საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მამის, ედუარდ რულოვსისა და შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ბაბუა და შვილიშვლი ყვარელში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში თამაშობენ.
"ბაბუა და შვილიშვილი ფეხბურთს თამაშობენ ყვარელის ვენახებში; ბებია (მაგდალენა რულოვსი - ავტ.) და მე კი თელავში ელისო ვირსალაძის კონცერტით ვტკბებოდით...", - წერს ფოტოს აღწერაში სანდრა.
იხილეთ ასევე: ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა