სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფმა" ictravel.ge-ს ფოტოკონკურის გამარჯვებული გამოავლინა. ალექსანდრე ისკანდიროვის ფოტომ თემაზე "მე და ღირსშესანიშნაობები" "აი სი ჯგუფისგან" საჩუქრად სტამბოლში ორკაციანი 5 დღიანი საგზური მიიღო. პირველ ხუთ ადგილზე გასულ კონკურსანტებს კი კომპანია 25%-იანი ფასდაკლების ბარათებს გადასცემს.
სადაზღვევო კომპანიამ ფოტოკონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა, აღნიშნული აქცია ონლაინ სამოგზაურო დაზღვევის ახლი პროდუქტის პოპულარიზაციას ემსახურება. ICtravel.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სპეციალური ვებ პორტალის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ სამოგზაურო დაზღვევა.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს მსოფლიოს რომელიმე ღირსშესანიშნაობასთან გადაღებული ფოტო "აი სი ჯგუფის" facebook-ის გვერდზე ფოტო კონკურსის გალერეაში უნდა აეტვირთათ და ფოტოზე საკუთარი თავი დაეთაგათ.
კომპანიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოს მინიმუმ 100 like-ი უნდა დაეგროვებინა, ხოლო შემდგომ ჟიურის მოწონება დაემსახურებინა. კონკურსში გრაფიკული ნამუშევრები და ფოტო-მონტაჟი არ მიიღებოდა.
"აი სი ჯგუფი" მომხმარებლებისთვის სიახლეებისა და ინოვაციების შეთავაზებას მომავალშიც გააგრძელებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9