Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის
ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის

ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გრძელ­დე­ბა. ამ უძ­ვე­ლე­სი მა­მა­კა­ცუ­რი პრო­ფე­სი­ის წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე, სა­ნა­დი­რო ია­რაღ­სა და მო­ნა­დი­რე ძაღ­ლებ­ზე მკი­თხველ­თა შე­კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მაია ჩხო­ბა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

ოთა­რი ქო­რი­ძე:

ადრე დუ­პელ­ზე ხსნიდ­ნენ სე­ზონს 15 მა­ი­სი­დან 25 მა­ი­სამ­დე. ეს ტრა­დი­ცია რო დაბ­რუნ­დეს არ შე­იძ­ლე­ბა?

-დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით დუ­პე­ლი არ არის სა­ნა­დი­რო ობი­ექ­ტებს მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ფი­ლის მქო­ნე უწყე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დუ­პელ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნეს ნა­დი­რო­ბა. შე­ტა­ნი­ლი იყოს დუ­პე­ლი სა­ნა­დი­რო ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­დე­ბა სწო­რედ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დათო:

რო­მე­ლი თო­ფის შე­ძე­ნას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ მო­ნა­დი­რეს და ასე­ვე ძაღლს?

-სა­ერ­თოდ სა­ნა­დი­რო ია­რა­ღის ტიპი და სახე გან­სა­ზღვრუ­ლია ია­რა­ღის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მეშ­ვი­დე მუხ­ლით და სა­ნა­დი­რო ია­რა­ღე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი არის აქ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი- ეს არის გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი, ხრახნ­ლუ­ლი­ა­ნი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი, ცივი და ცივი-სას­რო­ლი ია­რა­ღი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია არ­ჩე­ვა­ნი. დამ­წყებ­მა მო­ნა­დი­რემ უნდა აირ­ჩი­ოს რაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის და შე­და­რე­ბით უტყუ­ა­რი ია­რა­ღი. ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას თუ რაზე აპი­რებს ნა­დი­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ძაღლს, აქაც ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია მიდ­გო­მა, გა­აჩ­ნია რა ცხო­ვე­ლის შე­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს მო­ნა­დი­რეს. ყვე­ლა ცხო­ველს აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, მათ გარ­კვე­უ­ლი ფარ­თი და მოვ­ლის პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ. აქაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი თუ რაზე აპი­რებთ ნა­დი­რო­ბას.

ვახ­ტანგ შენ­გე­ლია:

შე­მიძ­ლია თუ არა თო­ფის შე­ძე­ნა თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აღე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვით?

-ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია ია­რა­ღის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით და მის კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბით და ეს არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცია.

ლაშა:

რო­გორც ვი­ცით თევ­ზჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს, გთხოვთ, გან­მარ­ტოთ ახა­ლი წე­სე­ბი.

-სამ­წუ­ხა­როდ არ ჩანს, თუ რას გუ­ლის­ხმობს კი­თხვის ავ­ტო­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში თევ­ზჭე­რა არის სა­რე­წაო, სპორ­ტულ-სა­მოყ­ვა­რუ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სპორ­ტულ-სა­მოყ­ვა­რუ­ლო თევ­ზჭე­რის კუ­თხით გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ანუ არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბი ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა არ­ცერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­სურ­ვე­ლია და­კონ­კრეტ­დეს თუ რას გუ­ლის­ხმობს კი­თხვის ავ­ტო­რი.

2)რა შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა ნა­დი­რო­ბა ბრა­კო­ნი­ე­რო­ბად?

-ნა­დი­რო­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლია წე­სე­ბი- თუ სად შე­იძ­ლე­ბა ნა­დი­რო­ბა, რა სა­ხე­ო­ბებ­ზე, რა მე­თო­დე­ბით და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ყვე­ლა ამ წე­სის დარ­ღვე­ვა არის ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­დი­რო­ბა ძი­რი­თა­დად არის სპორ­ტულ-სა­მოყ­ვა­რუ­ლო ფორ­მით გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე. თუ ცხო­ვე­ლებ­ზე ვა­პი­რებთ ნა­დი­რო­ბას, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში მოხ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრა­კო­ნი­ე­რო­ბას შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ყვე­ლა სა­ხის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნის სა­ხე­ო­ბებ­ზე ნა­დი­რო­ბა და იმ სა­ხე­ო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ არის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სა­ნა­დი­რო ობი­ექ­ტებს. ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია იმ მე­თო­დე­ბით და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ნა­დი­რო­ბა, რო­მე­ლიც ტან­ჯვას აყე­ნებს ცხო­ველს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ნა­დი­რო­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა უკვე არის ფაქ­ტი­უ­რად ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა.

დამ­წყე­ბი მო­ნა­დი­რე:

სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა აკ­რძა­ლუ­ლი ნა­დი­რო­ბა?

-ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ პარ­კებ­ში და ნაკ­რძა­ლებ­ში, ასე­ვე მათ გარ­შე­მო 500 მეტ­რი­ან ზოლ­ში, ასე­ვე ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ქა­ლა­ქე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში. სხვა და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ნა­დი­რო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

ნანა:

რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბის დაც­ვა?

-გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბის დაც­ვა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა რე­გუ­ლირ­დე­ბა იმით, რომ ისი­ნი შე­ტა­ნი­ლი არი­ან წი­თელ ნუს­ხა­ში და და­ცუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი წიგ­ნი­სა და წი­თე­ლი ნუს­ხის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. აკ­რძა­ლუ­ლია ასე­თი სა­ხე­ო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და- თუ ეს არის სა­მეც­ნი­ე­რო აღ­დგე­ნა, კვლავ წარ­მო­ე­ბა და და­ცუ­ლი არი­ან ისი­ნი კა­ნო­ნით. მათი უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ასე­ვე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი და გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბი და­ცუ­ლი არის კა­ნო­ნით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი არი­ან ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის პი­რას და შე­სუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­ში.

2)რა ცვლი­ლე­ბე­ბია გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბის წე­სებ­ში?

-გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბის წე­სებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მად მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 1500 მეტრზე მაღ­ლა, წყალმცუ­რავ ფრინ­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა სექ­ტემ­ბრის თვი­დან პირ­ველ ნო­ემ­ბრამ­დე. ხოლო სხვა წყალმცუ­რა­ვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­დი­რო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან პირ­ველ მარ­ტამ­დე. ეს დაშ­ვე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იქნა შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ფი­ლის მქო­ნე დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლი­თაც თქვეს, რომ მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ხდე­ბა წყალმცუ­რა­ვე­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბით კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, რომ მათი მო­პო­ვე­ბა საფრ­თხეს არ ქმნის და ეს არ არის მათი გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. ამავდრო­უ­ლად და­ე­მა­ტა ხუთი ახა­ლი წყალმცუ­რა­ვი ფრინ­ვე­ლი მო­სა­პო­ვე­ბელ სა­ხე­ო­ბებს, ანუ გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებს, რო­მე­ლიც ადრე არ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი და გა­ი­ზარ­და თი­თო­ე­უ­ლი გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლის მო­პო­ვე­ბის დღი­უ­რილი­მი­ტი.

გი­ორ­გი:

სა­ქარ­თვე­ლო­ში სად არის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­თევ­ზაო ტბა, გარ­და ამი­სა მინ­და მო­ვი­პო­ვო ინ­ფორ­მა­ცია ფა­სი­ან ტბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენ რას გვე­ტყვით?

-შე­მიძ­ლია მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტბის ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლია ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი თევ­ზჭე­რის ლი­ცენ­ზია შიდა წყალ­სა­ტე­ვებ­ზე - წალ­კის წყალ­სა­ცა­ვი, ჯან­და­რის ტბა, სან­ტა, ნა­დარ­ბა­ზე­ვი. ამ წყალ­სა­ცა­ვებ­ში გა­ცე­მუ­ლია ლი­ცენ­ზი­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით. კერ­ძოდ ლი­ცენ­ზი­ან­ტე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გარ­და მო­პო­ვე­ბი­სა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თევზ-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა, ხელი შუ­წყონ თევ­ზის გამ­რავ­ლე­ბას, მო­ახ­დი­ნონ წყალ­სა­ტე­ვე­ბის და­თევ­ზი­ა­ნე­ბა, ოღონდ სა­მი­ნის­ტროს­თან შთან­ხმე­ბით, გა­ამ­რავ­ლონ თევ­ზის რე­სურ­სი იმ კონ­დინ­ცი­ამ­დე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მათი სა­რე­წაო მიზ­ნით მო­პო­ვე­ბა.

ლაშა:

მტა­ცე­ბელ­ზე თუ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ნა­დი­რო­ბა?

-ზო­გი­ერთ მტა­ცე­ბელ­ზე ნა­დი­რო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, ოღონდ აუ­ცი­ლებ­ლად სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ფარ­გლებ­ში. ანუ სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ წარ­მო­ად­გი­ნოს აღ­რი­ცხვის მა­სა­ლე­ბი და და­ამ­ტკი­ცოს კვო­ტა. თუ მას უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი აქვს მო­სა­პო­ვე­ბე­ლი რე­სურ­სის სა­ხე­ო­ბა და გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­შიც შე­დის მტა­ცე­ბე­ლი, მა­შინ რა თქმა უნდა ამ სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია მტა­ცებ­ლის მო­პო­ვე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მგე­ლი და ტუ­რაც.

ზურა:

გთხოვთ, მოგ­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში სა­ნა­დი­რო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. სად არის აკ­რძა­ლუ­ლი და ნე­ბა­დარ­თუ­ლი ნა­დი­რო­ბა?

-ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის გა­რეთ დაშ­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა ად­გილ­ზე, გა­აჩ­ნია ვის სად და რაზე უნდა ნა­დი­რო­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო კეთილაძე
0

ნადირობის სეზონი

ბესო კეთილაძე
0

კარგი იქნება თუ გააგრძელებთ ნადირობის სეზონს

 

ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის

ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის

ნადირობის სეზონი საქართველოში ოფიციალურად გრძელდება. ამ უძველესი მამაკაცური პროფესიის წეს-ჩვეულებებზე, კანონმდებლობაზე, სანადირო იარაღსა და მონადირე ძაღლებზე მკითხველთა შეკითხვებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მაია ჩხობაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ოთარი ქორიძე:

ადრე დუპელზე ხსნიდნენ სეზონს 15 მაისიდან 25 მაისამდე. ეს ტრადიცია რო დაბრუნდეს არ შეიძლება?

-დღეის მდგომარეობით დუპელი არ არის სანადირო ობიექტებს მიკუთვნებული ფრინველი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო პროფილის მქონე უწყების დასკვნის საფუძველზე, რომ შესაძლებელია დუპელზე დაშვებული იქნეს ნადირობა. შეტანილი იყოს დუპელი სანადირო ობიექტების ნუსხაში და აქედან გამომდინარე მოხდება სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ შესაბამისი უწყების დასკვნის საფუძველზე იქნება ეს შესაძლებელი.

დათო:

რომელი თოფის შეძენას ურჩევდით დამწყებ მონადირეს და ასევე ძაღლს?

-საერთოდ სანადირო იარაღის ტიპი და სახე განსაზღვრულია იარაღის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლით და სანადირო იარაღების სახეობები არის აქ ჩამონათვალი- ეს არის გლუვლულიანი, ხრახნლულიანი, კომბინირებული, ცივი და ცივი-სასროლი იარაღი. აბსოლუტურად ინდივიდუალურია არჩევანი. დამწყებმა მონადირემ უნდა აირჩიოს რაც შეიძლება მარტივი კონსტრუქციის და შედარებით უტყუარი იარაღი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რაზე აპირებს ნადირობას. რაც შეეხება ძაღლს, აქაც ძალიან ინდივიდუალურია მიდგომა, გააჩნია რა ცხოველის შენახვის შესაძლებლობა აქვს მონადირეს. ყველა ცხოველს აქვს ინდივიდუალური მიდგომა, მათ გარკვეული ფართი და მოვლის პირობები სჭირდებათ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ რაზე აპირებთ ნადირობას.

ვახტანგ შენგელია:

შემიძლია თუ არა თოფის შეძენა თურქეთში საქართველოში აღებული ნებართვით?

-იარაღთან დაკავშირებული ყველანაირი სამართლებრივი ურთიერთობა დარეგულირებულია იარაღის შესახებ საქართველოს კანონით და მის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია.

ლაშა:

როგორც ვიცით თევზჭერასთან დაკავშირებით გასაკუთრებული წესები შემოიღეს, გთხოვთ, განმარტოთ ახალი წესები.

-სამწუხაროდ არ ჩანს, თუ რას გულისხმობს კითხვის ავტორი. საქართველოში თევზჭერა არის სარეწაო, სპორტულ-სამოყვარულო და სამეცნიერო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის კუთხით გარკვეული სამუშაოები, ანუ არსებითი ხასიათის ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა არცერთი მიმართულებით. სასურველია დაკონკრეტდეს თუ რას გულისხმობს კითხვის ავტორი.

2)რა შემთხვევაში ითვლება ნადირობა ბრაკონიერობად?

-ნადირობისათვის დადგენილია წესები- თუ სად შეიძლება ნადირობა, რა სახეობებზე, რა მეთოდებით და საშუალებებით. ყველა ამ წესის დარღვევა არის ბრაკონიერობა. საქართველოში ნადირობა ძირითადად არის სპორტულ-სამოყვარულო ფორმით გადამფრენ ფრინველებზე. თუ ცხოველებზე ვაპირებთ ნადირობას, ეს შესაძლებელია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში მოხდეს. აქედან გამომდინარე ბრაკონიერობას შეიძლება ჩაითვალოს ყველა სახის დარღვევა, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანის სახეობებზე ნადირობა და იმ სახეობებზე, რომლებიც არ არის მიკუთვნებული სანადირო ობიექტებს. ასევე აკრძალულია იმ მეთოდებით და საშუალებებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს ცხოველს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ნადირობის დადგენილი წესების დარღვევა უკვე არის ფაქტიურად ბრაკონიერობა.

დამწყები მონადირე:

საქართველოს რომელ ტერიტორიაზეა აკრძალული ნადირობა?

-ნადირობა აკრძალულია საქართველოს ეროვნულ პარკებში და ნაკრძალებში, ასევე მათ გარშემო 500 მეტრიან ზოლში, ასევე ნადირობა აკრძალულია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე ნადირობა ნებადართულია.

ნანა:

როგორ რეგულირდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა?

-გადაშენების საფრთხის პირას მყოფი სახეობების დაცვა უპირველეს ყოვლისა რეგულირდება იმით, რომ ისინი შეტანილი არიან წითელ ნუსხაში და დაცული არიან საქართველოს წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის კანონის ფარგლებში. აკრძალულია ასეთი სახეობების მოპოვება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა- თუ ეს არის სამეცნიერო აღდგენა, კვლავ წარმოება და დაცული არიან ისინი კანონით. მათი უკანონო მოპოვების შედეგად გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. გადაშენების პირას მყოფი სახეობები დაცული არის კანონით და განსაკუთრებული დაცვის ობიექტები არიან ზუსტად იმიტომ, რომ ისინი იმყოფებიან გადაშენების საფრთხის პირას და შესული არიან საქართველოს წითელ ნუსხაში.

2)რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში?

-გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად მაღალმთიან რეგიონებში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა დაშვებული იქნა სექტემბრის თვიდან პირველ ნოემბრამდე. ხოლო სხვა წყალმცურავებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნადირობა დაშვებულია პირველი ნოემბრიდან პირველ მარტამდე. ეს დაშვება განპირობებული იქნა შესაბამისი სამეცნიერო პროფილის მქონე დასკვნის საფუძველზე, რომლითაც თქვეს, რომ მაღალმთიან რეგიონებში ხდება წყალმცურავების იმ რაოდენობით კონცენტრირება, რომ მათი მოპოვება საფრთხეს არ ქმნის და ეს არ არის მათი გამრავლების პერიოდი. აქედან გამომდინარე ეს ცვლილება შევიდა. ამავდროულად დაემატა ხუთი ახალი წყალმცურავი ფრინველი მოსაპოვებელ სახეობებს, ანუ გადამფრენ ფრინველებს, რომელიც ადრე არ იყო დაშვებული და გაიზარდა თითოეული გადამფრენი ფრინველის მოპოვების დღიური ლიმიტი.

გიორგი:

საქართველოში სად არის ყველაზე კარგი სათევზაო ტბა, გარდა ამისა მინდა მოვიპოვო ინფორმაცია ფასიან ტბასთან დაკავშირებით, თქვენ რას გვეტყვით?

-შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ლიცენზირებული ტბის ობიექტების შესახებ. საქართველოში გაცემულია ექვსი ერთეული თევზჭერის ლიცენზია შიდა წყალსატევებზე - წალკის წყალსაცავი, ჯანდარის ტბა, სანტა, ნადარბაზევი. ამ წყალსაცავებში გაცემულია ლიცენზიები გარკვეული პირობებით. კერძოდ ლიცენზიანტები ვალდებულები არიან გარდა მოპოვებისა, განახორციელონ თევზ-სამეურნეო საქმიანობა, ხელი შუწყონ თევზის გამრავლებას, მოახდინონ წყალსატევების დათევზიანება, ოღონდ სამინისტროსთან შთანხმებით, გაამრავლონ თევზის რესურსი იმ კონდინციამდე, რომ შესაძლებელი იყოს მათი სარეწაო მიზნით მოპოვება.

ლაშა:

მტაცებელზე თუ არის ნებადართული ნადირობა?

-ზოგიერთ მტაცებელზე ნადირობა ნებადართულია, ოღონდ აუცილებლად სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში. ანუ სამონადირეო მეურნეობის მფლობელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს აღრიცხვის მასალები და დაამტკიცოს კვოტა. თუ მას უკვე დამტკიცებული აქვს მოსაპოვებელი რესურსის სახეობა და განსაზღვრული აქვს რაოდენობა, რომელშიც შედის მტაცებელი, მაშინ რა თქმა უნდა ამ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაძლებელია მტაცებლის მოპოვება. ეს შეიძლება იყოს მგელი და ტურაც.

ზურა:

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თბილისის შემოგარენში სანადირო ადგილების შესახებ. სად არის აკრძალული და ნებადართული ნადირობა?

-ნადირობა აკრძალულია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ დაშვებულია ყველა ადგილზე, გააჩნია ვის სად და რაზე უნდა ნადირობა.

იხილეთ ვიდეო