"მიშა პოლიტიკურ სანაგვეზე" - აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

"მიშა პოლიტიკურ სანაგვეზე" - აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში სტუდენტები აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პროტესტს გამოთქვამენ იმ 9-წლიანი მმართველობის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო.

"პრეზიდენტის გადადგომამდე ხუთი დღე დარჩა და ჩვენ ამ ხუთი დღეში მოვედებით მთელ საქართველოს, ყველას ვეტყვით თუ როგორი მმართველობა იყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, როგორი ტირანია იყო და რა რეჟიმი არსებობდა ქვეყანაში. საბედნიეროდ მხოლოდ ხუთი დღეღა დარჩა ამ რეჟიმის ბოლომდე დასასრულებლად", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეთა პლაკატებზე წერია: "ტირანია წარსულს უნდა ჩაბარდეს", "მიშა პოლიტიკურ სანაგვეზე". გარდა ამისა, სტუდენტები აპირებენ პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწერონ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია