მომღერალ ნინა სუბლატს მეუღლე, მუსიკოსი გიორგი შამანაური ”ფეისბუქ-გვერდზე” სიყვარულს საჯაროდ უხსნის.
"ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვართ ნინა იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და ნიჭიერია. ამ ყველაფრის უკან კი არაჩვეულებრივი, ძალიან თბილი, უსაზღვროდ კეთილი, მოალერსე, ერთგული, ძლიერი და გამბედავი ქალი დგას, რომელიც ჩემი მეორე ნახევარია. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთ ადამიანს რომ ვუყვარვარ:) ", - წერს გიორგი.
ტელეპროექტ ”საქართველოს ვარკვლსვის” გამარჯვებულმა და მუსიკოსმა დაახლოებით ერთი კვირის წინ იქორწინეს. ცერემონია პრესისთვის დახურული იყო, თუმცა მომღერალმა ”ფეისბუქზე” ხელის მოწერის დღეს გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოების კომენტარებიდან ჩანს, რომ წყვილმა ხელი იუსტიცის სახლში მოაწერა. მეჯვარეები კი სავარაუდოდ ნიკოლოზ რაჭველი, სოფო ტოროშელიძე და სოფია სებისკვერაძე გახლდნენ.