ქართველი მეწარმეები ინვესტიციების მოზიდვას სპეციალური ვებ გვერდის მეშვეობით შეძლებენ

ქართველი მეწარმეები ინვესტიციების მოზიდვას სპეციალური ვებ გვერდის მეშვეობით შეძლებენ

ქართველი მეწარმეები ინვესტიციების მოზიდვას სპეციალური ვებ გვერდის მეშვეობით შეძლებენ. შემოსავლების სამსახურმა ახალი ვებპორტალის - GrowGeorgia-ს პრეზენტაცია გამართა.

სამსახურის ცნობით, ვებპორტალი საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ინვესტიციების მოზიდვას და ქართულ კომპანიებთან პოტენციური ინვესტორების დაკავშირებას შეუწყობს ხელს.

GrowGeorgia ქართული კომპანია EMC-სა (შეფასებისა და მენეჯმენტის კონსალტინგი) და გერმანული კომპანია SCS-ის ერთობლივ ბიზნესინიციატივას წარმოადგენს. ბიზნესპორტალი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებს საშუალებას მისცემს, განათავსონ ინფორმაცია საკუთარი ბიზნესისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ. EMC და SCS კი უზრუნველყოფენ პორტალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე ინვესტორების მოძიებას მსოფლიოს მასშტაბით.

EMC-ის თბილისის ოფისი უზრუნველყოფს პირდაპირ კონტაქტს ქართველ ბიზნესპარტნიორებთან, სხვა ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. პორტალი იქნება საკომუნიკაციო არხი პოტენციურ ინვესტორებსა და იმ ქართულ კომპანიებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესის გაფართოებითა და ინვესტიციების მოზიდვით", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

პორტალის მეშვეობით პოტენციური ინვესტორები კონკრეტული ქართული ბიზნესკომპანიებისა თუ საინვესტიციო პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ.

GrowGeorgia-ს მართვას ორივე პარტნიორი კომპანია განახორციელებს. SCS-ს ევროპის მრავალ ქვეყანაში 50-ზე მეტი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გამოცდილება აქვს. თავის მხრივ, EMC წარმოადგენს GrowGeorgia-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ