კომპანია Voucher Codes Pro დაინტერესდა, რა პირობებში მუშაობენ მწეველი და არამწეველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
როგორც კვლევამ აჩვენა, მწეველები დღეში 45 წუთს ფუჭად კარგავენ, რადგანაც სამუშაო გრაფიკის განმავლობაში სისტემატურად აწყობენ "საპატიო მიზეზით" შესვენებას და კოლეგებთან ერთად ეწევიან. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, მწეველები არამწეველებთან შედარებით ნაკლებად შრომისმოყვარენი არიან.
"ოფისებში მწეველებისთვის განკუთვნილი ადგილი ყველაზე მეგობრულია, რადგანაც იქ ხშირად იმისთვის მივდივართ, რომ თანამშრომლები უკეთ გავიცნოთ", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული მწეველი.
Voucher Codes Pro-ს მარკეტინგული დირექტორი ჯორჯ ჩარლზი კომპანიის ხელმძღვანელებს ურჩევს, კადრების შერჩევისას დაინტერესდეს, ეწევა თუ არა თანამშრომელი, რადგანაც ისინი მავნე ჩვევის გამო ბევრს არასდროს მუშაობენ.
მომზადებულია Voucher Codes Pro-ს მიხედვით.