პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელიც კოკო შანელის ექსკლუზიური მოდელი გახდა - მერი შერვაშიძე
ქართველი ქალი, რომელიც კოკო შანელის ექსკლუზიური მოდელი გახდა - მერი შერვაშიძე

მერი შერ­ვა­ში­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქალი იყო, რომ­ლის გა­რეგ­ნო­ბამ ლე­გენ­და­ლუ­რი ფრან­გი დი­ზა­ი­ნე­რის, კოკო შა­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და მისი მო­დის სახ­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­დე­ლი გახ­და. მე­რიმ 1921 წელს სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. გად­მო­ცე­მით ის გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის მუზა იყო.

მერი მა­ღა­ლი ქალი იყო და მა­მა­კა­ცებს შავი, ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი­თა და წაბ­ლის­ფე­რი თმით ხიბ­ლავ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას მე­გობ­რე­ბის ვიწ­რო წრე ჰყავ­და. ნაც­ნო­ბე­ბი შერ­ვა­ში­ძეს ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც თავ­მდა­ბალ­სა და დიდსუ­ლო­ვან ადა­მი­ანს.

მერი 1888 წელს ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი პრო­კო­ფი შერ­ვა­ში­ძე აფხა­ზი თა­ვა­დი, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იყო. პრო­კო­ფი შერ­ვა­ში­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ოჯა­ხი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და. შერ­ვა­ში­ძის მე­უღ­ლე გი­გუ­შა ერის­თა­ვი (გი­ორ­გი ქსნის ერის­თა­ვი) იყო. 1921 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­წით­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბო­და, როცა მერი ბა­თუ­მი­დან გე­მით საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. გემი რამ­დე­ნი­მე დღით სტამ­ბულ­ში შე­ჩერ­და. სწო­რედ ამ დროს იმარ­თე­ბო­და სტამ­ბულ­ში მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი - კონ­კურ­სში მე­რიმ გა­ი­მარ­ჯვა. მე­რის შვი­ლი არ ჰყო­ლია, რად­გა­ნაც მე­უღ­ლე ახალ­გაზ­რდა გარ­და­ეც­ვა­ლა. ხან­დაზ­მუ­ლი მერი პა­რიზ­ში, ლა­ტუ­რის ქუ­ჩა­ზე სრუ­ლი­ად მარ­ტო ცხოვ­რობ­და. მან სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ა­ტა­რა. თუმ­ცა, ეს არ იყო მი­უ­სა­ფარ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონს იქ მო­ახ­ლეც ჰყავ­და.

რო­გორც მე­რის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ბაბო და­დი­ა­ნი იხ­სე­ნებ­და, მე­რის სახ­ლში სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ეწყო მისი სი­ლა­მა­ზით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ნაც­ნობ თუ უც­ნობ თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი. მერი პა­რიზ­ში მდე­ბა­რე მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში 1986 წელს, 98წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის სენტ-ჟე­ნე­ვი­ევ-დე-ბუას სა­საფ­ლა­ო­ზე, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. შერ­ვა­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, ბაბო და­დი­ა­ნის თხოვ­ნით, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მე­რის პა­ნაშ­ვი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში გა­და­უ­ხა­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი ქალი, რომელიც კოკო შანელის ექსკლუზიური მოდელი გახდა - მერი შერვაშიძე

ქართველი ქალი, რომელიც კოკო შანელის ექსკლუზიური მოდელი გახდა - მერი შერვაშიძე

მერი შერვაშიძე ერთადერთი ქართველი ქალი იყო, რომლის გარეგნობამ ლეგენდალური ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის ყურადღება მიიპყრო და მისი მოდის სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა. მერიმ 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. გადმოცემით ის გალაკტიონ ტაბიძის მუზა იყო.

მერი მაღალი ქალი იყო და მამაკაცებს შავი, ლამაზი თვალებითა და წაბლისფერი თმით ხიბლავდა. როგორც ამბობენ, მას მეგობრების ვიწრო წრე ჰყავდა. ნაცნობები შერვაშიძეს ახასიათებდნენ, როგორც თავმდაბალსა და დიდსულოვან ადამიანს.

მერი 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მამამისი გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე აფხაზი თავადი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. შერვაშიძის მეუღლე გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი) იყო. 1921 წელს, საქართველოს გაწითლებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, როცა მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით სტამბულში შეჩერდა. სწორედ ამ დროს იმართებოდა სტამბულში მსოფლიო სილამაზის კონკურსი - კონკურსში მერიმ გაიმარჯვა. მერის შვილი არ ჰყოლია, რადგანაც მეუღლე ახალგაზრდა გარდაეცვალა. ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. თუმცა, ეს არ იყო მიუსაფართა დაწესებულება, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც ჰყავდა.

როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო მისი სილამაზით აღფრთოვანებული ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა გამოგზავნილი ყვავილები. მერი პარიზში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში 1986 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. შერვაშიძის უახლოესი მეგობრის, ბაბო დადიანის თხოვნით, კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მერის პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება