საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს "მირ-24" ვრცელ სტატიას უძღვნის. კორესპონდენტი ბორის მანჟუკოვი სტატიაში საქართველოს უახლეს პოლიტიკურ წარსულს მიმოიხილავს და საარჩევნო პროგნოზებს აკეთებს. ჟურნალისტი აზრს ქართველ ექსტრასენსსაც დაეკითხა.
ქართველმა ექსტრასენსმა, ბაიბამ იწინასწარმეტყველა, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი და პრემიერი.
"მომდევნო პრემიერ-მინისტრი ნინო ბურჯანაძე იქნება. ეს ქალბატონი ძალიან ნებისყოფიანი, ფრთხილი, საღად მოაზროვნე, დიპლომატი და ტაქტიანია. ის იქნება პრემიერი",- ციტირებს ექსტრასენსის სიტყვებს ჟურნალისტი.
რაც შეეხება მომავალი პრეზიდენტის ვინაობას, ბაიბა ამბობს, რომ: "უსიტყვოდ, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს."27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
მომზადებულია mir24.tv-ის მიხედვით.