ვებსაიტი amusingplanet.com გერგეტის სამების შესახებ წერს.
"საქართველოში, სოფელ გერგეტთან ახლოს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს. ტაძრამდე ციცაბო კლდის ფეხით გასავლელად 3 საათი დაგჭირდებათ, ხოლო ტაქსით საათნახევარში ახვალთ. მე-18 საუკუნეში, თბილისში სპარსელების შემოსევის დროს, მცხეთიდან ძვირფასი რელიკვიები, მათ შორის წმინდა ნინოს ჯვარი გერგეტის ტაძარში დასაცავად გადაიტანეს. საბჭოთა ეპოქაში ყველა რელიგიური მსახურება აიკრძალა, მაგრამ ეკლესია ტურისტული დანიშნულების ადგილად დარჩა", - წერს სტატიის ავტორი.
სტატიას ვრცელი ფოტოგალერეა ერთვის.
ვებსაიტი საზოგადოებას მსოფლიოში ყველაზე უცნაურ და შთამბეჭდავ ადგილებს აცნობს.მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.