­რო­და და მა­ო­ცებ­და. როცა გიგა წა­მიყ­ვან­და ხოლ­მე კონ­ცერ­ტებ­ზე, ცნო­ბილ სა­ხე­ებს ვხე­დავ­დი და მათ­თან ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დი სცე­ნა­ზე, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. მე რაც მახ­სოვს, ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და, ტარ­დე­ბო­და უამ­რა­ვი ტურ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ახლა კი ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის­გან ხში­რად მეს­მის, რომ კონ­ცერ­ტე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. როცა დავ­ფიქ­რდი, რომ სიმ­ღე­რა ბევრ რა­მეს ვერ მომ­ცემ­და, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ავირ­ჩიე და ჯერ­ჯე­რო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი არ­ჩე­ვა­ნით (იღი­მის).

მე­ო­რე კურ­სი­დან უკვე გა­სარ­თობ-მუ­სი­კა­ლურ რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ეთერ­ში ჯდო­მის თვალ­საზ­რი­სით. მქონ­და შე­ხე­ბა მომ­ღერ­ლებ­თა­ნაც, სი­ახ­ლე­ე­ბის საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რა რა­დი­ო­ში და­ვი­წყე.

შემ­დეგ "პა­ლიტ­რა ტვ"-ის პროგ­რა­მი­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­მი­კავ­შირ­და და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ არ­ხის დი­ლის გა­და­ცე­მა წა­მეყ­ვა­ნა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თამ­თა კვა­რა­ცხე­ლია დეკ­რეტ­ში გახ­ლდათ და მის დრო­ე­ბით შემ­ცვლელს ეძებ­დნენ. გა­მი­ხარ­და, ამ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შან­სი რომ მო­მე­ცა. ისიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შევ­ძლებ­დი თუ არა ამ­გვა­რი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას. პი­ლო­ტის ჩა­წე­რის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ და შე­მომ­თა­ვა­ზეს დი­ლის გა­და­ცე­მის გა­ძღო­ლა. რა თქმა უნდა, თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, რად­გან დი­ლას ადრე გაღ­ვი­ძე­ბას არ ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი, დი­ლის 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე მეღ­ვი­ძა. ამას­თა­ნა­ვე, ღია ეთერს ახ­ლდა ღელ­ვა ბევ­რი სხვა მი­ზე­ზის გა­მოც, მა­გა­ლი­თად, იმი­ტომ, რომ ეს გა­და­ცე­მა არა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არა­მედ რა­დი­ო­ე­თერ­შიც გა­დი­ო­და, გარ­და ამი­სა, პრე­სის მი­მო­ხილ­ვა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში. მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გი, თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა, რომ ამან სტი­მუ­ლი მომ­ცა. რო­გორც ჩანს, დი­ლის გა­და­ცე­მას თავი გა­ვარ­თვი, რად­გან თამ­თას დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ "პა­ლიტ­რა ტვ"-ის სა­ღა­მოს გა­და­ცე­მის, "სო­ცი­ოგ­რა­მის" წაყ­ვა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ეს არის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბის მი­მო­ხილ­ვა, ყო­ველ სა­ღა­მოს, ექვს და ცხრა სა­ათ­ზე. რა თე­მე­ბიც არის პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას, ჩემი აზ­რით, სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მაა და ამ­გვა­რი ფორ­მა­ტი ქარ­თულ არ­ხებ­ზე არ­სად შემ­ხვედ­რია. იმე­დია, მა­ყუ­რე­ბელ­საც მოს­წონს. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის ასო­ცი­ა­ცია გა­უჩ­ნდეს, მაგ­რამ ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტია მა­ინც - მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლოა, იმ დღეს ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ზე, თუმ­ცა არა მხო­ლოდ თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, არა­მედ ამა თუ იმ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის პო­ზი­ცი­ა­საც ვაც­ნობთ მა­ყუ­რე­ბელს. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტუ­სებ­საც ვკი­თხუ­ლობთ და მათ­ზე ხალ­ხის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­საც. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ლან­ძღვა-გი­ნე­ბის შემ­ცვე­ლი სტა­ტუ­სი ეთერ­ში უნდა წა­მე­კი­თხა და ძა­ლი­ან შემ­რცხვე­ნია, მაგ­რამ მა­ინც წა­მი­კი­თხავს. თავს იმით ვიმ­შვი­დებ ხოლ­მე, რომ ეს ჩემი ნათ­ქვა­მი არ არის და სხვი­სას ვკი­თხუ­ლობ (იცი­ნის).

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

თამთა ასათიანმა მომღერლობას ჟურნალისტობა ამჯობინა

თამთა ასათიანმა მომღერლობას ჟურნალისტობა ამჯობინა

თამთა ასათიანი "პალიტრა ტვ"-ის რამდენიმე გადაცემას უძღვება, საღამოს ეთერშიც ზის და მხიარული ცხოველების შესახებაც გვიყვება. ის ტელევიზიაში შედარებით ახალი სახეა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წელს დაამთავრა, სანამ "პალიტრაში" მოვიდოდა, მანამდე მუსიკალურ რადიოში მუშაობდა. თავადაც ბავშვობიდან მღერის. გარკვეულ წრეში პოპულარულიც გახდა, როდესაც გიგა კვენეტაძესთან დუეტი ჩაწერა, თუმცა შოუბიზნესის პარალელურად, ყოველთვის ფიქრობდა, რომ პროფესიაც უნდა ჰქონოდა და არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა. "სოციოგრამის" წამყვანს საქმეზე და ცოტაც, პირადულზე ვესაუბრეთ.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ბაკალავრის ხარისხი მოვიპოვე. ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო. როდესაც სერიოზულად დავფიქრდი პროფესიის არჩევაზე, იმწამსვე მომივიდა იდეა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.

- თუმცა სანამ ჟურნალისტად გაგიცნობდით, მანამდე მომღერალი იყავი.

- ბავშვობიდან ვმღეროდი რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში, საკმაოდ დიდი ხნის, დაახლოებით შვიდი-რვა წლის განმავლობაში. ძალიან მიყვარს სიმღერა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ საჭირო იყო, სხვა პროფესიაც მქონოდა. ერთ დღეს სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად მივედი. იქ გიგა კვენეტაძემ მომისმინა და შემომთავაზა, სიმღერას დაგიწერ და სხვა ბევრი საკითხის გადაწყვეტაშიც დაგეხმარებიო და ჩემი პროდიუსერობაც აიღო საკუთარ თავზე. მაშინ 16 წლის ვიყავი. ჩავწერეთ პირველი სიმღერა და გადავიღეთ კლიპი. შემდეგ გიგას გაუჩნდა სურვილი, რომ დუეტი "მოდი, მოგეფერო" ჩაგვეწერა. ეს სიმღერა საკმაოდ პოპულარული გახდა, ჩვენი ვიდეო მუსიკალური არხის ეთერში ტრიალებდა. მეც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მერე გიგამ მოსკოვიდან შეთავაზება მიიღო და კარიერა იქ უნდა გაეგრძელებინა. როცა გიგა წავიდა, სიმართლე გითხრა, ცოტა მოვეშვი, მერე მუშაობა რადიოში დავიწყე. გვერდით არ მყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც ცოტა დამაძალებდა ამ მხრივ აქტიურობას, სწავლა, სამსახური და...

- მოკლედ, მომღერლობაზე უარი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გითქვამს.

- ამ ეტაპზე ასე გამოვიდა. სიმღერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. თითქმის ერთი წელია, ვოკალის პედაგოგთანაც აღარ მივლია. მეგობრების წრეში ვმღერი. მართალია, სურვილი მიჩნდება ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ამ კარიერაზე სერიოზულად არ ვფიქრობ.

- მაშინდელი შოუბიზნესი უფრო აქტიური იყო, ვიდრე დღევანდელი.

- ნამდვილად ასე იყო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა და მაოცებდა. როცა გიგა წამიყვანდა ხოლმე კონცერტებზე, ცნობილ სახეებს ვხედავდი და მათთან ერთად გამოვდიოდი სცენაზე, ძალიან მიხაროდა. მე რაც მახსოვს, ძალიან ბევრი კონცერტი იმართებოდა, ტარდებოდა უამრავი ტურნე საქართველოს მასშტაბით. ახლა კი ჩემი მეგობრებისა და კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ კონცერტებით განებივრებულები არ არიან. როცა დავფიქრდი, რომ სიმღერა ბევრ რამეს ვერ მომცემდა, ჟურნალისტიკა ავირჩიე და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით (იღიმის).

მეორე კურსიდან უკვე გასართობ-მუსიკალურ რადიოში ვმუშაობდი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ხალხთან ურთიერთობისა და ეთერში ჯდომის თვალსაზრისით. მქონდა შეხება მომღერლებთანაც, სიახლეების საქმის კურსში ვიყავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჟურნალისტური კარიერა რადიოში დავიწყე.

შემდეგ "პალიტრა ტვ"-ის პროგრამირების ხელმძღვანელი დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ სამი თვის განმავლობაში ამ არხის დილის გადაცემა წამეყვანა. ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია დეკრეტში გახლდათ და მის დროებით შემცვლელს ეძებდნენ. გამიხარდა, ამ ახალი გამოცდილების მიღების შანსი რომ მომეცა. ისიც მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა ამგვარი გადაცემის წაყვანას. პილოტის ჩაწერის შემდეგ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს დილის გადაცემის გაძღოლა. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან მიჭირდა, რადგან დილას ადრე გაღვიძებას არ ვიყავი მიჩვეული, დილის 7-ის ნახევარზე უკვე მეღვიძა. ამასთანავე, ღია ეთერს ახლდა ღელვა ბევრი სხვა მიზეზის გამოც, მაგალითად, იმიტომ, რომ ეს გადაცემა არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ რადიოეთერშიც გადიოდა, გარდა ამისა, პრესის მიმოხილვა უნდა გამეკეთებინა პირველად ცხოვრებაში. მაგრამ იმდენად კარგი, თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა, რომ ამან სტიმული მომცა. როგორც ჩანს, დილის გადაცემას თავი გავართვი, რადგან თამთას დაბრუნების შემდეგ "პალიტრა ტვ"-ის საღამოს გადაცემის, "სოციოგრამის" წაყვანა შემომთავაზეს. ეს არის ინტერნეტსივრცის აქტუალური თემების მიმოხილვა, ყოველ საღამოს, ექვს და ცხრა საათზე. რა თემებიც არის პოპულარული ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ყველაფერზე ვამახვილებთ ყურადღებას, ჩემი აზრით, საინტერესო გადაცემაა და ამგვარი ფორმატი ქართულ არხებზე არსად შემხვედრია. იმედია, მაყურებელსაც მოსწონს. შესაძლოა, ვიღაცას საინფორმაციო გადაცემის ასოციაცია გაუჩნდეს, მაგრამ ეს განსხვავებული ფორმატია მაინც - მაყურებელს შესაძლოა, იმ დღეს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, თუმცა არა მხოლოდ თემებზე ვსაუბრობთ, არამედ ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე გამოხმაურებებს, ინტერნეტმომხმარებლის პოზიციასაც ვაცნობთ მაყურებელს. გარდა ამისა, ცნობილი ადამიანების სტატუსებსაც ვკითხულობთ და მათზე ხალხის გამოხმაურებებსაც. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლანძღვა-გინების შემცველი სტატუსი ეთერში უნდა წამეკითხა და ძალიან შემრცხვენია, მაგრამ მაინც წამიკითხავს. თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე, რომ ეს ჩემი ნათქვამი არ არის და სხვისას ვკითხულობ (იცინის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები