საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული მუხლის გაუქმების მოთხოვნით ორი პატიმარი შიმშილობს
ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული მუხლის გაუქმების მოთხოვნით ორი პატიმარი შიმშილობს

პა­ტიმ­რე­ბი ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 223-ე მუხ­ლის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბენ. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან , ე.წ. კრი­ტი­დან მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მა­რი დათო ორ­ჟო­ნია და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას­თან ერ­თად კი­დევ ერთი პა­ტი­მა­რი ნუკ­რი ბელ­ქა­ნი­აც შიმ­ში­ლობს.

მისი თქმით, მათი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნა სწო­რედ ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 223-ე მუხ­ლის გა­უქ­მე­ბაა.

"მშო­ბელს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს შვი­ლი მოს­კოვ­ში და რომ და­ე­ლა­პა­რა­კოს, ამის გამო შე­უძ­ლი­ათ და­ი­ჭი­რონ. უაზ­რო მუხ­ლია, ამი­ტომ მის გა­უქ­მე­ბას ვი­თხოვთ. ამ მუხ­ლის გა­უქ­მე­ბას ჩვენ კი არა ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ითხოვს", - აცხა­დებს პა­ტი­მა­რი.

გარ­და ამი­სა, მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბი ასე­ვე ითხო­ვენ ე.წ. არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა­სა და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან მა­თი­ვე თქმით, ზოგს ნაკ­ლებს აკ­ლე­ბენ, ზოგს - მეტს.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. არა­ღი­ა­რე­ბულ საქ­მე­ებს, რო­გორც ორ­ჟო­ნია აცხა­დებს, ხალ­ხს და­ნა­შა­უ­ლი არ უღი­ა­რე­ბით და ტყუ­ი­ლად, შე­კე­რი­ლი საქ­მე­ე­ბის გამო სხე­დან ცი­ხე­ებ­ში.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უკვე მეშ­ვი­დე დღეა შიმ­ში­ლო­ბენ. "არც მე და არც ნუკ­რი, არც ერთი არ შევ­წყვეტთ შიმ­ში­ლო­ბას, თუ კონ­კრე­ტულ პა­სუხს არ მი­ვი­ღებთ ჩვენს მო­თხოვ­ნებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა პა­ტი­მარ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული მუხლის გაუქმების მოთხოვნით ორი პატიმარი შიმშილობს

ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული მუხლის გაუქმების მოთხოვნით ორი პატიმარი შიმშილობს

პატიმრები ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 223-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით შიმშილობენ. "ინტერპრესნიუსს" დღეს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან , ე.წ. კრიტიდან მოშიმშილე პატიმარი დათო ორჟონია დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, მასთან ერთად კიდევ ერთი პატიმარი ნუკრი ბელქანიაც შიმშილობს.

მისი თქმით, მათი პირველი მოთხოვნა სწორედ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 223-ე მუხლის გაუქმებაა.

"მშობელს შეიძლება ჰყავდეს შვილი მოსკოვში და რომ დაელაპარაკოს, ამის გამო შეუძლიათ დაიჭირონ. უაზრო მუხლია, ამიტომ მის გაუქმებას ვითხოვთ. ამ მუხლის გაუქმებას ჩვენ კი არა ნახევარი საქართველო ითხოვს", - აცხადებს პატიმარი.

გარდა ამისა, მოშიმშილე პატიმრები ასევე ითხოვენ ე.წ. არაღიარებული საქმეების გადახედვასა და შეკრებითობის პრინციპის სწორად გამოყენებას, რადგან მათივე თქმით, ზოგს ნაკლებს აკლებენ, ზოგს - მეტს.

რაც შეეხება ე.წ. არაღიარებულ საქმეებს, როგორც ორჟონია აცხადებს, ხალხს დანაშაული არ უღიარებით და ტყუილად, შეკერილი საქმეების გამო სხედან ციხეებში.

მისი ინფორმაციით, ისინი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობენ. "არც მე და არც ნუკრი, არც ერთი არ შევწყვეტთ შიმშილობას, თუ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ ჩვენს მოთხოვნებზე", - აღნიშნა პატიმარმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ