პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რო­მან შა­მა­თა­ვა და­ა­კა­ვეს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სპე­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ცენ­ტრის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მალ­ხაზ მურ­ღუ­ლია.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2008 წლის 21 მა­ისს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, რო­მან შა­მა­თა­ვამ, შსს სხვა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, რა­მაც შექ­მნა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, ასე­ვე ხელ­ყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა.

კერ­ძოდ, გი­ორ­გო­ბი­ა­ნის თქმით, 2008 წლის 21 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით სო­ფელ ხურ­ჩა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით აპი­რებ­და ზუგ­დიდ­ში გამ­გზავ­რე­ბას.

"და­სა­ხე­ლე­ბულ დროს, სო­ფელ ხურ­ჩა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ჩა­საფ­რე­ბულ­მა რო­მან შა­მა­თა­ვამ, მალ­ხაზ მურ­ღუ­ლი­ამ და მათ­მა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ურ­თი­ერ­თშო­რის ნა­წარ­მო­ე­ბი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მო­იწ­ვი­ეს პა­ნი­კა, აგ­რეთ­ვე, მალ­ხაზ მურ­ღუ­ლი­ამ "ერ პე გე"-ს ტი­პის ყუმ­ბარ­თმტყორ­ცნი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ორი გას­რო­ლით აა­ფეთ­ქა ხალ­ხის გა­და­საყ­ვა­ნად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სრუ­ლად გა­ნად­გურ­და ორი­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, ხოლო სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო მო­ქა­ლა­ქე ნანი ქარ­და­ვამ. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლებ­სა და დაჭ­რილ მო­ქა­ლა­ქეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ფა­რუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან აუ­ნა­ზღა­უ­რეს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 323-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 15-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა დამ­კვე­თის და სხვა პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დააკავეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრომა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, მასთან ერთად დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

კერძოდ, გიორგობიანის თქმით, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას.

"დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები.

აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დამკვეთის და სხვა პირების გამოსავლენად.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ