საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახმაურებული მკვლელობების მონაწილე 4 იარაღი
გახმაურებული მკვლელობების მონაწილე 4 იარაღი

უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ია­რა­ღის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ადა­მი­ა­ნი მოკ­ვლა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა იყო. კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­სა და მის მსვლე­ლო­ბა­ზე ჯერ ცივ­მა, შემ­დგომ კი ცე­ცხლსას­როლ­მა ია­რაღ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ერთ ტყვი­ას სა­ხელ­მწი­ფოს ბედი გა­და­უ­წყვე­ტია და მისი მო­მა­ვა­ლიც შე­უც­ვლია.

პის­ტო­ლე­ტი Philadelphia Deringer

კომ­პაქ­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტის ავ­ტო­რი ჰენ­რი დე­რინ­ჯე­რია. მის მიერ 1806 და­არ­სე­ბუ­ლი ფაბ­რი­კა გრძელ ლუ­ლი­ან თო­ფებს ამ­ზა­დებ­და. თუმ­ცა სა­ხე­ლი ჰენ­რიმ სწო­რედ ჯი­ბის პის­ტო­ლე­ტე­ბით გა­ით­ქვა. ერთ ტყვი­ა­ზე გათ­ვლი­ლი "ფი­ლა­დელ­ფია დე­რინ­ჯე­რი" ლუ­ლი­დან იტე­ნე­ბო­და (კა­ლიბ­რი 10,4 მმ) და მა­ლუ­ლი ტა­რე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი ია­რა­ღი იყო.

მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსხვერ­პლი - ამე­რი­კის 16-ე პრე­ზი­დენ­ტი აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნია. 1865 წლის 14 აპ­რილს ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გმი­რი და მო­ნა­თა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ლინ­კოლ­ნი, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 5 დღის შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში, ფორ­დის თე­ატრს სტუმ­რობ­და. სპექ­ტაკ­ლის დროს, საპ­რე­ზი­დენ­ტო ლო­ჟა­ში შე­პა­რულ­მა ჯონ ბუტ­მა ლინ­კოლნს თავ­ში პის­ტო­ლეტ "ფი­ლა­დელ­ფია დე­რინ­ჯე­რი­დან" ეს­რო­ლა. პრე­ზი­დენ­ტი მე­ო­რე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

პის­ტო­ლე­ტი Browning M.1900

1896 წელს ბელ­გი­ა­ში შექ­მნილ პის­ტო­ლეტს (კალბ­რი 7,65 მმ) ქვეყ­ნის არ­მია, ჟან­დარ­მე­რია და უნ­ტერ-ოფიც­რე­ბი იყე­ნებ­დნენ. შემ­დგომ ბრა­უ­ნინ­გი ნორ­ვე­გი­ა­ში, ლუქ­სემ­ბურ­გსა და ხორ­ვა­ტი­ა­ში გავ­რცელ­და. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში მას "ბრა­უ­ნინგ N1"-ად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. რე­ვოლ­ვე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი მო­სახ­მა­რი იყო და ზუს­ტი ცე­ცხლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

სწო­რედ ამ პის­ტო­ლეტ­მა იმ­სხვერ­პლა მე­ფის რუ­სე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი პეტ­რე სტო­ლი­პი­ნი. კი­ევ­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე, სტო­ლი­პინ­ზე 10 თავ­დას­ხმა იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. 1911 წლის აგ­ვის­ტო­ში სტო­ლი­პი­ნი იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ მე­ო­რეს­თან ერ­თად კი­ე­ვის თე­ატ­რში სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და. ანტრაქ­ტის დროს ანარ­ქის­ტმა დი­მიტ­რი ბოგ­როვ­მა პრე­მი­ერ მი­ნისტრს ორ­ჯერ ეს­რო­ლა. პირ­ვე­ლი ტყვია მას ხელ­ში, მე­ო­რე კი - ღვიძ­ლში მოხ­ვდა. სტო­ლი­პი­ნი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შაშ­ხა­ნა Mannlicher- Carcano 91/38

სწო­რედ ამ შაშ­ხა­ნი­დან (კა­ლიბ­რი 6,5 მმ) გან­ხორ­ცი­ელ­და XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა. სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბა, შაშ­ხა­ნის გა­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე ლი ჰარ­ვი ოს­ვალდმა გა­ზეთ­ში ნახა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ამ ია­რა­ღით იტა­ლი­უ­რი არ­მია იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ომის შემ­დგომ, კო­მერ­ცი­უ­ლი გა­ყიდ­ვის მიზ­ნით Mannlicher-Carcano 91/38 დიდი ოდე­ნო­ბით აშშ-ში მოხ­ვდა. მისი სა­შუ­ა­ლო ფასი 20-25 დო­ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და. 1940 წელს დამ­ზა­დე­ბუ­ლი შაშ­ხა­ნა, ოს­ვალდმა ფოს­ტით გა­მო­ი­წე­რა.

ოს­ვალ­დის მსხვერ­პლი ამე­რი­კის 35-ე პრე­ზი­დენ­ტი ჯონ კე­ნე­დი იყო. და­ნამ­დვი­ლე­ბით დღემ­დე არ არის ცნო­ბი­ლი, იყო თუ არა ოს­ვალ­დი კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე. მარ­თა­ლია აშშ-ის მო­სახ­ლე­ო­ბის 60 %-ზე მეტს ამის არ სჯე­რა, თუმ­ცა ლი ჰარ­ვი ოს­ვალ­დი და მისი შაშ­ხა­ნა "მან­ლი­ჰერ კარ­კა­ნო 91/38" მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. 1963 წლის 22 ნო­ემ­ბერს და­ლას­ში ვი­ზი­ტი­სას, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სა­წყო­ბის მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 3 გას­რო­ლით ოს­ვლად­მა ტე­ჰა­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჯონ კო­ნო­ლი და პრე­ზი­დენ­ტი კე­ნე­დი დაჭ­რა, რო­მე­ლიც სა­ვა­ად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ოს­ვალ­დი ორი დღის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლი­სას, ღა­მის კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე ჯეკ რუ­ბიმ პის­ტო­ლე­ტით მოკ­ლა.

რე­ვოლ­ვე­რი The Undercover

1964 წელს მე­ი­ა­რა­ღე დუ­გ­ლას მაკ­ლე­ნ­ჰარ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Charter Arms და­არ­სა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად რე­ვოლ­ვე­რე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. 6 მას­რი­ა­ნი რე­ვოლ­ვე­რი The Undercover (კა­ლიბ­რი 9 მმ) სწო­რედ Charter Arms-ის ქმნი­ლე­ბაა. მო­სახ­მა­რად მარ­ტი­ვი ია­რა­ღი რო­გორც პო­ლი­ცი­ა­ში, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­ში დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი და მომ­ღე­რა­ლი ჯონ ლე­ნო­ნი სწო­რედ ამ რე­ვოლ­ვე­რით მოკ­ლეს. 1980 წლის 8 დე­კემ­ბერს მარკ ჩემ­პენ­მა ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში მომ­ღე­რალს 5 ტყვია ეს­რო­ლა, სა­ი­და­ნაც მი­ზანს 4-მა მი­აღ­წია. ექ­სპან­სი­უ­რი ტი­პის ვაზ­ნებ­მა ლე­ნონს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ და­უ­ტო­ვეს - მომ­ღე­რა­ლი სა­ვა­ად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. სა­სა­მარ­თლომ ჩემ­პენს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მისი შვი­დი­ვე წე­რი­ლი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfurmag.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გახმაურებული მკვლელობების მონაწილე 4 იარაღი

გახმაურებული მკვლელობების მონაწილე 4 იარაღი

უხსოვარი დროიდან იარაღის მთავარი ფუნქცია ადამიანი მოკვლა ან დასახიჩრება იყო. კაცობრიობის ისტორიასა და მის მსვლელობაზე ჯერ ცივმა, შემდგომ კი ცეცხლსასროლმა იარაღმა წარმოუდგენელი გავლენა იქონია. ხშირ შემთხვევაში ერთ ტყვიას სახელმწიფოს ბედი გადაუწყვეტია და მისი მომავალიც შეუცვლია.

პისტოლეტი Philadelphia Deringer

კომპაქტური პისტოლეტის ავტორი ჰენრი დერინჯერია. მის მიერ 1806 დაარსებული ფაბრიკა გრძელ ლულიან თოფებს ამზადებდა. თუმცა სახელი ჰენრიმ სწორედ ჯიბის პისტოლეტებით გაითქვა. ერთ ტყვიაზე გათვლილი "ფილადელფია დერინჯერი" ლულიდან იტენებოდა (კალიბრი 10,4 მმ) და მალული ტარებისთვის იდეალური იარაღი იყო.

მისი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი - ამერიკის 16-ე პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნია. 1865 წლის 14 აპრილს ამერიკის ნაციონალური გმირი და მონათა გამათავისუფლებელი ლინკოლნი, სამოქალაქო ომის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ ვაშინგტონში, ფორდის თეატრს სტუმრობდა. სპექტაკლის დროს, საპრეზიდენტო ლოჟაში შეპარულმა ჯონ ბუტმა ლინკოლნს თავში პისტოლეტ "ფილადელფია დერინჯერიდან" ესროლა. პრეზიდენტი მეორე დღეს გარდაიცვალა.

პისტოლეტი Browning M.1900

1896 წელს ბელგიაში შექმნილ პისტოლეტს (კალბრი 7,65 მმ) ქვეყნის არმია, ჟანდარმერია და უნტერ-ოფიცრები იყენებდნენ. შემდგომ ბრაუნინგი ნორვეგიაში, ლუქსემბურგსა და ხორვატიაში გავრცელდა. რუსეთის იმპერიაში მას "ბრაუნინგ N1"-ად მოიხსენიებდნენ. რევოლვერებისგან განსხვავებით, ის გაცილებით მარტივი მოსახმარი იყო და ზუსტი ცეცხლით გამოირჩეოდა.

სწორედ ამ პისტოლეტმა იმსხვერპლა მეფის რუსეთის პრემიერ მინისტრი პეტრე სტოლიპინი. კიევში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებამდე, სტოლიპინზე 10 თავდასხმა იყო განხორციელებული. 1911 წლის აგვისტოში სტოლიპინი იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან ერთად კიევის თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. ანტრაქტის დროს ანარქისტმა დიმიტრი ბოგროვმა პრემიერ მინისტრს ორჯერ ესროლა. პირველი ტყვია მას ხელში, მეორე კი - ღვიძლში მოხვდა. სტოლიპინი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შაშხანა Mannlicher- Carcano 91/38

სწორედ ამ შაშხანიდან (კალიბრი 6,5 მმ) განხორციელდა XX საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა. სარეკლამო განცხადება, შაშხანის გაყიდვის თაობაზე ლი ჰარვი ოსვალდმა გაზეთში ნახა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ იარაღით იტალიური არმია იყო შეიარაღებული. ომის შემდგომ, კომერციული გაყიდვის მიზნით Mannlicher-Carcano 91/38 დიდი ოდენობით აშშ-ში მოხვდა. მისი საშუალო ფასი 20-25 დოლარს არ აღემატებოდა. 1940 წელს დამზადებული შაშხანა, ოსვალდმა ფოსტით გამოიწერა.

ოსვალდის მსხვერპლი ამერიკის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო. დანამდვილებით დღემდე არ არის ცნობილი, იყო თუ არა ოსვალდი კენედის მკვლელობის მონაწილე. მართალია აშშ-ის მოსახლეობის 60 %-ზე მეტს ამის არ სჯერა, თუმცა ლი ჰარვი ოსვალდი და მისი შაშხანა "მანლიჰერ კარკანო 91/38" მსოფლიო ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში ვიზიტისას, სასკოლო სახელმძღვანელოების საწყობის მეექვსე სართულიდან განხორციელებული 3 გასროლით ოსვლადმა ტეჰასის გუბერნატორი ჯონ კონოლი და პრეზიდენტი კენედი დაჭრა, რომელიც სავაადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავად ოსვალდი ორი დღის შემდეგ, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისას, ღამის კლუბის მეპატრონე ჯეკ რუბიმ პისტოლეტით მოკლა.

რევოლვერი The Undercover

1964 წელს მეიარაღე დუგლას მაკლენჰარმა ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი კომპანია Charter Arms დაარსა, რომელიც ძირითადად რევოლვერების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. 6 მასრიანი რევოლვერი The Undercover (კალიბრი 9 მმ) სწორედ Charter Arms-ის ქმნილებაა. მოსახმარად მარტივი იარაღი როგორც პოლიციაში, ასევე სამოქალაქო პირებში დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ჯონ ლენონი სწორედ ამ რევოლვერით მოკლეს. 1980 წლის 8 დეკემბერს მარკ ჩემპენმა ნიუ-იორკის ქუჩაში მომღერალს 5 ტყვია ესროლა, საიდანაც მიზანს 4-მა მიაღწია. ექსპანსიური ტიპის ვაზნებმა ლენონს გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს - მომღერალი სავაადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სასამართლომ ჩემპენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შეწყალების თაობაზე მისი შვიდივე წერილი იგნორირებული იყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ