პრეზიდენტს ყვარელში რეზიდენციის მოწყობა 78 738 ლარი დაუჯდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააკაშვილმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა.
კომპანია "არტესი", რომელმაც პრეზიდენტის ყვარლის რეზიდენციის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მოხვდა, სადაც ის ჯერჯერობით ერთადერთი კომპანიაა.
მიხეილ სააკაშვილის დეკლარაციაში ასევე მითითებულია 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა გუდაურში, რომელიც მის 2011 წლის დეკლარაციაში გაჩნდა, თუმცა პრეზიდენტს ამ ქონების წყარო და შეძენის ფორმა მითითებული არ აქვს. შესაბამისად უცნობია, რამდენი გადაიხადა პრეზიდენტმა ამ ნაკვეთში.
ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილმა მიჩიგანის ბულვარზე ველოსიპედით გაისეირნა