შეიარაღებულ ძალებში სამსახურს და სამხედრო უნიფორმის ტარებას მავანი ქალისთვის შეუფერებელ საქმედ მიიჩნევს. თუმცა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების არმიებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ სამხედრო საქმის შესწავლასა და პროფესიონალიზმში სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცებს არაფრით ჩამორჩებიან.
ისრაელი უდაოდ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან სახელმწიფოდ ითვლება. სამხედრო სავალდებულო სამსახურს აქ კაცებიც და ქალებიც გადიან. ისრაელის შეიარაღებული ძალების 1/5-ს სწორედ ქალებზე მოდის. არმიის შემადგენლობაში არსებობს სპეციალური ბატალიონი "კარაკალი", სადაც ქალთა რაოდენობა კაცებისას ორჯერ აღემატება.
ზოგჯერ არმიაში ასეთ პარადოქსებსაც შეხვდებით, როდესაც სასიამოვნო და სასარგებლო საქმე ერთმანეთს იდეალურად ეწყობა. ფოტოზე ავტომატგადაკიდებული და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი აშშ-ის არმიის ჯარისკაცები მოგადიშოს პლაჟზე, სომალი.
ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მექსიკური არმიის სუსტი სქესის წარმომადგენლები, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მეხიკოში.
გაწვევის პროგრამა ჩინურ არმიაში დღესაც მოქმედებს. მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის მეტისმეტად დიდი რაოდენობის გამო არმიას ძირითადად მოხალისეებით აკომპლექტებენ. თუმცა მათი შერჩევა სხვადასხვა შემოწმებების გზით ხდება. მოხალისეებში ჩაწერის უფლება ქალებსაც აქვთ. არმიის რიგებში მოხვედრისა და სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ მათ რეგულარულ ნაწილებში სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობაც აქვთ. ჩინურ არმიაში ქალები ბევრ საჯარისო სახეობაში მსახურობენ. სამხედრო ავიაციაში მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ესკადრილიაც არსებობს.
ოფიციალური კანონმდებლობა კუბელ ქალებს არმიაში სამსახურს არ ავალდებულებს. თუმცა ბევრი ქვეყნისგან იზოლაციაში მყოფი "თავისუფლების კუნძული" არმიის - "რევოლუციური შეიარაღებული ძალების" რიგების შესავსებად ყველა რესურს მიმართავს. ქალთა უმეტესი ნაწილი ორგანიზაცია "კუბელ ქალთა ფედერაციის" წევრია. სხდომებზე წევრი ქალები ახალგაზრდა კუბელ გოგონებს ჯარში სამსახურისკენ მოუწოდებენ. ფოტოზე - საპატიო ყარაულის ჯარისკაცი.
წლების განმავლობაში შიდა სამხედრო დაპირისპირების ქარ-ცეცხლში გახვეული კონგო ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ეკონომიურად კი აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. გაუთავებელი საბრძოლო მოქმედებების პირობებში ბიუჯეტის ლომის წილი იარაღის შეძენაზე იხარჯება. მასიური უმუშევრობის პირობებში არმია სტაბილური ხელფასის პრაქტიკულად ერთადერთი გარანტია. სწორედ ამიტომაც, სამხედრო ფორმის ჩაცმა კონგოელ ქალებსაც უწევთ. ფოტოზე კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული კონგოს სამთავრობო ჯარების ჯარისკაცი ზურგზე მოკიდებული ბავშვით.
ერაყელი პოლიციელი ქალები სავარშიჯო სროლისას.
აშშ-ის არმიაში ჯარისკაცების დაახლოებით 14-15 % სუსტი სქესის წარმომადგენლებზე მოდის. 1994 წლიდან მოყოლებული ქალებს სამსახურის უფლება შეიარაღებული ძალების ნებისმიერ სახეობაში ეძლევათ. ერთადერთი ადგილი, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალები არ დაიშვებიან, წყალქვეშა ნავებია. ფოტოზე აშშ-ის სამხედრო საჰაერო-ძალების უფროსი რიგითი შარლინ პლანტი საველე სწავლებისას.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ fresher.ru-ის მიხედვით.