სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოლინ ფარელმა პორნომაგნატებთან 5 მლნ დოლარიან გარიგებაზე უარი თქვა
კოლინ ფარელმა პორნომაგნატებთან 5 მლნ დოლარიან გარიგებაზე უარი თქვა

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა კო­ლინ ფა­რელ­მა უარი თქვა პორ­ნო­ვი­დე­ოს სა­ნაც­ვლოდ 5 მლნ-ის მი­ღე­ბა­ზე, რო­მელ­საც მას პორ­ნო­მაგ­ნა­ტე­ბი სთა­ვა­ზობ­დნენ. ამის შე­სა­ხებ The Irish Sun იუ­წყე­ბა.

პორ­ნო­მაგ­ნა­ტე­ბი Playboy-ს მო­დელ­თან, ნი­კოლ ნა­რა­ინ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს დე­მონ­სტრი­რე­ბის უფ­ლე­ბის­თვის კო­ლინ ფა­რელს 5 მლნ დო­ლარს უხ­დიდ­ნენ, თუმ­ცა ფა­რელ­მა ამა­ზე უარი თქვა.

ფა­რელ­მა 2006 წელს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც კი წა­მო­ი­წყო იმ მიზ­ნით, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა უკა­ნო­ნო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. "შე­მომ­თა­ვა­ზეს ამ ვი­დე­ოს დი­დძალ თან­ხად გა­ყიდ­ვა, თუმ­ცა მე გა­დაჭ­რით ვთქვი უარი. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და დე­და­ჩემს, შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ახა­ლი ფილ­მის ნახ­ვა რომ მოს­დო­მე­ბო­და", - ცი­ტი­რებს მსა­ხი­ო­ბის სი­ტყვებს The Irish Sun-ი.

ფა­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ­ჟა­მად თავს გა­ცი­ლე­ბით უკეთ გრძნობს, ვიდ­რე 6 წლის წინ რო­დე­საც სუ­ი­ცი­დის­კენ იყო მიდ­რე­კი­ლი. მა­შინ მსა­ხი­ობ­მა უარი თქვა ნარ­კო­ტი­კებ­სა და სხვა მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, რათა ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს დაბ­რუ­ნე­ბო­და. მსა­ხი­ობს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის არ და­უბ­რა­ლე­ბია - მას პრობ­ლე­მე­ბი გარ­და­ტე­ხის ასა­კი­დან და­ე­წყო.

"სირ­თუ­ლე­ე­ბი მა­ნამ­დე და­ი­წყო, ვიდ­რე კი­ნო­ში გა­და­ღე­ბას და­ვი­წყებ­დი. მქონ­და დეპ­რე­სია და გა­მუდ­მე­ბით ვსვამ­დი. მე ამით სა­ერ­თოდ არ ვა­მა­ყობ, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ამ­გვა­რი თე­მე­ბი სა­ერ­თოდ არ არის სა­ა­მა­ყო",- ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი. 

მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ძა­ლე­ბის მოკ­რე­ფა­ში შვი­ლი ჯე­იმ­სი და­ეხ­მა­რა, რო­მე­ლიც ახლა 10 წლის არის.

"ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ მა­ი­ა­მი­ში და მი­თხრეს, რომ უკვე დრო იყო შევ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. თა­ვა­დაც ვხვდე­ბო­დი, რომ ვკვდე­ბო­დი. და­ვი­წყე იმა­ზე ფიქ­რი, რას გა­ვა­კე­თებ­დი სა­მო­მავ­ლოდ. ამა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჯე­იმსმა. სულ 2 ვა­რი­ან­ტი მქონ­და - თვით­მკვლე­ლო­ბა ან რა­მის შეც­ვლა. სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა",- გა­იხ­სე­ნა მსა­ხი­ობ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.thesun.ie-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კოლინ ფარელმა პორნომაგნატებთან 5 მლნ დოლარიან გარიგებაზე უარი თქვა

კოლინ ფარელმა პორნომაგნატებთან 5 მლნ დოლარიან გარიგებაზე უარი თქვა

ჰოლივუდის მსახიობმა კოლინ ფარელმა უარი თქვა პორნოვიდეოს სანაცვლოდ 5 მლნ-ის მიღებაზე, რომელსაც მას პორნომაგნატები სთავაზობდნენ. ამის შესახებ The Irish Sun იუწყება.

პორნომაგნატები Playboy-ს მოდელთან, ნიკოლ ნარაინთან გადაღებული ვიდეოს დემონსტრირების უფლებისთვის კოლინ ფარელს 5 მლნ დოლარს უხდიდნენ, თუმცა ფარელმა ამაზე უარი თქვა.

ფარელმა 2006 წელს სასამართლო პროცესიც კი წამოიწყო იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა უკანონო ვიდეოჩანაწერების გავრცელება. "შემომთავაზეს ამ ვიდეოს დიდძალ თანხად გაყიდვა, თუმცა მე გადაჭრით ვთქვი უარი. წარმოვიდგინე, რა რეაქცია ექნებოდა დედაჩემს, შვილის მონაწილეობით ახალი ფილმის ნახვა რომ მოსდომებოდა", - ციტირებს მსახიობის სიტყვებს The Irish Sun-ი.

ფარელმა განაცხადა, რომ ამჟამად თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე 6 წლის წინ როდესაც სუიციდისკენ იყო მიდრეკილი. მაშინ მსახიობმა უარი თქვა ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ჩვევებზე, რათა ცხოვრების ჯანსაღ წესს დაბრუნებოდა. მსახიობს თავისი პრობლემები ჰოლივუდური ცხოვრებისთვის არ დაუბრალებია - მას პრობლემები გარდატეხის ასაკიდან დაეწყო.

"სირთულეები მანამდე დაიწყო, ვიდრე კინოში გადაღებას დავიწყებდი. მქონდა დეპრესია და გამუდმებით ვსვამდი. მე ამით საერთოდ არ ვამაყობ, რადგან მიმაჩნია, რომ ამგვარი თემები საერთოდ არ არის საამაყო",- ამბობს მსახიობი. 

მსახიობმა განაცხადა, რომ მას ძალების მოკრეფაში შვილი ჯეიმსი დაეხმარა, რომელიც ახლა 10 წლის არის.

"ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ მაიამიში და მითხრეს, რომ უკვე დრო იყო შევჩერებულიყავი. თავადაც  ვხვდებოდი, რომ ვკვდებოდი. დავიწყე იმაზე ფიქრი, რას გავაკეთებდი სამომავლოდ. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჯეიმსმა. სულ 2 ვარიანტი მქონდა - თვითმკვლელობა ან რამის შეცვლა. საბოლოოდ მივიღე სწორი გადაწყვეტილება",- გაიხსენა მსახიობმა.

მომზადებულია www.thesun.ie-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება