მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შექმნეს "ჩემი ცოლის დაქალებში" "ლევან ვასაძის" სახე - პროდუსერის განმარტება
 რატომ შექმნეს "ჩემი ცოლის დაქალებში" "ლევან ვასაძის" სახე - პროდუსერის განმარტება

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი - მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის მი­მართ მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდი სიმ­პა­თი­ით ვერ გა­ნე­წყო. ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ერთ-ერთ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს - დი­ტოს და­უ­პი­რის­პირ­და. რაც სე­რი­ა­ლის ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს სა­ოც­რად არ მოს­წონს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟის გარ­შე­მო დიდი დის­კუ­სი­აა გა­მარ­თუ­ლი... ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­რი­ან­ში ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის სა­ხეს ხე­დავს.

რა­ტომ შე­იყ­ვა­ნეს ეს პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ალ­ში? არის თუ არა მისი პრო­ტო­ტი­პი ლე­ვან ვა­სა­ძე? უყ­ვარს თუ არა გა­დამ­ღებ ჯგუფს მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი? - ამ სა­კი­თხე­ბის გა­სარ­კვე­ვად ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პრო­დი­უ­სერს მივ­მარ­თეთ:

- რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ, რომ ასე­თი ტი­პა­ჟი შე­სუ­ლი­ყო სე­რი­ალ­ში?

- ჩვენ­მა რე­ა­ლო­ბამ გვი­კარ­ნა­ხა, რად­გა­ნაც ბევ­რი გრო­ტეს­კუ­ლი და ჩვე­ნი აზ­რით, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სა­კუ­თა­რი აზრი ტე­ლე­ვი­ზი­ით და­აფ­რქვი­ონ, ჰქონ­დეთ სა­ზო­გა­დო აქ­ტი­ვო­ბა, იყ­ვნენ სა­მარ­ცხვი­ნოდ სა­სა­ცი­ლო­ე­ბი ისე, რომ მო­ა­ხერ­ხონ და კი­ნოს პერ­სო­ნა­ჟე­ბიც აღ­მოჩ­დნენ. მოკ­ლედ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და მის­მა ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მოგ­ვცა.

- მი­რი­ა­ნი კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მეს პა­რო­დი­აა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ვინ­მეს პა­რო­დი­აა, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ მი­რი­ა­ნი არის კრე­ბი­თი სახე იმ პა­თე­ტი­კუ­რი, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და რე­ლი­გი­უ­რი ფა­რი­სევ­ლო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­დღეგ­რძე­ლოს ფორ­მატ­ში უფრო ლა­პა­რა­კო­ბენ, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი... ირ­გვლივ მსა­გავს ადა­მი­ა­ნებს საკ­მა­ოდ ვხე­დავთ...

- სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ გვარ-სა­ხე­ლი მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი? რო­გორ შე­იქ­მნა ის?

- არის ასე­თი ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­საც "სა­მე­ფო თა­მა­შე­ბი" ჰქვია. ის მსოფ­ლი­ოს ძვე­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით არის შექ­მნი­ლი. ერთ-ერთი ბა­რა­თე­ო­ნე­ბის დი­ნას­ტია გახ­ლავთ და იქი­დან ავი­ღეთ...

- ისე, გვა­რი ცოტა ქარ­თუ­ლად კი ჟღერს.

- კი, ასეა, მაგ­რამ იმ ამე­რი­კულ სე­რი­ალ­ში ეს გვა­რი ოდ­ნავ სხვაგ­ვა­რად ჟღერს... ჩვენ ცო­ტა­თი შევ­ცვა­ლეთ. თან, ვე­ცა­დეთ, რომ სა­სა­ცი­ლოც ყო­ფი­ლი­ყო და უფრო ამი­ტო­მაც ავი­ღეთ არა­რე­ა­ლუ­რი და არარ­სე­ბუ­ლი გვა­რი. მოკ­ლედ, მას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა და აზ­რობ­რი­ვი დატ­ვირ­თვა არ აქვს, არის იმის­თვის, რომ იყოს სა­სა­ცი­ლო...

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- მი­რი­ა­ნი - უბ­რა­ლოდ ქარ­თუ­ლი და მჟ­ღე­რი სა­ხე­ლია... ასე რომ, დიდი აზრი სა­ხელ­სა და გვარ­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ჩაგ­ვი­დია. მოკ­ლედ, მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი კარ­გად ჟღერს და ეგ არის! სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ სე­რი­ალ­ში ვერ გა­ვა­კე­თეთ ისე­თი რამ, რაც პოსტმო­დერ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ჟან­რის ნი­მუ­ში იქ­ნე­ბო­და - რე­ა­ლო­ბა გრო­ტეს­კულ ადა­მი­ა­ნებს, სი­ტუ­ა­ცი­ებს, მოვ­ლე­ნებს გვთა­ვა­ზობს...

- ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ პერ­სო­ნაჟს მა­ყუ­რე­ბე­ლი ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძეს რომ ამ­სგავ­სებს?.. ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი სა­უბ­რე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი...

- კი, მი­რი­ანს ლე­ვან ვა­სა­ძეს ამ­სგავ­სე­ბენ და ლე­ვან ვა­სა­ძეც არის ასე­თი პა­თე­ტი­კუ­რი არ­სე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ამ­ბობს ლექ­სებს, ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, მის სა­ხე­ზე ღი­მილს ვერ და­ი­ნა­ხავ და ერთ-ერთი პა­ტა­რა შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იმ პი­როვ­ნე­ბის შექ­მნი­სას, ლე­ვან ვა­სა­ძეც იყო.

რო­გორც გი­თხა­რით, მი­რი­ა­ნი კრე­ბი­თი სა­ხეა ტი­პა­ჟი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გზით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, პრინ­ცი­პუ­ლად რომ გა­მო­რი­ცხა­ვენ იმ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას, რა­საც ქა­და­გე­ბენ, - სა­ზო­გა­დო­ე­ბას შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის­კენ მი­ა­ქა­ნე­ბენ, არა­და, თა­ვის­თვის კარ­გად ტკბე­ბი­ან კა­ცობ­რი­ო­ბის იმ თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბით, რაც აქვთ. ამ ყვე­ლა­ფერს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად რომ შევ­ხე­დოთ, ასეა. ასე რომ, ესე­ნი არი­ან ეკ­ლექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სით გან­სხვავ­დე­ბი­ან, ხოლო ქცე­ვა კი სხვა­ნა­ი­რი აქვთ... მი­რი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის (უკვე კას­ტი­საც) კრე­ბი­თი სა­ხე­ლია, რო­მელ­საც პატ­რი­ო­ტუ­ლი პა­თო­სი აქვს, არსი კი მე­მარ­ჯვე­ნულ-ბიზ­ნეს­მე­ნუ­რი.

მისი სე­რი­ალ­ში შეყ­ვა­ნით, მათ ფა­რი­სევ­ლო­ბას დავ­ცი­ნით და ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ასეთ პერ­სო­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა­მენ...

- ე.ი. რო­გორც ამ­ბობთ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც კას­ტის წევ­რე­ბი და­არ­ქვით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თა­მა­შო­ბენ?

- დიახ, თა­მა­შო­ბენ, რად­გა­ნაც სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი ასე­თი სა­სა­ცი­ლო იყოს. ეს მათი პო­ზაა. ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბით, ფი­ზი­ო­ლო­გი­ით, ში­ნა­არ­სით ასე­თი არ იბა­დე­ბა. მუდ­მი­ვად სა­დღეგ­რძე­ლოს ფორ­მატ­ში ლა­პა­რა­კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი სახ­ლში, სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

- რო­გორ მი­ი­ღო მი­რი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბელ­მა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ის დი­ტოს მტე­რია და ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბე­ლის­თვის ასე ვთქვათ, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი მუ­შა­ობს. ეს არის ჩვენ­თვის პერ­სო­ნა­ჟი-პრო­ვო­კა­ცია და არა საყ­ვა­რე­ლი ტი­პა­ჟი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც დიტო არ არის ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი. ის სხვა კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მას ასა­ხავს, მაგ­რამ დიტო თა­ვი­სი ნაკ­ლით ბევ­რად რე­ა­ლუ­რია. უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რია და მა­ყუ­რე­ბელს უყ­ვარს.

მი­რი­ა­ნის შე­მოყ­ვა­ნით კი გვინ­დო­და, გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მსა­გავ­სი ტი­პე­ბი არა­ბუ­ნებ­რი­ვი და პლასტმა­სის, ხე­ლოვ­ნუ­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან, რა­მაც იმუ­შა­ვა. იმე­დი მაქვს, ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლო­ბა­შიც რომ და­ი­ნა­ხა­ვენ მსგავს გრო­ტესკს, მიხ­ვდე­ბი­ან რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­ცი­ლოა და არა სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­საქ­მე­ლი.

დათო დარ­ჩია, მი­რი­ა­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი:

- მსა­ხი­ო­ბი ვარ და ყვე­ლა­ნა­ი­რი როლი, ცუ­დიც რომ იყოს, ისე უნდა შე­ვას­რუ­ლო, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თის მო­სა­წო­ნი გახ­დეს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ სი­ა­მოვ­ნებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ფუ­ლი­ა­ნი ტი­პე­ბი. მე არ მაქვს "ფე­ის­ბუ­ქი" და ამი­ტომ სხვე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვს ამ პერ­სო­ნაჟს და არა მარ­ტო კა­ტო­სა და დი­ტოს გამო... გე­უბ­ნე­ბით, არ მოს­წონთ ფუ­ლი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტი­პე­ბი-მეთ­ქი.

- მგო­ნი, ცოტა სა­სა­ცი­ლოა, ფუ­ლი­ა­ნი პო­ე­ტი და კი­დევ ბევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­სა­ბა­მო რა­ღა­ცე­ბი ახა­სი­ა­თებს თქვენს პერ­სო­ნაჟს... ამას­თან, ასე­თი პერ­სო­ნის ნა­მოქ­მე­დარ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი სი­ყალ­ბე­საც ხე­დავს...

- ჩემი აზ­რით, ეს პერ­სო­ნა­ჟი ცუდს არა­ფერს აკე­თებს. არა­და, რომ არ უნ­დო­დეს, სა­ერ­თოდ, არა­ფერს გა­ა­კე­თებ­და და ამ ქვე­ყა­ნა­შიც არ იცხოვ­რებ­და. მთა­ვა­რი ის არის, რომ კაცი სა­ქარ­თვე­ლო­დან არ მი­დის და ქვე­ყა­ნის სხვა­დას­ხვა სფე­როს ეხ­მა­რე­ბა. ცხოვ­რე­ბა­შიც ვი­ცით ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ვინც ასე ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ქვეყ­ნის­თვის კა­პიკს ვერ გა­აგ­დე­ბი­ნებ. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემს პერ­სო­ნაჟს უყ­ვარს თა­ვის ქვე­ყა­ნა. მერე რა, რომ ფუ­ლი­ა­ნია? ლექ­სიც უყ­ვარს... პო­ე­ტია... მოკ­ლედ, ჩემი აზ­რით, კარ­გი კა­ცია.

- ისე, ამ სა­კი­თხზე ცოტა სხვა­ნა­ი­რი მო­საზ­რე­ბა აქვთ სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რებს...

- ისი­ნი რას ფიქ­რო­ბენ, არ ვიცი... მე ჩემი მო­საზ­რე­ბა მაქვს. მი­რი­ანს ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა. ახლა ცხოვ­რე­ბა­ში, პი­რად­ში ვის, ვის­თან რა და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ეს სხვა სა­კი­თხია... ისე, სე­რი­ა­ლი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და ვნა­ხოთ, მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა...

ამას­თან, მი­რი­ა­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნაჟს - დი­ტოს და­უ­პი­რის­პირ­და. ეტყო­ბა, სცე­ნა­რის­ტებს ინ­ტრი­გა უნ­დო­დათ, - ეს მათი გათ­ვლაა. კარ­გია, მა­ყუ­რე­ბე­ლიც მე­ტად და­ინ­ტე­რეს­და. ეს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის სწო­რი ხრი­კია. ამი­ტომ ეს სე­ზო­ნი, ჩემი აზ­რით, სა­თა­მა­შოდ დი­ტოს რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის და ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- მი­რი­ანს ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძეს რომ ამ­სა­გავ­სე­ბენ, ეს თუ იცით?

- ლე­ვან ვა­სა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ით კი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ პი­რა­დად არ ვიც­ნობ და არ ვიცი მისი ხა­სი­ა­თი, ბუ­ნე­ბა. ლე­ვან ვა­სა­ძეს კი არა, ეგეთ ფუ­ლი­ან კა­ცებს ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ.

- არ იც­ნობთ, მაგ­რამ ფუ­ლი­ანს თა­მა­შობთ... შე­იძ­ლე­ბა უფუ­ლო არ გე­წო­დოთ, მაგ­რამ (კი­თხვას არ მას­რუ­ლე­ბი­ნებს)...

- რას ლა­პა­რა­კობთ? მაგ­დე­ნი ფული რა უნდა მოხ­დეს, რომ ვი­შო­ვო... ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა სულ ჰო­ლი­ვუდ­ში, ტა­რან­ტი­ნოს დო­ნის ვარ­სკვლა­ვებ­თა­ნაც რომ გა­და­მი­ღონ, მა­ინც ვერ და­ვაგ­რო­ვებ.

- მერე უფუ­ლო კა­ცის­თვის, ფუ­ლი­ა­ნის თა­მა­ში, მის ტყავ­ში შეძ­რო­მა რო­გო­რია?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­სახ­ვით ხდე­ბა... აქ უმე­ტე­სად, თა­ვის პი­რა­დულს იყე­ნებს მსა­ხი­ო­ბი... რაც ვი­ცით ჩვე­ნი ბუ­ნე­ბი­დან, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობთ, ის ვი­თა­მა­შოთ, მოკ­ლედ, რაც სა­ჭი­როა. ამას­თან, არ ვარ­ღვევ იმ ხაზს, რაც სცე­ნა­რი­ტებ­მა რე­ჟი­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს.

მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, ისე­თი ამ­ბე­ბი მეს­მის ჩემი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ, ისე არ მოს­წონთ, რომ... მაგ­რამ ეს მე მი­ხა­რია. ე.ი. ამო­ცა­ნა მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ვას­რუ­ლეთ. ალ­ბათ ამი­ტო­მაც არის ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატე­ხი­ლი.

- ე.ი. თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბია ეს პერ­სო­ნა?

- მშვე­ნი­ე­რი ტი­პია, ფული აქვს, ერ­თო­ბა და უკაც­რა­ვად და ატ**ებს რო­გორც უნდა. ცოლს არა­ვის ჰპა­რავს, პი­რი­ქით, თვი­თონ ეუბ­ნე­ბა, თუ ქმარ­თან ყოფ­ნა არ გინ­და, უთხა­რი შენს ქმარს, გა­შორ­დი და წა­მომ­ყე­ვიო. ახლა ქალი თუ მოს­წონს, ეს პრობ­ლე­მაა რამე? (ღი­მი­ლით ამ­ბობს). პერ­სო­ნაჟს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფუ­ლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მოს­წონს... ნე­ტა­ვი, ბევ­რი იყოს ასე­თი ადა­მი­ა­ნი და ეს ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ხა­რულ­ში იქ­ნე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე იხი­ლეთ:

ლე­ვან ვა­სა­ძის სახე

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ შექმნეს "ჩემი ცოლის დაქალებში" "ლევან ვასაძის" სახე - პროდუსერის განმარტება

 რატომ შექმნეს "ჩემი ცოლის დაქალებში" "ლევან ვასაძის" სახე - პროდუსერის განმარტება

პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ახალი პერსონაჟი - მირიან ბარათეონი გამოჩნდა, რომლის მიმართ მაყურებელი დიდი სიმპათიით ვერ განეწყო. ამის მიზეზი ის არის, რომ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს - დიტოს დაუპირისპირდა. რაც სერიალის ერთგულ მაყურებელს საოცრად არ მოსწონს.

სოციალურ ქსელში ახალი პერსონაჟის გარშემო დიდი დისკუსიაა გამართული... ადამიანების უმრავლესობა მირიანში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახეს ხედავს.

რატომ შეიყვანეს ეს პერსონაჟი სერიალში? არის თუ არა მისი პროტოტიპი ლევან ვასაძე? უყვარს თუ არა გადამღებ ჯგუფს მირიან ბარათეონი? - ამ საკითხების გასარკვევად ირაკლი საღინაძეს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერს მივმართეთ:

- რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ასეთი ტიპაჟი შესულიყო სერიალში?

- ჩვენმა რეალობამ გვიკარნახა, რადგანაც ბევრი გროტესკული და ჩვენი აზრით, ძალიან სასაცილო ადამიანი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომელთაც საშუალება აქვთ, საკუთარი აზრი ტელევიზიით დააფრქვიონ, ჰქონდეთ საზოგადო აქტივობა, იყვნენ სამარცხვინოდ სასაცილოები ისე, რომ მოახერხონ და კინოს პერსონაჟებიც აღმოჩდნენ. მოკლედ, ამის საშუალება ქართულმა საზოგადოებამ და მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოგვცა.

- მირიანი კონკრეტულად ვინმეს პაროდიაა?

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ვინმეს პაროდიაა, მაგრამ გეტყვით, რომ მირიანი არის კრებითი სახე იმ პათეტიკური, ქართული ნაციონალიზმითა და რელიგიური ფარისევლობით გაჯერებული ადამიანების, რომლებიც მთელი ცხოვრება სადღეგრძელოს ფორმატში უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე რეალური ადამიანები... ირგვლივ მსაგავს ადამიანებს საკმაოდ ვხედავთ...

- საიდან მოიტანეთ გვარ-სახელი მირიან ბარათეონი? როგორ შეიქმნა ის?

- არის ასეთი ამერიკული სერიალი, რომელსაც "სამეფო თამაშები" ჰქვია. ის მსოფლიოს ძველი საგვარეულოების მიხედვით არის შექმნილი. ერთ-ერთი ბარათეონების დინასტია გახლავთ და იქიდან ავიღეთ...

- ისე, გვარი ცოტა ქართულად კი ჟღერს.

- კი, ასეა, მაგრამ იმ ამერიკულ სერიალში ეს გვარი ოდნავ სხვაგვარად ჟღერს... ჩვენ ცოტათი შევცვალეთ. თან, ვეცადეთ, რომ სასაცილოც ყოფილიყო და უფრო ამიტომაც ავიღეთ არარეალური და არარსებული გვარი. მოკლედ, მას არსებითი მნიშვნელობა და აზრობრივი დატვირთვა არ აქვს, არის იმისთვის, რომ იყოს სასაცილო...

- რაც შეეხება სახელს, ამაზე რას გვეტყვით?

- მირიანი - უბრალოდ ქართული და მჟღერი სახელია... ასე რომ, დიდი აზრი სახელსა და გვარში მაინცდამაინც არ ჩაგვიდია. მოკლედ, მირიან ბარათეონი კარგად ჟღერს და ეგ არის! სამწუხაროდ, ჩვენ სერიალში ვერ გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც პოსტმოდერნის ხელოვნების ჟანრის ნიმუში იქნებოდა - რეალობა გროტესკულ ადამიანებს, სიტუაციებს, მოვლენებს გვთავაზობს...

- ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ პერსონაჟს მაყურებელი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რომ ამსგავსებს?.. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დიდი საუბრებია გაჩაღებული...

- კი, მირიანს ლევან ვასაძეს ამსგავსებენ და ლევან ვასაძეც არის ასეთი პათეტიკური არსება.

- რას გულისხმობთ?

- ამბობს ლექსებს, ტელევიზორიდან სერიოზული სახით გველაპარაკება, მის სახეზე ღიმილს ვერ დაინახავ და ერთ-ერთი პატარა შემადგენელი ნაწილი იმ პიროვნების შექმნისას, ლევან ვასაძეც იყო.

როგორც გითხარით, მირიანი კრებითი სახეა ტიპაჟისა, რომელიც საქართველოში თავისი ცხოვრების წესით, საკუთარი ცხოვრების გზით გამოირჩევიან, პრინციპულად რომ გამორიცხავენ იმ მსოფლმხედველობას, რასაც ქადაგებენ, - საზოგადოებას შუასაუკუნებრივი აზროვნებისკენ მიაქანებენ, არადა, თავისთვის კარგად ტკბებიან კაცობრიობის იმ თანამედროვე მიღწევებით, რაც  აქვთ. ამ ყველაფერს ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ასეა. ასე რომ, ესენი არიან ეკლექტური ადამიანები, რომლებიც არსით განსხვავდებიან, ხოლო ქცევა კი სხვანაირი აქვთ... მირიანი საზოგადოების ერთი ნაწილის (უკვე კასტისაც) კრებითი სახელია, რომელსაც პატრიოტული პათოსი აქვს, არსი კი მემარჯვენულ-ბიზნესმენური.

მისი სერიალში შეყვანით, მათ ფარისევლობას დავცინით და ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებიც ასეთ პერსონებს სერიოზულად აღიქვამენ...

- ე.ი. როგორც ამბობთ, ის ადამიანები, ვისაც კასტის წევრები დაარქვით, საზოგადოების წინაშე თამაშობენ?

- დიახ, თამაშობენ, რადგანაც სხვანაირად შეუძლებელია ადამიანი ასეთი სასაცილო იყოს. ეს მათი პოზაა. ადამიანი ბუნებით, ფიზიოლოგიით, შინაარსით ასეთი არ იბადება. მუდმივად სადღეგრძელოს ფორმატში ლაპარაკი წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, ისინი სახლში, სხვა სიტუაციასა და გარემოებაში განსხვავებულები იქნებიან.

- როგორ მიიღო მირიანი მაყურებელმა?

- ჯერჯერობით ის დიტოს მტერია და ამიტომ მაყურებელისთვის ასე ვთქვათ, გამაღიზიანებელი ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი მუშაობს. ეს არის ჩვენთვის პერსონაჟი-პროვოკაცია და არა საყვარელი ტიპაჟი. სიმართლე გითხრათ, არც დიტო არ არის ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი. ის სხვა კონკრეტულ პრობლემას ასახავს, მაგრამ დიტო თავისი ნაკლით ბევრად რეალურია. უბრალოდ ადამიანურია და მაყურებელს უყვარს.

მირიანის შემოყვანით კი გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ მსაგავსი ტიპები არაბუნებრივი და პლასტმასის, ხელოვნური არსებები არიან, რამაც იმუშავა. იმედი მაქვს, ადამიანები რეალობაშიც რომ დაინახავენ მსგავს გროტესკს, მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი სასაცილოა და არა სერიოზულად აღსაქმელი.

დათო დარჩია, მირიანის როლის შემსრულებელი მსახიობი:

- მსახიობი ვარ და ყველანაირი როლი, ცუდიც რომ იყოს, ისე უნდა შევასრულო, რომ მაყურებლისთის მოსაწონი გახდეს, მაგრამ საზოგადოებას არ სიამოვნებს წარმატებული და ფულიანი ტიპები. მე არ მაქვს "ფეისბუქი" და ამიტომ სხვები  მეუბნებიან, რომ სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები აქვს ამ პერსონაჟს და არა მარტო კატოსა და დიტოს გამო... გეუბნებით, არ მოსწონთ ფულიანი და წარმატებული ტიპები-მეთქი.

- მგონი, ცოტა სასაცილოა, ფულიანი პოეტი და კიდევ ბევრი ერთმანეთთან შეუსაბამო რაღაცები ახასიათებს თქვენს პერსონაჟს... ამასთან, ასეთი პერსონის ნამოქმედარში მაყურებელი სიყალბესაც ხედავს...

- ჩემი აზრით, ეს პერსონაჟი ცუდს არაფერს აკეთებს. არადა, რომ არ უნდოდეს, საერთოდ, არაფერს გააკეთებდა და ამ ქვეყანაშიც არ იცხოვრებდა. მთავარი ის არის, რომ კაცი საქართველოდან არ მიდის და ქვეყანის სხვადასხვა სფეროს ეხმარება. ცხოვრებაშიც ვიცით ასეთი პიროვნებები, ვინც ასე ცხოვრობენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის კაპიკს ვერ გააგდებინებ. მიმაჩნია, რომ ჩემს პერსონაჟს უყვარს თავის ქვეყანა. მერე რა, რომ ფულიანია? ლექსიც უყვარს... პოეტია... მოკლედ, ჩემი აზრით, კარგი კაცია.

- ისე, ამ საკითხზე ცოტა სხვანაირი მოსაზრება აქვთ სერიალის პროდიუსერებს...

- ისინი რას ფიქრობენ, არ ვიცი... მე ჩემი მოსაზრება მაქვს. მირიანს ქვეყნისთვის კარგი უნდა. ახლა ცხოვრებაში, პირადში ვის, ვისთან რა და როგორი ურთიერთობა აქვს, ეს სხვა საკითხია... ისე, სერიალი ჯერ არ დამთავრებულა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...

ამასთან, მირიანი მაყურებლისთვის საყვარელ პერსონაჟს - დიტოს დაუპირისპირდა. ეტყობა, სცენარისტებს ინტრიგა უნდოდათ, - ეს მათი გათვლაა. კარგია, მაყურებელიც მეტად დაინტერესდა. ეს გადამღები ჯგუფის სწორი ხრიკია. ამიტომ ეს სეზონი, ჩემი აზრით, სათამაშოდ დიტოს როლის შემსრულებლისთვის და ჩემთვისაც საინტერესო იქნება.

- მირიანს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რომ ამსაგავსებენ, ეს თუ იცით?

- ლევან ვასაძე ტელევიზიით კი მინახავს, მაგრამ პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი მისი ხასიათი, ბუნება. ლევან ვასაძეს კი არა, ეგეთ ფულიან კაცებს ნაკლებად ვიცნობ.

- არ იცნობთ, მაგრამ ფულიანს თამაშობთ... შეიძლება უფულო არ გეწოდოთ, მაგრამ (კითხვას არ მასრულებინებს)...

- რას ლაპარაკობთ? მაგდენი ფული რა უნდა მოხდეს, რომ ვიშოვო... ჩემი დარჩენილი ცხოვრება სულ ჰოლივუდში, ტარანტინოს დონის ვარსკვლავებთანაც რომ გადამიღონ, მაინც ვერ დავაგროვებ.

- მერე უფულო კაცისთვის, ფულიანის თამაში, მის ტყავში შეძრომა როგორია?

- ეს ყველაფერი წარმოსახვით ხდება... აქ უმეტესად, თავის პირადულს იყენებს მსახიობი... რაც ვიცით ჩვენი ბუნებიდან, მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ის ვითამაშოთ, მოკლედ, რაც საჭიროა. ამასთან, არ ვარღვევ იმ ხაზს, რაც სცენარიტებმა რეჟისორებთან ერთად ჩამოაყალიბეს.

მაგრამ ხომ გითხარით, ისეთი ამბები მესმის ჩემი პერსონაჟის შესახებ, ისე არ მოსწონთ, რომ... მაგრამ ეს მე მიხარია. ე.ი. ამოცანა მთლიანობაში შევასრულეთ. ალბათ ამიტომაც არის ამხელა ამბავი ატეხილი.

- ე.ი. თქვენთვის მისაღებია ეს პერსონა?

- მშვენიერი ტიპია, ფული აქვს, ერთობა და უკაცრავად და ატ**ებს როგორც უნდა. ცოლს არავის ჰპარავს, პირიქით, თვითონ ეუბნება, თუ ქმართან ყოფნა არ გინდა, უთხარი შენს ქმარს, გაშორდი და წამომყევიო. ახლა ქალი თუ მოსწონს, ეს პრობლემაა რამე? (ღიმილით ამბობს). პერსონაჟს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოებას ფულიანი წარმატებული ადამიანები არ მოსწონს... ნეტავი, ბევრი იყოს ასეთი ადამიანი და ეს ქვეყანა ბედნიერებასა და სიხარულში იქნება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:

ლევან ვასაძის სახე

"ჩემი ცოლის დაქალებში"