მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებში
ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებში

2013 წლის 27 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის შექ­მნილ სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებ პორ­ტალ presidenti.ge-ზე, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის­თვის დას­მუ­ლი 20 აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი­დან ერთ-ერთი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის თე­მაა. რა პო­ლი­ტი­კის გა­ა­ტა­რებ­დით ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მათი მეტი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის? - ამ კი­თხვა­ზე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ არის კან­დი­და­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი. უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ინ­ტეგ­რა­ცია და სა­ხელ­მწი­ფო ენის შეს­წავ­ლა, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ბაქ­რა­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და პლუ­რა­ლიზმს უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, სხვა კან­დი­და­ტე­ბის მსგავ­სად, ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ფუძ­ვლად ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნას მი­იჩ­ნევს. "ეროვ­ნუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რეა", - ასე გა­მო­ხა­ტავს თა­ვის ხედ­ვას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში სა­ხელ­მწი­ფო ენის სწავ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა ხაზი გას­მუ­ლი.

შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ერთი ფრა­ზით აღ­წერს თა­ვის პო­ლი­ტი­კას და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას სთა­ვა­ზობს, "ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს". კან­დი­და­ტი თე­ი­მუ­რაზ მჟა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერთ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბად აფხა­ზებს მი­იჩ­ნევს, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს არა­ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას ნა­ცი­ო­ნა­ლურ "დი­ას­პო­რებს" უწო­დებს. თე­ი­მუ­რაზ ბო­ბო­ხი­ძე კი თა­ვის პროგ­რა­მა­ში ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ მათ უბ­რა­ლოდ არ უნ­დათ სა­ხელ­მწი­ფო ენის სწავ­ლა, სა­წყის დო­ნე­ზეც კი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებში

ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებში

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამომრჩევლებისთვის შექმნილ საინფორმაციო ვებ პორტალ presidenti.ge-ზე, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის დასმული 20 აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხიდან ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის თემაა. რა პოლიტიკის გაატარებდით ეთნიკურ უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის? - ამ კითხვაზე რადიკალურად განსხვავებული არ არის კანდიდატების პასუხები. უმრავლესობის აზრით, ეროვნულ უმცირესობებს აუცილებლად სჭირდებათ ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის შესწავლა, ასევე აუცილებელია მათი უფლებების დაცვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შემწყნარებლობას, სამართლიანობასა და პლურალიზმს უნდა ეფუძნებოდეს. ნინო ბურჯანაძე, სხვა კანდიდატების მსგავსად, ინტეგრაციის საფუძვლად ქართული ენის ცოდნას მიიჩნევს. "ეროვნული, კულტურული, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მთავარი სიმდიდრეა", - ასე გამოხატავს თავის ხედვას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. გიორგი თარგამაძის საარჩევნო პროგრამაში სახელმწიფო ენის სწავლების დაფინანსებაზეა ხაზი გასმული.

შალვა ნათელაშვილი ერთი ფრაზით აღწერს თავის პოლიტიკას და ეთნიკურ უმცირესობებს მათი უფლებების დაცვას სთავაზობს, "ისევე, როგორც დანარჩენებს". კანდიდატი თეიმურაზ მჟავია საქართველოს ერთადერთ ეთნიკურ უმცირესობად აფხაზებს მიიჩნევს, ხოლო საქართველოს არაქართველ მოსახლეობას ნაციონალურ "დიასპორებს" უწოდებს. თეიმურაზ ბობოხიძე კი თავის პროგრამაში ეროვნულ უმცირესობებს ადანაშაულებს, რომ მათ უბრალოდ არ უნდათ სახელმწიფო ენის სწავლა, საწყის დონეზეც კი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა