პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადოსლავ სიკორსკი - საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს
რადოსლავ სიკორსკი - საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს ჯერ სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, რა­დოს­ლავ სი­კორსკიმ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს იმ­ყო­ფე­ბო­და ადა­მი­ა­ნის გვერ­დით, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ტო­ვებს და რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტია.

რა­დოს­ლავ სი­კორსკის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვლე­ბი­ან არა მხო­ლოდ პი­როვ­ნე­ბე­ბი, არა­მედ კონ­სტი­ტუ­ცი­აც და სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა გახ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დი­ე­ბა გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ოპო­ზი­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნა­წი­ლია", - აღ­ნიშ­ნა სი­კორსკიმ.

პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, მთა­ვა­რი ტეს­ტი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში არის ის, რო­გორ ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მის პრინ­ცი­პი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დეს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე მო­ახ­დენს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბას და მო­მა­ვალ წელს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თქვენ ჭეშ­მა­რი­ტად ხდე­ბით ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. ეს არის დიდი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პის­კენ. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, მო­მა­ვალ წელს სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვე­სალ­მე­ბით, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბულ წევ­რს. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ო­ე­ბა არის სა­უ­კე­თე­სო გზა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, რა­საც პრინ­ცი­პუ­ლად უჭე­რენ მხარს პო­ლო­ნე­თი და ევ­რო­კავ­ში­რი", - აღ­ნიშ­ნა სი­კორსკიმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რადოსლავ სიკორსკი - საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს

რადოსლავ სიკორსკი - საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს

საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იმყოფებოდა ადამიანის გვერდით, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს ნებაყოფლობით ტოვებს და რაც უპრეცედენტო ფაქტია.

რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება.

"არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან არა მხოლოდ პიროვნებები, არამედ კონსტიტუციაც და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. აუცილებელია, საქართველოს საზოგადიება გახდეს ევროპული. გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პროცესის ნაწილია", - აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავარი ტესტი ნებისმიერ ქვეყანაში არის ის, როგორ ხდება ხელისუფლების გადაცემა და მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრინციპი მომავალშიც გაგრძელდეს.

"დარწმუნებული ვარ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და მომავალ წელს ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჭეშმარიტად ხდებით ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა. ეს არის დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, მომავალ წელს საქართველოს მივესალმებით, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს. საქართველოს ევროპასთან დაახლოოება არის საუკეთესო გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რასაც პრინციპულად უჭერენ მხარს პოლონეთი და ევროკავშირი", - აღნიშნა სიკორსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა