მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა
სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭარ­ბი ნა­ლე­ქი­სა და ძლი­ე­რი ქა­რის გამო რამ­დე­ნი­მე საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა მცი­რე დრო­ით შე­ფერ­ხდა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, სე­ნა­კი-ფოთი-სარ­ფის ს/გზის კმ118-კმ119 მო­ნაკ­ვეთ­ზე - სარ­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძლი­ე­რი შტორ­მის შე­დე­გად, და­ზი­ან­და ნა­პირ­სა­მაგ­რი ნა­გე­ბო­ბი­სა და მი­წის ვა­კი­სის რამ­დე­ნი­მე უბა­ნი.

ზღვის ტალ­ღებ­მა წა­ი­ღო გზის შე­მო­ფარ­გვლის ბე­ტო­ნის პა­რა­პე­ტე­ბი, გა­მო­რე­ცხა მი­წის ვა­კი­სი და გზის დამ­ცა­ვი ქვაყ­რი­ლი, ასე­ვე გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლა.

დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი საგ­ზაო ტექ­ნი­კა და გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­და.

დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კვლე­ვი­სა და პრო­ექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, რის შემ­დე­გაც შე­სა­ბა­მი­სი აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის შე­დე­გად ბა­თუ­მი-ახალ­ცი­ხის ს/გზის 43-ე კმ-ზე, სო­ფელ ზვა­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩა­მო­ი­შა­ლა მიწა-კლდის მასა, რის გა­მოც მცი­რე დრო­ის მან­ძილ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ფერ­ხდა, თუმ­ცა სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გზის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­იხ­სნა.

უა­მინ­დო­ბის გამო შე­ფერ­ხე­ბე­ბი იყო გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხილ­ზეც, სა­დაც ძლი­ე­რი თო­ვი­სა და ქარ­ბუ­ქის გამო, მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, 20 ოქ­ტომ­ბერს ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­დნენ. საგ­ზაო სამ­სა­ხუ­რებ­მა სა­ხი­ფა­თო მო­ნაკ­ვე­თი­დან ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი და მგზავ­რე­ბი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და ამინ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ფონ­ზე, დღეს გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხილ­ზე გზა გახ­სნი­ლია.

უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად, მცი­რე ხნით შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის ს/გზის 73 კმ-ზე. აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის შემ­დეგ, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე დიდი მო­ცუ­ლო­ბის კლდო­ვა­ნი მასა ჩა­მო­ი­შა­ლა და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით შე­ა­ფერ­ხა. გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი საგ­ზაო სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა მძი­მე ტექ­ნი­კამ გაწ­მინ­და. ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა

სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა

დასავლეთ საქართველოში ჭარბი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცირე დროით შეფერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სენაკი-ფოთი-სარფის ს/გზის კმ118-კმ119 მონაკვეთზე - სარფის ტერიტორიაზე, ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა ნაპირსამაგრი ნაგებობისა და მიწის ვაკისის რამდენიმე უბანი.

ზღვის ტალღებმა წაიღო გზის შემოფარგვლის ბეტონის პარაპეტები, გამორეცხა მიწის ვაკისი და გზის დამცავი ქვაყრილი, ასევე გზის სავალ ნაწილზე გამოიტანა ინერტული მასალა.

დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი საგზაო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მოძრაობის აკრძალვის გარეშე განხორციელდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კვლევისა და პროექტირების პროცესი, რის შემდეგაც შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმი-ახალციხის ს/გზის 43-ე კმ-ზე, სოფელ ზვარეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა, რის გამოც მცირე დროის მანძილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა, თუმცა სამუშაოების შედეგად გზის აღნიშნული მონაკვეთი ნახევარ საათში გაიხსნა.

უამინდობის გამო შეფერხებები იყო გოდერძის უღელტეხილზეც, სადაც ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ. საგზაო სამსახურებმა სახიფათო მონაკვეთიდან ავტოტრანსპორტი და მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

გაწმენდითი სამუშაოებისა და ამინდის გაუმჯობესების ფონზე, დღეს გოდერძის უღელტეხილზე გზა გახსნილია.

უხვი ნალექის შედეგად, მცირე ხნით შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზის 73 კმ-ზე. აღნიშნულ მონაკვეთზე კოკისპირული წვიმის შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. გზის სავალი ნაწილი საგზაო სამსახურის მიერ მობილიზებულმა მძიმე ტექნიკამ გაწმინდა. ამჟამად აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია