პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილს იმდენივე წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯაყოს - მიხეილ სააკაშვილი
ივანიშვილს იმდენივე წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯაყოს - მიხეილ სააკაშვილი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დიღ­მის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან გა­და­ბარ­გე­ბი­სას მე­დი­ას­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.

"ამ­დე­ნი ხა­ნია თავს ვი­კა­ვებ პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბა­ზე, სხვა თუ არა­ფე­რი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლია და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვანს უნდა ვცეთ პა­ტი­ვი, მაგ­რამ ამ­დე­ნი შე­ტე­ვის შემ­დეგ დრო დად­გა, ერთხელ მა­ინც ვთქვა. ამ კაცს ზუს­ტად იმ­დე­ნი წიგ­ნი აქვს წა­კი­თხუ­ლი, რამ­დე­ნიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პერ­სო­ნაჟ ჯა­ყოს. მან არა­თუ იცის რო­მე­ლი­მე უცხო ენა, არა­მედ მე ცხოვ­რე­ბა­ში არ მსმე­ნია ასე­თი უბად­რუ­კი ქარ­თუ­ლი, რო­გო­რი­თაც ის სა­უბ­რობს" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მას­ზე მი­თი­ურ, შე­თი­თხნილ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მუდ­მე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს თავ­დას­ხმებს, ისე­ვე, რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხალ­ხს უთხრეს, რომ მის­მა პარ­ტი­ამ მოკ­ლა 9 თვის ბავ­შვი. "ამ თე­მით ხომ მო­ი­გეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ბე­დუ­კა­ძე, რომ­ლის დად­გმუ­ლი კად­რე­ბით მო­ი­გეს არ­ჩევ­ნე­ბი, ლა­მის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გმი­რად გა­მო­ა­ცხა­დეს", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ივანიშვილს იმდენივე წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯაყოს - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილს იმდენივე წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯაყოს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა დიღმის რეზიდენციიდან გადაბარგებისას მედიასთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

"ამდენი ხანია თავს ვიკავებ პრემიერ ივანიშვილის დახასიათებაზე, სხვა თუ არაფერი, ქართველი ხალხის არჩეულია და ქართველი ხალხის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ ამდენი შეტევის შემდეგ დრო დადგა, ერთხელ მაინც ვთქვა. ამ კაცს ზუსტად იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯავახიშვილის პერსონაჟ ჯაყოს. მან არათუ იცის რომელიმე უცხო ენა, არამედ მე ცხოვრებაში არ მსმენია ასეთი უბადრუკი ქართული, როგორითაც ის საუბრობს" - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მასზე მითიურ, შეთითხნილ სისხლის სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით, გამუდმებით ახორციელებს თავდასხმებს, ისევე, როგორც წინასაარჩევნოდ ხალხს უთხრეს, რომ მისმა პარტიამ მოკლა 9 თვის ბავშვი. "ამ თემით ხომ მოიგეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ბედუკაძე, რომლის დადგმული კადრებით მოიგეს არჩევნები, ლამის ნაციონალურ გმირად გამოაცხადეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა