საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოში წესრიგის დამრღვევთათვის კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა
 სასამართლოში წესრიგის დამრღვევთათვის კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა

სა­სა­მარ­თლო­ში წეს­რი­გის დამ­რღვევ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი "შერ­ბილ­და". სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ძე­ვე­ბულ ან და­ჯა­რი­მე­ბულ პი­რებს, მო­სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის, სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რის გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ან სა­სა­მარ­თლოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­სა­მარ­თლეს ად­გილ­ზე გა­მო­აქვს გან­კარ­გუ­ლე­ბა, პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლის თუ სხდო­მა­ზე დამ­სწრის და­ჯა­რი­მე­ბის ან სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბა­ზი­დან გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, თუ გა­ძე­ვე­ბუ­ლი პირი კვლავ გა­ნაგ­რძობს წეს­რი­გის დარ­ღვე­ვას, სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს მის გაყ­ვა­ნას სა­სა­მარ­თლო­დან. მის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ჯა­რი­მა ან პა­ტიმ­რო­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლო­ში წეს­რი­გის დამ­რღვევ პი­რებს მო­სა­მარ­თლე თავ­და­პირ­ვე­ლად ზე­პირ შე­ნიშ­ვნას მის­ცემს და არა­სა­თა­ნა­დო ქცე­ვის შე­წყვე­ტი­სა­კენ მო­უ­წო­დებს. მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წო­დე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებს სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რე პი­რის და­ჯა­რი­მე­ბის ან სა­სა­მარ­თლო­დან გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით სი­ახ­ლეა ისიც, რომ სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­თვის გა­ძე­ვე­ბულ ან და­ჯა­რი­მე­ბულ პირს მო­სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო სა­ჩი­ვარს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მას შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლოს და­უბ­რუნ­დეს. დღემ­დე მოქ­მე­დებ­და წესი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლო­ში საპ­რო­ცე­სო მო­ვა­ლე­ო­ბა­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის და წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის­თვის მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჩივ­რდე­ბო­და, თუკი ეს პი­რის პა­ტიმ­რო­ბას ეხე­ბო­და, თუმ­ცა არ სა­ჩივ­რდე­ბო­და და­ჯა­რი­მე­ბი­სა და გა­ძე­ვე­ბის სა­ხით გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­თი აკ­რძალ­ვა ვრცელ­დე­ბო­და ად­ვო­კა­ტებ­ზეც.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რის გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა, ამ გან­კარ­გუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას აჩე­რებს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში" უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა 5 ნო­ემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სასამართლოში წესრიგის დამრღვევთათვის კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა

 სასამართლოში წესრიგის დამრღვევთათვის კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა

სასამართლოში წესრიგის დამრღვევთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობა შეიცვალა. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი "შერბილდა". სასამართლოს უპატივცემულობისთვის, სასამართლო დარბაზიდან გაძევებულ ან დაჯარიმებულ პირებს, მოსამართლის შესაბამისი განკარგულების გასაჩივრების უფლება მიეცათ.

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში, მოსამართლეს ადგილზე გამოაქვს განკარგულება, პროცესის მონაწილის თუ სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. ამასთან, თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან. მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან პატიმრობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სასამართლოში წესრიგის დამრღვევ პირებს მოსამართლე თავდაპირველად ზეპირ შენიშვნას მისცემს და არასათანადო ქცევის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. მხოლოდ აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიიღებს სხდომის თავმჯდომარე პირის დაჯარიმების ან სასამართლოდან გაძევების გადაწყვეტილებას.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით სიახლეა ისიც, რომ სასამართლოს უპატივცემულობისთვის გაძევებულ ან დაჯარიმებულ პირს მოსამართლის შესაბამისი განკარგულების გასაჩივრების უფლება ეძლევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, მას შეუძლია სასამართლოს დაუბრუნდეს. დღემდე მოქმედებდა წესი, რომლის თანახმად, სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობის და წესრიგის დარღვევისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში საჩივრდებოდა, თუკი ეს პირის პატიმრობას ეხებოდა, თუმცა არ საჩივრდებოდა დაჯარიმებისა და გაძევების სახით გამოტანილი გადაწყვეტილება. ასეთი აკრძალვა ვრცელდებოდა ადვოკატებზეც.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაჯარიმების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულების გასაჩივრება, ამ განკარგულების აღსრულებას აჩერებს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, თუმცა 5 ნოემბრიდან ამოქმედდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ