გიორგი მარგველაშვილი - მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას კი არა, თავდასხმას ნიშნავს

გიორგი მარგველაშვილი - მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას კი არა, თავდასხმას ნიშნავს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას კი არა, თავდასხმას ნიშნავს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა "შერატონ მეტეხი პალასში", სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

შესაბამისი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ წამოწია.

ნინო სალუქვაძემ პრეზიდენტობის კანდიდატს მოუწოდა, ორი და მეტი ტურიც რომ დასჭირდეს, არ გაჩერდეს იმ ბრძოლაში, რომელშიც მარგველაშვილია ჩართული საპრეზიდენტო არჩევნების სახით.

"ბევრი ადამიანი გიდგათ გვერდში, მათ შორის ჩემი სახით. თქვენ ორი და ათი ტურიც რომ დაგჭირდეთ, უარი არ უნდა თქვათ ამ ბრძოლაში ბოლომდე მონაწილეობაზე", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, თავდასხმა საჭიროა იმისთვის, რომ სრულად იქნეს მობილიზებული ძალები.

"მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას არ ნიშნავს. ამით ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ვიგებთ პირველ ტურში. ეს განცხადება უკან დახევა კი არა, თავდასხმაში გადასვლაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ბოლომდე გაგვეაქტიურებინა ჩვენი რესურსი, რათა გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის თამაში. თავდასხმისთვის გვჭირდება ძალების მობილიზება და იმპულსირება. უბრალოდ, კი არ ვიგებთ, ეს იქნება პოზიტიური დარტყმა და ასევე განაჩენი ყველაფერი იმისა, რაც აქამდე საქართველოში ხდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა