პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები

სამ­წუ­ხა­როდ, კვი­რა არ გავა, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა და და­ნა­შა­უ­ლი რომ არ მოხ­დეს. შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა ამ­ჯე­რად 13 ოქ­ტომ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, სა­ღო­რი­ის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლეს და­ნით ორი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და სის­ხლი­ა­ნი და­ნით ოთა­ხი­დან გა­რეთ გა­მო­ვარ­და. ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და, რომ სახ­ლში მყოფ­მა შვილ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა ვერ შეძ­ლო. 14 წლის ბავ­შვს დე­დის გან­წი­რუ­ლი ხმა შე­მო­ეს­მა: "მიშ­ვე­ლეთ, მომ­კლა!" - და ოთა­ხის­კენ გა­იქ­ცა. იქ შე­სულს, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა. დაჭ­რი­ლი დედა ძირს ეგდო, გან­ძრე­ვას ვე­ღარ ახერ­ხებ­და და შვილს მხო­ლოდ ეს უთხრა, - შვი­ლო მიშ­ვე­ლე, დაჭ­რი­ლი ვარო.

სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ბავ­შვი გა­რეთ გა­მო­ვარ­და და და­ი­ნა­ხა მა­მა­მი­სი, რო­მე­ლიც სის­ხლი­ა­ნი და­ნით ხელ­ში იდგა. მა­ნაც მას შეს­ჩივ­ლა - დედა შვე­ლას ითხოვ­სო. ამ სი­ტყვებ­მა მა­მა­კა­ცი თით­ქოს გა­მო­ა­ფხიზ­ლა, "სას­წრა­ფოს" ნო­მე­რი აკ­რი­ფა და ექი­მებს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე მა­მა­კა­ცი ცო­ლის გა­დარ­ჩე­ნას შე­ე­ცა­და, "სას­წრა­ფოს" გაჰ­ყვა კი­დეც, მაგ­რამ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა და ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღ­ძრეს და მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, 45 წლის კობა თ. და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს, - ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, ამ­ბობს, რომ ცოლ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და, და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ცოლს ხელ­ში დანა ეჭი­რა და იმ და­ნა­ზე და­ე­ცაო. მაგ­რამ ეს ვერ­სია აბ­სურ­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გარ­დაც­ვლილს ორი შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა ზურ­გში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - დანა. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცოლ-ქმარს შო­რის მომ­ხდარ შე­ლა­პა­რა­კე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებ­მა კობა თ-ს დაც­ვა ად­ვო­კატ ლედი ტუკ­ვა­ძეს შეს­თა­ვა­ზეს, ამი­ტომ დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად, მას და­ვუ­კავ­შირ­დით.

ლედი ტუკ­ვა­ძე:

- ჯერ არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ჩა­ვერ­თვე­ბი თუ არა ამ საქ­მე­ში. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ და­ირ­ღვეს. მათ ორი ვაჟი ჰყავთ, ერთ-ერთი - ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლია. ისი­ნი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან და მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტ, და­ვი­ცავ თუ არა ბრალ­დე­ბულს. გა­მო­ძი­ე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, ეს იყოს აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­სარ­კვე­ვია. ვა­დას­ტუ­რებ, რომ მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბის­გან ვიცი, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი ცო­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა და ეს გახ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი. ჰქონ­და თუ არა მა­მა­კაცს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი, ესეც გა­სარ­კვე­ვია. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ის ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა და ამის შემ­დეგ შე­ექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. მძი­მე ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ინ­ვა­ლი­დო­ბაც მი­ა­ნი­ჭეს და რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფი, პენ­სი­ა­საც იღებ­და. წამ­ლებ­საც სვამ­და. ახ­ლობ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხი ჰქონ­დათ, ცოლ-ქმა­რი შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა არ მუ­შა­ობ­და, შვი­ლე­ბის აღ­ზრდით და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­მა­კა­ცი არ­ჩენ­და ოჯახს. ამ­ბო­ბენ, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ადრე არას­დროს ყო­ფი­ლა. მათი გად­მო­ცე­მით, ქალი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში საჭ­მელს ამ­ზა­დებ­და, ამ დროს და­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა. სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით ხელ­ში, ქალი ყურ­მი­ლის ასა­ღე­ბად მე­ო­რე ოთახ­ში გა­ვი­და და კარი მი­ხუ­რა. ვი­ღაც ქალს ესა­უბ­რე­ბო­და. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ვი­ღაც მა­მა­კაცს. ამ დი­ა­ლოგს მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ეს­წრო სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­უღ­ლე. ეს სა­უ­ბა­რი გახ­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი. შე­ლა­პა­რაკ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. ბავ­შვი ოთახ­ში რომ შე­ვი­და, დედა შე­ეხ­ვე­წა, გა­და­მარ­ჩი­ნე­თო. მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რაც მო­ის­მი­ნა, მის­თვის იმ­დე­ნად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო, რომ გა­ღი­ზი­ან­და და და­ნა­შა­უ­ლი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა. ცხა­დია, სა­ხე­ზეა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ჰქონ­და თუ არა სა­ფუძ­ვე­ლი მა­მა­კაცს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის, გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა. ექ­სპერ­ტი­ზაც ბევრ რა­მეს და­ად­გენს, ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას. ბავ­შვე­ბი დე­დის ცხე­დარ­თან გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დგა­ნან. ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­ან, რომ სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს. თუ დამ­ტკიც­დე­ბა აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, მა­შინ ბრალ­დე­ბულ­მა მკვლე­ლო­ბის­თვის უნდა აგოს პა­სუ­ხი. მათ მხო­ლოდ სი­მარ­თლე აინ­ტე­რე­სებთ. ერთი წე­სი­ე­რი ოჯა­ხი იყო, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ პრობ­ლე­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ცოლ-ქმარს შო­რის რა ხდე­ბო­და, ეს არა­ვინ იცის.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ქალი თა­ვის ახ­ლო­ბელ ქალ­ბა­ტონს უყ­ვე­ბო­და, რომ ვი­ღაც მა­მა­კა­ცი გა­მუდ­მე­ბით ურე­კავ­და და მას­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­სა და რუ­სეთ­ში წას­ვლას სთხოვ­და. ქალი ამ­ბობ­და, ამ კაცს ვერ ვი­ცი­ლებ და ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რომ ვერ მი­ვი­ღებ, რად­გან ქმა­რი და შვი­ლე­ბი მყავ­სო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სი­ტყვე­ბი გახ­და მა­მა­კა­ცის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცია, არ­სე­ბობ­და თუ არა სა­ერ­თოდ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ქალს ამ ტექსტს ეუბ­ნე­ბო­და, - ეს და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. შე­დე­გი უმ­ძი­მე­სია, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭე­ბი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ. დედა მათ მა­მამ მო­უკ­ლა და ალ­ბათ მათ­ზე ზრუნ­ვა მო­ხუც ბე­ბი­ა­სა და ნა­თე­სა­ვებს მო­უ­წევთ. თურ­მე ბი­ჭე­ბი დე­დის ცხე­დარს არ შორ­დე­ბი­ან.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები

სამწუხაროდ, კვირა არ გავა, ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება და დანაშაული რომ არ მოხდეს. შემზარავი მკვლელობა ამჯერად 13 ოქტომბერს, ქუთაისში, საღორიის დასახლებაში მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლეს დანით ორი ჭრილობა მიაყენა და სისხლიანი დანით ოთახიდან გარეთ გამოვარდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ სახლში მყოფმა შვილმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლო. 14 წლის ბავშვს დედის განწირული ხმა შემოესმა: "მიშველეთ, მომკლა!" - და ოთახისკენ გაიქცა. იქ შესულს, საშინელი სურათი დახვდა. დაჭრილი დედა ძირს ეგდო, განძრევას ვეღარ ახერხებდა და შვილს მხოლოდ ეს უთხრა, - შვილო მიშველე, დაჭრილი ვარო.

სასოწარკვეთილი ბავშვი გარეთ გამოვარდა და დაინახა მამამისი, რომელიც სისხლიანი დანით ხელში იდგა. მანაც მას შესჩივლა - დედა შველას ითხოვსო. ამ სიტყვებმა მამაკაცი თითქოს გამოაფხიზლა, "სასწრაფოს" ნომერი აკრიფა და ექიმებს დახმარება სთხოვა. როგორც ამბობენ, დამნაშავე მამაკაცი ცოლის გადარჩენას შეეცადა, "სასწრაფოს" გაჰყვა კიდეც, მაგრამ მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა და ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს და მკვლელობიდან რამდენიმე საათში, 45 წლის კობა თ. დააკავეს. ოჯახის ახლობლებმა თავდაპირველად ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს, - ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, ამბობს, რომ ცოლთან შელაპარაკება მოუხდა, დაპირისპირების დროს ცოლს ხელში დანა ეჭირა და იმ დანაზე დაეცაო. მაგრამ ეს ვერსია აბსურდული აღმოჩნდა, რადგან გარდაცვლილს ორი შემავალი ჭრილობა ზურგში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მკვლელობის მიზეზად, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლ-ქმარს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ.

ბრალდებულის ახლობლებმა კობა თ-ს დაცვა ადვოკატ ლედი ტუკვაძეს შესთავაზეს, ამიტომ დეტალების გასარკვევად, მას დავუკავშირდით.

ლედი ტუკვაძე:

- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ჩავერთვები თუ არა ამ საქმეში. ჩემთვის ყველაზე მთავარია, არასრულწლოვანი ბავშვების უფლებები არ დაირღვეს. მათ ორი ვაჟი ჰყავთ, ერთ-ერთი - ფაქტის თვითმხილველია. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში არიან და მათთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვეტ, დავიცავ თუ არა ბრალდებულს. გამოძიებით ჯერჯერობით არ არის დადგენილი მკვლელობის დეტალები. შეიძლება, ეს იყოს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი გასარკვევია. ვადასტურებ, რომ მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. როგორც ახლობლებისგან ვიცი, სახლში დაბრუნებულმა მამაკაცმა თავისი ცოლის სატელეფონო საუბარი მოისმინა და ეს გახდა შელაპარაკების მიზეზი. ჰქონდა თუ არა მამაკაცს ეჭვიანობის მიზეზი, ესეც გასარკვევია. ჩემი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ავტოავარიაში მოყვა და ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ინვალიდობაც მიანიჭეს და როგორც ფსიქიკური ავადმყოფი, პენსიასაც იღებდა. წამლებსაც სვამდა. ახლობლების მტკიცებით, პატიოსანი ოჯახი ჰქონდათ, ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ქალბატონი მედეა არ მუშაობდა, შვილების აღზრდით და საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. მამაკაცი არჩენდა ოჯახს. ამბობენ, მათ შორის კონფლიქტი ადრე არასდროს ყოფილა. მათი გადმოცემით, ქალი სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა, ამ დროს დარეკა ტელეფონმა. სამზარეულოს დანით ხელში, ქალი ყურმილის ასაღებად მეორე ოთახში გავიდა და კარი მიხურა. ვიღაც ქალს ესაუბრებოდა. როგორც ბრალდებული ირწმუნება, საუბარი შეეხებოდა ვიღაც მამაკაცს. ამ დიალოგს მოულოდნელად შეესწრო სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლე. ეს საუბარი გახდა ეჭვიანობის მიზეზი. შელაპარაკდნენ და ყველაფერი წამებში მოხდა. ბავშვი ოთახში რომ შევიდა, დედა შეეხვეწა, გადამარჩინეთო. მამაკაცი ამბობს, რაც მოისმინა, მისთვის იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ გაღიზიანდა და დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ცხადია, სახეზეა უბედური შემთხვევა. ჰქონდა თუ არა საფუძველი მამაკაცს ეჭვიანობის, გამოძიებით გაირკვევა. ექსპერტიზაც ბევრ რამეს დაადგენს, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. ბავშვები დედის ცხედართან გაოგნებულები დგანან. ბრალდებულის ნათესავები თავს ვალდებულად თვლიან, რომ სიმართლე გაირკვეს. თუ დამტკიცდება აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა, მაშინ ბრალდებულმა მკვლელობისთვის უნდა აგოს პასუხი. მათ მხოლოდ სიმართლე აინტერესებთ. ერთი წესიერი ოჯახი იყო, მშვიდი, გაწონასწორებული, არასოდეს ჰქონიათ პრობლემები, სამწუხაროდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. ცოლ-ქმარს შორის რა ხდებოდა, ეს არავინ იცის.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალი თავის ახლობელ ქალბატონს უყვებოდა, რომ ვიღაც მამაკაცი გამუდმებით ურეკავდა და მასთან ერთად ქვეყნის დატოვებასა და რუსეთში წასვლას სთხოვდა. ქალი ამბობდა, ამ კაცს ვერ ვიცილებ და ვერ გავაგებინე, ამ გადაწყვეტილებას რომ ვერ მივიღებ, რადგან ქმარი და შვილები მყავსო. სავარაუდოდ, ეს სიტყვები გახდა მამაკაცის ეჭვიანობის მიზეზი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, არსებობდა თუ არა საერთოდ მამაკაცი, რომელიც ქალს ამ ტექსტს ეუბნებოდა, - ეს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ალბათ გამოძიებით გახდება ცნობილი. შედეგი უმძიმესია, არასრულწლოვანი ბიჭები მშობლების გარეშე დარჩნენ. დედა მათ მამამ მოუკლა და ალბათ მათზე ზრუნვა მოხუც ბებიასა და ნათესავებს მოუწევთ. თურმე ბიჭები დედის ცხედარს არ შორდებიან.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია