მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევნილთა ფავორიტები: როგორ გადანაწილდება საარჩევნო ხმების 6%
დევნილთა ფავორიტები: როგორ გადანაწილდება საარჩევნო ხმების 6%

27 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის დევ­ნილ­თა ხმე­ბი ძი­რი­თა­დად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა") და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ("თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი") შო­რის ნა­წილ­დე­ბა. თა­ვად დევ­ნი­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბურ­ჯა­ნა­ძე მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს 2009 წლის დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხა­ზე­თი­დან და სამ­ხრეთ ოსე­თი­დან 251 000-ზე მეტი დევ­ნი­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 6%-ს შე­ად­გენს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის მთა­ვარ კან­დი­დატ­თა რე­ი­ტინ­გებს შო­რის სხვა­ო­ბა არც ისე დი­დია და ამას­თან, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია შეძ­ლებს თუ არა რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტი პირ­ველ ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ხმე­ბის მოგ­რო­ვე­ბას, დევ­ნილ­თა პო­ზი­ცია და არ­ჩე­ვა­ნი შე­საძ­ლოა 27 ოქ­ტომ­ბერს გა­დამ­წყვე­ტიც აღ­მოჩ­ნდეს.

"დევ­ნი­ლე­ბი ყვე­ლა დრო­ის (!) მთავ­რო­ბას ყო­ველ­თვის არ­ჩევ­ნე­ბის წინ ვახ­სენ­დე­ბით. ჩემი აზ­რით, ბურ­ჯა­ნა­ძე ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც გა­არ­თმევს პრე­ზი­დენ­ტო­ბას თავს და რაც მთა­ვა­რია, ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში, მით უმე­ტეს - რუ­სეთ­ში, სა­დაც წყდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი", - გვი­თხრა აფხა­ზე­თი­დან, კერ­ძოდ ოჩამ­ჩი­რი­დან დევ­ნილ­მა გივი სა­ლა­ყა­ი­ამ.

გაგ­რი­დან დევ­ნი­ლი მა­მუ­კა ძვე­ლა­ი­აც ბურ­ჯა­ნა­ძის პო­ლი­ტი­კურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გვი­ცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სწო­რე­დაც ბურ­ჯა­ნა­ძე იქ­ნე­ბა.

სო­ხუ­მე­ლი ირმა გეზ­მა­ვა მო­საზ­რე­ბას ბურ­ჯა­ნა­ძის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და პირ­და­პირ აცხა­დებს, რომ ბურ­ჯა­ნა­ძის ახ­ლან­დე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ადრე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის"შტაბ­ში იყ­რიდ­ნენ თავს.

"დევ­ნი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს ვუ­ჭერთ მარ­გვე­ლაშ­ვილს, ვი­ნა­ი­დან ვგრძნობთ, რომ მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი დევ­ნი­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. დევ­ნი­ლე­ბი­სათ­ვის შენ­დე­ბა ბი­ნე­ბი, არის ნორ­მა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი, სწავ­ლე­ბა ძი­რი­თა­დად უფა­სოა და ა.შ.

"არი­ან დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბურ­ჯა­ნა­ძეს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ. ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის"მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ, ძი­რი­თა­დად ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან", - გვი­თხრა ირმა გერზმა­ვამ.

გა­ლე­ლი ირმა ბელ­ქა­ნია, რო­გორც თა­ვად ირ­წმუ­ნე­ბა, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ არის, მაგ­რამ იმა­საც ამ­ბობს, რომ პო­ზი­ტი­ურ ნა­ბი­ჯებ­საც ხე­დავს.

"მე პი­რა­დად დი­დად არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბით, თუმ­ცა, პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე გა­და­იდ­გა. მაგ­რამ, გა­სა­კე­თე­ბე­ლი ბევ­რია. ხმას ვაძ­ლევ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, მი­მაჩ­ნია, რომ ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტია.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბურ­ჯა­ნა­ძის მხარ­დამ­ჭე­რებს, 9 წელი იყო ბურ­ჯა­ნა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და რა გა­ა­კე­თა?! ამის ანა­ლი­ზი უნდა შეგ­ვეძ­ლოს. ერთი და იგი­ვე ხომ არ უნდა იყოს სულ სკამ­ზე მი­წე­ბე­ბუ­ლი?! დაე, სხვა­საც ვა­ცა­დოთ და ვნა­ხოთ, კარ­გს რას გაგ­ვი­კე­თებს", - ამ­ბობს ბელ­ქა­ნია.

ლი­ახ­ვის­ხე­ო­ბელ დევ­ნი­ლებს შო­რის მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს ბურ­ჯა­ნა­ძის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი საკ­მა­ოდ სჭარ­ბო­ბენ. ეს, ალ­ბათ, უფრო იმით აიხ­სნე­ბა, რომ მათ ჩა­სახ­ლე­ბებ­ში, უმე­ტეს­წი­ლად კი წე­რო­ვან­ში, ბურ­ჯა­ნა­ძე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობს. იგი მარ­ტო წე­რო­ვან­ში 2-ჯერ მა­ინც იყო ჩა­სუ­ლი. მისი შტა­ბის წევ­რე­ბი კი წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბის ცენ­ტრში ზუს­ტად იმ დროს გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე, როცა რამე პრობ­ლე­მაა. ასე, მა­გა­ლი­თად, გა­სულ ორ­შა­ბათს წე­რო­ვან­ში და­გეგ­მი­ლი იყო კო­ტე­ჯე­ბი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­გო­რე­ლე­ბის აქ­ცია, მაგ­რამ აქ­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად არ ჩა­ტარ­და. აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე და­იბ­ნა და სად წა­სუ­ლიყ­ვნენ აღარ იცოდ­ნენ, რად­გან ამ დროს მი­ვიდ­ნენ ბურ­ჯა­ნა­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და სწო­რედ დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს მი­სა­მარ­თით გა­საჟ­ღე­რე­ბე­ლი მო­თხოვ­ნე­ბი დიდი გუ­ლის­ყუ­რით მო­ის­მი­ნეს და, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და­პირ­დნენ.

გარ­და ამ შემ­თხვე­ვი­სა, ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში ლი­ახ­ვის­ხე­ო­ბე­ლი და ახალ­გო­რე­ლი დევ­ნი­ლე­ბის აქ­ცი­ებ­მა წე­რო­ვან­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. მათი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­ნუ­ლე­ბა იყო. ასე­ვე ითხოვ­დნენ სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბას. მა­ნამ­დე აქ­ცი­ე­ბი ამა­ვე მო­თხოვ­ნე­ბით ზამ­თარ­ში იმარ­თე­ბო­და.

ერთ-ერთ შა­ბათ დღეს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე თა­ვად ჩა­ვი­და წე­რო­ვან­ში და დევ­ნი­ლებს აღუთ­ქვა, რომ და­ნა­პი­რებს შე­ას­რუ­ლებ­და. მაგ­რამ მათ გა­და­სა­ხა­დე­ბის ქვით­რე­ბი ისევ მზარ­დი ტა­რი­ფით მი­ი­ღეს. ამ დრო­ი­სათ­ვის დევ­ნილ­თა ოჯა­ხე­ბის გა­ზის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში 300 ლა­რამ­დე აღ­წევს.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აკა­კი ელოშ­ვილ­მა, ასე­ვე დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­მუ­კა ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა გა­დაჭ­რით გა­ნა­ცხა­დეს, რომ დევ­ნი­ლებს დე­ნი­სა და გა­ზის გა­და­სა­ხადს 50 ლა­რის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო უფა­რავს და 50 ლა­რის ზე­ვით თუ და­ხარ­ჯავს, მხო­ლოდ ამას გა­და­იხ­დის დევ­ნი­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით, იან­ვარ-თე­ბერ­ვლის და­ნა­ხარ­ჯე­ბი დევ­ნი­ლებს გა­უ­ნულ­დათ. თუმ­ცა, დევ­ნი­ლებს ძვე­ლი, იან­ვარ-თე­ბერ­ვლის გა­და­სა­ხა­დე­ბი ისევ მოს­დით და ისევ აშ­ფო­თებთ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა არა­ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ დევ­ნი­ლე­ბი გა­და­სა­ხადს არ იხ­დი­ან, მაგ­რამ გაზ­სა და დენს არა­ვინ უჭ­რის.

დევ­ნი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი ფიქ­რობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას უკ­ლებ­ლივ მოს­თხო­ვენ.

"მთავ­რო­ბი­დან ერთხელ მა­ინც მო­ვიდ­ნენ და დაგ­ვხე­დონ, რო­გორ ვართ - ცო­ცხლე­ბი ვართ თუ მკვდრე­ბი", - აცხა­დებ­და ერთ-ერთი აქ­ცი­ის დროს დევ­ნი­ლი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­დან მერი ჯა­ლა­ბა­ძე.

მას ყვე­ლა ემოწ­მე­ბო­და იმა­ში, რომ მთავ­რო­ბის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბა თუ გაგ­რძელ­დე­ბო­და, არ­ჩევ­ნე­ბი­სას დევ­ნი­ლე­ბი­დან ერთ ხმა­საც ვერ მი­ი­ღებ­დნენ.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე ისეთ დევ­ნილს და­ვუ­კაშ­ვირ­დით, რომ­ლე­ბიც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"ვის მივ­ცემ ხმას, ეს სა­ი­დუმ­ლოა. ვის­კენ იხ­რე­ბა თვი­თონ იმ დევ­ნი­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც წე­რო­ვან­ში ჩემ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ, ვერ გე­ტყვით. ზოგი ვის უჭერს მხარს და ზოგი - ვის. ისე კი, ამ მთავ­რო­ბა­ზე ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვნა­ხოთ, არ­ჩევ­ნებ­ზე რას იზა­მენ. კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან გაზი სრუ­ლად მოხ­სნეს თუ არა, არ ვი­ცით. ამ თვის ბო­ლოს როცა ქვი­თა­რი მოგ­ვი­ვა, მა­შინ გა­ვი­გებთ, რა მოგ­ვიხ­სნეს და რა დაგ­ვი­ტო­ვეს. დევ­ნი­ლე­ბის ძი­რი­თად პრობ­ლე­მად მა­ინც უმუ­შევ­რო­ბა რჩე­ბა,"- გვი­თხრა მერი ჯა­ლა­ბა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წე­რო­ვან­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხარს ყო­ველ­თვის "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"უჭერ­და. რამ­დე­ნა­დაც დევ­ნილ­თა სხვა (ხურ­ვა­ლე­თი, შავ­შვე­ბი, შა­უ­მი­ა­ნი...) ჩა­სახ­ლე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წე­რო­ვა­ნი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და წი­ნან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბით, აქ მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბიც მხარ­და­ჭე­რას "ნაც­მოძ­რა­ო­ბას"ამი­ტო­მაც უცხა­დებ­დნენ.

ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტიც, რომ იან­ვრის ბო­ლოს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტო­რის ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის და­კა­ვე­ბას წე­რო­ვან­ში საკ­მა­ოდ ხალ­ხმრა­ვა­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოყ­ვა ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. უფრო მე­ტიც, როცა აქ­ცი­ებ­მა კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, წე­რო­ვან­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გო­რე­ლი დენ­ვი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ლა­მის პირ­და­პირ აცხა­დებ­და - "დაგ­ვიბ­რუ­ნეთ ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რად!"

ასეა თუ ისე, დევ­ნი­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის გა­დაჭ­რით მხო­ლოდ იმას აცხა­დე­ბენ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ლენ და რო­მელს შე­მო­ხა­ზა­ვენ, შე­იძ­ლე­ბა ეს სუ­ლაც იქვე, სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნას­თან გა­და­წყვი­ტონ.

აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მა­მუ­კა აჩბა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დევ­ნილ­თა კონ­გრესს"ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ დევ­ნი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მხარ­და­ჭე­რას ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს უცხა­დებს. რო­გორც თვი­თონ მა­მუ­კა აჩ­ბამ გაგ­ვიმ­ხი­ლა, თა­ვა­დაც ბურ­ჯა­ნა­ძის გუნდშია.

მა­მუ­კა აჩბა: "ამ­ჟა­მად მე ვარ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დევ­ნილ­თა სა­კი­თხებ­ში. დევ­ნი­ლე­ბი იმ­დე­ნად შე­მობ­რუნ­დნენ ბურ­ჯა­ნა­ძის­კენ, რომ ჩემ­თვი­საც კი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ბურ­ჯა­ნა­ძის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­გებ­ში უკვე 10 000-ზე მეტი დევ­ნი­ლია. ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბად დევ­ნი­ლე­ბი ყვე­ლა რა­ი­ო­ნი­დან უერ­თდე­ბი­ან.

"ეს, ჩემი აზ­რით, სამ­მა ძი­რი­თად­მა ფაქ­ტორ­მა გა­მო­იწ­ვია: ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში დევ­ნი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი: ერთ-ერთი - დევ­ნილ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ვე­ტე­რან­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; მე­ო­რე - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა, ხოლო ვი­საც არ გა­აჩ­ნია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­მო­ყო­ფა; მე­სა­მე და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი და ოსურ-ქარ­თუ­ლი დი­ა­ლო­გის სა­ფუძ­ველ­ზე რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა. დევ­ნი­ლე­ბი სწო­რედ ამ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გამო უცხა­დე­ბენ ნდო­ბას ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს".

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დევნილთა ფავორიტები: როგორ გადანაწილდება საარჩევნო ხმების 6%

დევნილთა ფავორიტები: როგორ გადანაწილდება საარჩევნო ხმების 6%

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დევნილთა ხმები ძირითადად გიორგი მარგველაშვილისა ("ქართული ოცნება") და ნინო ბურჯანაძის ("თავისუფალი დემოკრატები") შორის ნაწილდება. თავად დევნილები იმასაც ამბობენ, რომ მათ საზოგადოებაში ბურჯანაძე მარგველაშვილზე უფრო მეტად პოპულარულია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან 251 000-ზე მეტი დევნილია რეგისტრირებული, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატთა რეიტინგებს შორის სხვაობა არც ისე დიდია და ამასთან, ძნელი სათქმელია შეძლებს თუ არა რომელიმე კანდიდატი პირველ ტურში გამარჯვებისათვის საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვებას, დევნილთა პოზიცია და არჩევანი შესაძლოა 27 ოქტომბერს გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

"დევნილები ყველა დროის (!) მთავრობას ყოველთვის არჩევნების წინ ვახსენდებით. ჩემი აზრით, ბურჯანაძე ერთადერთია, რომელიც გაართმევს პრეზიდენტობას თავს და რაც მთავარია, ქალბატონ ნინოს ძალიან კარგად იცნობენ მსოფლიოში, მით უმეტეს - რუსეთში, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი", - გვითხრა აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირიდან დევნილმა გივი სალაყაიამ.

გაგრიდან დევნილი მამუკა ძველაიაც ბურჯანაძის პოლიტიკურ გამოცდილებაზე საუბრობს და სრულიად დარწმუნებული გვიცხადებს, რომ პრეზიდენტი სწორედაც ბურჯანაძე იქნება.

სოხუმელი ირმა გეზმავა მოსაზრებას ბურჯანაძის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებს და პირდაპირ აცხადებს, რომ ბურჯანაძის ახლანდელი მხარდამჭერები ადრე "ნაციონალების"შტაბში იყრიდნენ თავს.

"დევნილების უმრავლესობა მხარს ვუჭერთ მარგველაშვილს, ვინაიდან ვგრძნობთ, რომ მისთვის პრიორიტეტი დევნილების პირობების გაუმჯობესებაა. დევნილებისათვის შენდება ბინები, არის ნორმალური სოციალური დახმარებები, სწავლება ძირითადად უფასოა და ა.შ.

"არიან დევნილები, რომლებიც ბურჯანაძეს მხარდაჭერას უცხადებენ. ვინც "ნაციონალების"მხარდამჭერები იყვნენ, ძირითადად ისინი გადავიდნენ ბურჯანაძესთან", - გვითხრა ირმა გერზმავამ.

გალელი ირმა ბელქანია, როგორც თავად ირწმუნება, დღევანდელი მთავრობის მუშაობით კმაყოფილი არ არის, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ პოზიტიურ ნაბიჯებსაც ხედავს.

"მე პირადად დიდად არ ვარ კმაყოფილი დევნილთა სამინისტროს მუშაობით, თუმცა, პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. მაგრამ, გასაკეთებელი ბევრია. ხმას ვაძლევ გიორგი მარგველაშვილს, მიმაჩნია, რომ ღირსეული კანდიდატია.

"რაც შეეხება ბურჯანაძის მხარდამჭერებს, 9 წელი იყო ბურჯანაძე ხელისუფლებაში და რა გააკეთა?! ამის ანალიზი უნდა შეგვეძლოს. ერთი და იგივე ხომ არ უნდა იყოს სულ სკამზე მიწებებული?! დაე, სხვასაც ვაცადოთ და ვნახოთ, კარგს რას გაგვიკეთებს", - ამბობს ბელქანია.

ლიახვისხეობელ დევნილებს შორის მარგველაშვილის მხარდამჭერებს ბურჯანაძის გულშემატკივრები საკმაოდ სჭარბობენ. ეს, ალბათ, უფრო იმით აიხსნება, რომ მათ ჩასახლებებში, უმეტესწილად კი წეროვანში, ბურჯანაძე საკმაოდ აქტიურობს. იგი მარტო წეროვანში 2-ჯერ მაინც იყო ჩასული. მისი შტაბის წევრები კი წეროვანის დასახლების ცენტრში ზუსტად იმ დროს გამოჩნდებიან ხოლმე, როცა რამე პრობლემაა. ასე, მაგალითად, გასულ ორშაბათს წეროვანში დაგეგმილი იყო კოტეჯებისა და კომპენსაციის გარეშე დარჩენილი ახალგორელების აქცია, მაგრამ აქცია პრაქტიკულად არ ჩატარდა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაიბნა და სად წასულიყვნენ აღარ იცოდნენ, რადგან ამ დროს მივიდნენ ბურჯანაძის მხარდამჭერები და სწორედ დევნილთა სამინისტროს მისამართით გასაჟღერებელი მოთხოვნები დიდი გულისყურით მოისმინეს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოთხოვნების შესრულებას დაპირდნენ.

გარდა ამ შემთხვევისა, ზაფხულის თვეებში ლიახვისხეობელი და ახალგორელი დევნილების აქციებმა წეროვანში პერმანენტული ხასიათი მიიღო. მათი ძირითადი მოთხოვნა კომუნალური გადასახადების განულება იყო. ასევე ითხოვდნენ სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას. მანამდე აქციები ამავე მოთხოვნებით ზამთარში იმართებოდა.

ერთ-ერთ შაბათ დღეს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე თავად ჩავიდა წეროვანში და დევნილებს აღუთქვა, რომ დანაპირებს შეასრულებდა. მაგრამ მათ გადასახადების ქვითრები ისევ მზარდი ტარიფით მიიღეს. ამ დროისათვის დევნილთა ოჯახების გაზის დავალიანება ხშირ შემთხვევაში 300 ლარამდე აღწევს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აკაკი ელოშვილმა, ასევე დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ცოტნიაშვილმა გადაჭრით განაცხადეს, რომ დევნილებს დენისა და გაზის გადასახადს 50 ლარის ფარგლებში სახელმწიფო უფარავს და 50 ლარის ზევით თუ დახარჯავს, მხოლოდ ამას გადაიხდის დევნილი. მათივე ცნობით, იანვარ-თებერვლის დანახარჯები დევნილებს გაუნულდათ. თუმცა, დევნილებს ძველი, იანვარ-თებერვლის გადასახადები ისევ მოსდით და ისევ აშფოთებთ იმის მიუხედავად, რომ ცოტნიაშვილმა არაერთ სატელევიზიო კომენტარისას აღნიშნა, რომ დევნილები გადასახადს არ იხდიან, მაგრამ გაზსა და დენს არავინ უჭრის.

დევნილების უმეტესობა კი ფიქრობს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ გადასახადების გადახდას უკლებლივ მოსთხოვენ.

"მთავრობიდან ერთხელ მაინც მოვიდნენ და დაგვხედონ, როგორ ვართ - ცოცხლები ვართ თუ მკვდრები", - აცხადებდა ერთ-ერთი აქციის დროს დევნილი ლიახვის ხეობიდან მერი ჯალაბაძე.

მას ყველა ემოწმებოდა იმაში, რომ მთავრობის მხრიდან უყურადღებობა თუ გაგრძელდებოდა, არჩევნებისას დევნილებიდან ერთ ხმასაც ვერ მიიღებდნენ.

ჩვენ რამდენიმე ისეთ დევნილს დავუკაშვირდით, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

"ვის მივცემ ხმას, ეს საიდუმლოა. ვისკენ იხრება თვითონ იმ დევნილების მხარდაჭერა, რომლებიც წეროვანში ჩემთან ახლოს ცხოვრობენ, ვერ გეტყვით. ზოგი ვის უჭერს მხარს და ზოგი - ვის. ისე კი, ამ მთავრობაზე ძალიან გაბრაზებულები არიან. ვნახოთ, არჩევნებზე რას იზამენ. კომუნალური გადასახადებიდან გაზი სრულად მოხსნეს თუ არა, არ ვიცით. ამ თვის ბოლოს როცა ქვითარი მოგვივა, მაშინ გავიგებთ, რა მოგვიხსნეს და რა დაგვიტოვეს. დევნილების ძირითად პრობლემად მაინც უმუშევრობა რჩება,"- გვითხრა მერი ჯალაბაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ წეროვანში მცხოვრები დევნილების უმეტესობა მხარს ყოველთვის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"უჭერდა. რამდენადაც დევნილთა სხვა (ხურვალეთი, შავშვები, შაუმიანი...) ჩასახლებებისგან განსხვავებით, წეროვანი ყოველთვის გამოირჩეოდა წინანდელი ხელისუფლების ყურადღებით, აქ მცხოვრები დევნილებიც მხარდაჭერას "ნაცმოძრაობას"ამიტომაც უცხადებდნენ.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ იანვრის ბოლოს მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის დაკავებას წეროვანში საკმაოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოყვა ექს-გუბერნატორის გათავისუფლების მოთხოვნით. უფრო მეტიც, როცა აქციებმა კომუნალური გადასახადების შესახებ პერმანენტული ხასიათი მიიღო, წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დენვილების გარკვეული ნაწილი ლამის პირდაპირ აცხადებდა - "დაგვიბრუნეთ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად!"

ასეა თუ ისე, დევნილები ამ დროისთვის გადაჭრით მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივლენ და რომელს შემოხაზავენ, შეიძლება ეს სულაც იქვე, საარჩევნო ურნასთან გადაწყვიტონ.

აფხაზეთიდან დევნილი მამუკა აჩბა, რომელიც წლების განმავლობაში "დევნილთა კონგრესს"ხელმძღვანელობდა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დევნილების უმეტესობა ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას ნინო ბურჯანაძეს უცხადებს. როგორც თვითონ მამუკა აჩბამ გაგვიმხილა, თავადაც ბურჯანაძის გუნდშია.

მამუკა აჩბა: "ამჟამად მე ვარ ქალბატონ ნინოს საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი დევნილთა საკითხებში. დევნილები იმდენად შემობრუნდნენ ბურჯანაძისკენ, რომ ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. ბურჯანაძის მხარდამჭერთა რიგებში უკვე 10 000-ზე მეტი დევნილია. ქალბატონ ნინოს მხარდამჭერებად დევნილები ყველა რაიონიდან უერთდებიან.

"ეს, ჩემი აზრით, სამმა ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია: ქალბატონ ნინოს წინასაარჩევნო პროგრამაში დევნილების მიმართულებით 3 პრიორიტეტი აქვს გამოტანილი: ერთ-ერთი - დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესება და ვეტერანთა მდგომარეობის გაუმჯობესება; მეორე - საცხოვრებელი ფართების დაკანონება, ხოლო ვისაც არ გააჩნია, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა; მესამე და ყველაზე მთავარი - აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული დიალოგის საფუძველზე რუსეთთან მოლაპარაკება. დევნილები სწორედ ამ პრიორიტეტების გამო უცხადებენ ნდობას ნინო ბურჯანაძეს".

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა