პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე: "მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს!"
გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე: "მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს!"

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე იმ ავ­ბე­დით დი­ლას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმა გოგ­ლა ჟვა­ნია აცხა­დებს.

რო­გორც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გოგ­ლა ჟვა­ნია აღ­ნიშ­ნავს, შეკ­რე­ბი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ბა­რა­მი­ძე და მსჯე­ლობ­დნენ, რა ნივ­თე­ბი მი­ე­ტა­ნათ იქ და სად და­ე­ლა­გე­ბი­ნათ.

"ბა­რა­მი­ძე ამ საქ­მე­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი კი არა, მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნიც კი არ არის. არც მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე არის ვინ­მე მა­ღა­ლი აზ­რის. ვფიქ­რობ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში სხვა დე­ტა­ლე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ იმა­ზე მეტს, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ბობს, რად­გან დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბას ავ­ნოს", - აცხა­დებს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმა. მი­სი­ვე თქმით, ოჯა­ხი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ას და­თან­ხმდე­ბა, თუ ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო გახ­დე­ბა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს. ე.ი. ეს არ არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ამ გან­ცხა­დე­ბას სა­ფუძ­ვლად უდევს ახა­ლი მა­სა­ლე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეფ-ბი-აის დო­კუ­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი ისე არ წე­რია, რო­გორც სა­ა­კაშ­ვილს უნდა. მე­ტიც, იქ და­ზუს­ტე­ბუ­ლია, რომ ზუ­რა­სა და რაულ იუ­სუ­პო­ვის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გა­მათ­ბო­ბე­ლი ვერ გახ­დე­ბო­და, რად­გან ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის რა და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის. სულ ცოტა აქ ორი სა­ხის და­ნა­შა­ულ­ზე მა­ინც არის სა­უ­ბა­რი. პირ­ვე­ლი, მან მკვლე­ლებს ხელი და­ა­ფა­რა და მე­ო­რე, რა­ზეც ვი­თომ ახლა დე­ლი­კა­ტუ­რად მი­უ­თი­თებს, აქამ­დე მისი სპეც­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებ­და ზუ­რა­ზე ბინ­ძურ ჭო­რებს", - აცხა­დებს გოგ­ლა ჟვა­ნია.

გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმის ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე კო­მენ­ტარს აღარ აკე­თებს. "ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თე და აღარ ვა­პი­რებ გა­მე­ო­რე­ბას. ახლა მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავ. მორ­ჩეს ლაყ­ბო­ბას და თუ რა­ი­მე ფაქ­ტე­ბი გა­აჩ­ნია, გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია ისიც, თუ რა­ტომ წა­მო­წი­ეს ეს თემა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ­ჩევ­ნე­ბის წინ, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა გვპირ­დე­ბო­და, რომ საქ­მე ძა­ლი­ან მალე გა­იხ­სნე­ბო­და, სად იყ­ვნენ აქამ­დე?!", - აცხა­დებს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ბა­რა­მი­ძე.

გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც გა­ა­კე­თა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი, სულ ცოტა, ხელს აფა­რებ­დნენ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლებს.

ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო. რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ზუ­რაბ ჟვა­ნია მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე: "მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს!"

გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე: "მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს!"

გიორგი ბარამიძე იმ ავბედით დილას ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გაფორმებაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გოგლა ჟვანია აღნიშნავს, შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და მსჯელობდნენ, რა ნივთები მიეტანათ იქ და სად დაელაგებინათ.

"ბარამიძე ამ საქმეში მეორეხარისხოვანი კი არა, მეათეხარისხოვანიც კი არ არის. არც მის ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებზე არის ვინმე მაღალი აზრის. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქმეში სხვა დეტალები უფრო მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ იმაზე მეტს, რასაც გამოძიება ამბობს, რადგან დეტალების დაზუსტებამ შესაძლოა, გამოძიებას ავნოს", - აცხადებს ზურაბ ჟვანიას ძმა. მისივე თქმით, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციას დათანხმდება, თუ ეს გამოძიებისთვის საჭირო გახდება.

"პროკურატურა აცხადებს, რომ გარდაცვალების სხვა ვერსიას განიხილავს. ე.ი. ეს არ არის უბედური შემთხვევა. ამ განცხადებას საფუძვლად უდევს ახალი მასალები და მტკიცებულებები. ეფ-ბი-აის დოკუმენტში ყველაფერი ისე არ წერია, როგორც სააკაშვილს უნდა. მეტიც, იქ დაზუსტებულია, რომ ზურასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზი გამათბობელი ვერ გახდებოდა, რადგან ის აბსოლუტურად გამართული იყო. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის რა დანაშაული მიუძღვის. სულ ცოტა აქ ორი სახის დანაშაულზე მაინც არის საუბარი. პირველი, მან მკვლელებს ხელი დააფარა და მეორე, რაზეც ვითომ ახლა დელიკატურად მიუთითებს, აქამდე მისი სპეცსამსახური ავრცელებდა ზურაზე ბინძურ ჭორებს", - აცხადებს გოგლა ჟვანია.

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმის ამ განცხადებაზე გიორგი ბარამიძე კომენტარს აღარ აკეთებს. "ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთი კომენტარი გავაკეთე და აღარ ვაპირებ გამეორებას. ახლა მხოლოდ პროკურატურას მივმართავ. მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს. ჩემთვის გაურკვეველია ისიც, თუ რატომ წამოწიეს ეს თემა მაინცდამაინც არჩევნების წინ, როცა პროკურატურა გვპირდებოდა, რომ საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა, სად იყვნენ აქამდე?!", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ბარამიძე.

გოგლა ჟვანიამ სკანდალური განცხადება რამდენიმე დღის წინაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა. მისივე თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს.

ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ზურაბ ჟვანია მისი უახლოესი მეგობარი იყო.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა