ესპანელმა მკვლევარებმა შეადგინეს იმ პროდუქტების ”შავი სია”, რომელთა მოხმარებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ადამიანში შიშს, დაძაბულობას და დეპრესიას იწვევს.
სიაში მოხვდა ფასტ-ფუდი, საკონდიტრო ტკბილეული, კანფეტები და მასობრივი წარმოების შოკოლადის ბატონები.
სპეციალისტების დასკვნები დამყარებულია მასშტაბური ექსპერიმენტით, რომელშიც 9 000 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასტ-ფუდის საკვებს და ტკბილეულს მიირთმევდნენ. გამოკითხულთა 50% აცხადებდა, რომ ისინი უფრო მტკივნეულად რეაგირებდნენ პრობლემებზე, ხოლო ზოგიერთმა აღიარა, რომ დეპრესიის სიმპტომები ჰქონდა.
მეცნიერთა აზრით, ჩვენს ორგანიზმში ნეგატიური ცვლილებები დაკავშირებულია ცხიმების კონცენტრაციის მატებასთან.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.