ფრედი მერკურის კინო-ბიოგრაფიის ავტორები შეთანხმდნენ, ვინ შეასრულებს ლეგენდარული მუსიკოსის როლს. ეს პატივი "პარფიუმერის" ვარსკვლავ ბენ უიშოუს ერგო. თავიდან მერკური საშა ბარონ კოენს უნდა განესახიერებინა, მაგრამ Queen-ის მონაწილეების უკმაყოფილების გამო უარი თქვა. ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს, რომ კოენის ცნობილი კომიკური პერსონაჟების - "ბორატისა" და ალი ჯის იმიჯი მერკურის სახეს არ მოუხდებოდა.
ბარონ კოენის გარდა, ამ როლზე პრეტენდენტებად დენიელ რედკლიფი და დომინიკ კუპერი სახელდებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფილმში მათი მონაწილეობის ამბავი საინფორმაციო სპეკულაცია იყო.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.