სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა ჰომოფობია ქართულ საზოგადოებაში - "არ უნდა მაინტერესებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი"
არის თუ არა ჰომოფობია ქართულ საზოგადოებაში - "არ უნდა მაინტერესებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი"

"დგას თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­მო­ფო­ბი­ის პრობ­ლე­მა" - ეს თემა 17 მა­ი­სის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, გა­სულ კვი­რას, კი­დევ ერთხელ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მი­ზე­ზი კი "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ღია წე­რი­ლი გახ­ლდათ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის ნა­წილ­მა, ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თო­მას ჰა­მარ­ბერგს მი­მარ­თა.

წე­რილ­ში ჰა­მარ­ბერგს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. წე­რი­ლის ხელ­მომ­წერ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის დას­კვნის იმ ნა­წილ­მა გა­მო­იწ­ვია, სა­დაც ჰა­მარ­ბერ­გი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბილ სა­ხე­ებს მივ­მარ­თეთ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თე­მის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე ბევ­რმა მათ­გან­მა ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა, თუმ­ცა რეს­პონ­დე-ნტთა ნა­წილ­მა ამ სა­კი­თხზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი მა­ინც გაგ­ვაც­ნო.

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე:

- არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან და სამ­წუ­ხა­როა, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. კონ­კრე­ტუ­ლად არ მახ­სოვს, ჩემ ირ­გვლივ ვინ­მეს­თვის ამის გამო შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ გა­მი­გია, რომ ვი­ღა­ცამ ამის გამო სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა. სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბა ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ და არა მის სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ას. არა­ვის აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის გან­კი­თხვის უფ­ლე­ბა. არც ის არის მარ­თა­ლი, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა თავს და­გეს­ხას. არც ერთი მხა­რე არ უნდა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი კა­ნო­ნი­თაა და­ცუ­ლი და არა­ვინ უნდა და­ი­ჩაგ­როს. სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ადა­მი­ა­ნის პი­რა­დია და სა­ჯა­როდ არ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. მარ­თა­ლია, ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო შე­უ­რა­ცხყო­ფა არ უნდა მი­ა­ყე­ნო, მაგ­რამ ისეც არ შე­იძ­ლე­ბა, მე სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ვად­გენ­დე და ამის გამო თავს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დე. კა­ნო­ნი ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას, უმ­ცი­რე­სო­ბა­მაც და უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ძა­ლა­დო­ბა ვისი მხრი­დან იქ­ნე­ბა.

იუნა შა­ფა­თა­ვა

- რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჰო­მო­ფო­ბი­უ­რია. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დოგმე­ბი არატ­რა­დი­ცი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ას კრძა­ლავს. ცოდ­ვად ით­ვლე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ჰო­მო­ფო­ბი­ა­ში კარ­გი არა­ფე­რია, მაგ­რამ არც ცუ­დია. გა­აჩ­ნია, რო­გორ შევ­ხე­დავთ. ირ­გვლივ თუ გა­ვი­ხე­დავთ, ძა­ლი­ან ბევრ სფე­როს სჭირ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დაც­ვა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ქალი, კაცი, ბავ­შვი, პენ­სი­ო­ნე­რი. მოდი, ჯერ ამას მივ­ხე­დოთ და გე­ე­ბი სა­კუ­თარ თავს თვი­თონ მო­უვ­ლი­ან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

არის თუ არა ჰომოფობია ქართულ საზოგადოებაში - "არ უნდა მაინტერესებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი"

არის თუ არა ჰომოფობია ქართულ საზოგადოებაში - "არ უნდა მაინტერესებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი"

''დგას თუ არა საქართველოში ჰომოფობიის პრობლემა'' - ეს თემა 17 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, გასულ კვირას, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. მიზეზი კი ''კვირის პალიტრაში'' გამოქვეყნებული ღია წერილი გახლდათ, რომლის საშუალებითაც საზოგადოების ცნობილი სახეების ნაწილმა, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, თომას ჰამარბერგს მიმართა.

წერილში ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. წერილის ხელმომწერთა გაღიზიანება უფლებადამცველის დასკვნის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც ჰამარბერგი სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობს.

სექსუალური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად შოუბიზნესის ცნობილ სახეებს მივმართეთ. უნდა აღინიშნოს, რომ თემის გაგებისთანავე ბევრმა მათგანმა ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა რესპონდე-ნტთა ნაწილმა ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები მაინც გაგვაცნო.

სოფია სებისკვერაძე:

- არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები ნაწილობრივ დაუცველები არიან და სამწუხაროა, რომ მათი უფლებები ირღვევა. კონკრეტულად არ მახსოვს, ჩემ ირგვლივ ვინმესთვის ამის გამო შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მაგრამ გამიგია, რომ ვიღაცამ ამის გამო სამსახური დაკარგა. საერთოდ, საზოგადოებაში უფრო დიდი ყურადღება ადამიანის განვითარების დონეს უნდა მივაქციოთ და არა მის სექსუალურ ორიენტაციას. არავის აქვს ადამიანების განკითხვის უფლება. არც ის არის მართალი, რომ სექსუალური უმცირესობა თავს დაგესხას. არც ერთი მხარე არ უნდა იყოს აგრესიული. თითოეული ადამიანი კანონითაა დაცული და არავინ უნდა დაიჩაგროს. სექსუალური ორიენტაცია ადამიანის პირადია და საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მართალია, ადამიანს სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, მაგრამ ისეც არ შეიძლება, მე სექსუალურ უმცირესობას წარმოვადგენდე და ამის გამო თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევდე. კანონი ყველამ უნდა დაიცვას, უმცირესობამაც და უმრავლესობამაც. მნიშვნელობა არ აქვს, ძალადობა ვისი მხრიდან იქნება.

იუნა შაფათავა

- რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ჰომოფობიურია. ქრისტიანული დოგმები არატრადიციულ ორიენტაციას კრძალავს. ცოდვად ითვლება. მიმაჩნია, რომ ჰომოფობიაში კარგი არაფერია, მაგრამ არც ცუდია. გააჩნია, როგორ შევხედავთ. ირგვლივ თუ გავიხედავთ, ძალიან ბევრ სფეროს სჭირდება ჩვენს ქვეყანაში დაცვა. სოციალურად დაუცველები ვართ ყველანი. ქალი, კაცი, ბავშვი, პენსიონერი. მოდი, ჯერ ამას მივხედოთ და გეები საკუთარ თავს თვითონ მოუვლიან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია