Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - 4 სავარაუდო სცენარი
როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - 4 სავარაუდო სცენარი

სულ რა­ღაც ერთი კვი­რა დარ­ჩა და რი­გით მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა. თუ პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 50%-ს არ მი­ი­ღებს, მე­ო­რე ტუ­რის და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­შიც კი პრაქ­ტი­კუ­ლად უკვე წი­ნას­წარ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, ვინ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. ერთი მხრივ, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი მე­ო­რე­ად­გი­ლო­სა­ნი კან­დი­და­ტი ერთი ხმის მი­ღე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი პრე­ზი­დენ­ტი ხდე­ბა.

ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა ასეთ სცე­ნარს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოდ მი­იჩ­ნევს. მათი აზ­რით, თუკი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პირ­ველ­მა ტურ­მა ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა, "ოც­ნე­ბის" მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი მე­ო­რე ტუ­რის ბო­ი­კო­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი მარ­გვე­ლაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს - ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, თუკი მე­ო­რე ტურ­ში მისი მე­ტო­ქე ბაქ­რა­ძე იქ­ნე­ბა, არ­ჩევ­ნებს გა­მო­თი­შუ­ლი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ხმე­ბი მთლი­ა­ნად მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან წავა, ხოლო თუ მე­ო­რე ტურ­ში "ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან მო­უ­წევს და­პი­რის­პი­რე­ბა, გა­მო­თი­შუ­ლი ბაქ­რა­ძის ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ისევ და ისევ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს.

სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 50%-ია. ხოლო საით გა­და­ი­წევს სას­წო­რის პინა, ამა­ზე პა­სუხს ამომ­რჩე­ვე­ლი გას­ცემს".

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა არ დად­გე­ბა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში მო­ი­გებს". იგი მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბას უშ­ვებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ცოტა ამომ­რჩე­ვე­ლი მივა არ­ჩევ­ნებ­ზე ან თუ ზეს­კან­და­ლუ­რი რამ მოხ­და, მა­გა­ლი­თად, რა­ი­მე სკან­და­ლუ­რი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა, ან, ვთქვათ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას შე­საძ­ლო გა­მარ­თლე­ბა.

"ის, რომ შე­საძ­ლოა, ამომ­რჩე­ველ­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მი­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს იმი­ტომ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ არის გა­დარ­ჩე­ნა-არ­გა­დარ­ჩე­ნას შო­რის ბრძო­ლა, ისე­თი რო­გო­რიც გა­სუ­ლი წლის, ან 2008 წლის ან 2003 წლის არ­ჩევ­ნე­ბი იყო. ჩვენ­თან არ­ჩევ­ნე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი კი არ იც­ვლე­ბოდ­ნენ, არა­მედ - პო­ლი­ტი­კუ­რი ეპო­ქე­ბი. არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლის ჩა­მო­შო­რე­ბის სხვა გზა არ იყო და არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სას­ვლე­ლად ამომ­რჩე­ველ­თა მო­ტი­ვა­ცი­აც ამი­ტომ იყო მა­ღა­ლი. დღეს ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დგას. ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის, იმი­ტომ, რომ პრე­ზი­დენტს შე­ზღუ­დუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს. ამი­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან.

"მე­ო­რე მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა ამომ­რჩე­ვე­ლი პა­სი­უ­რი გახ­დეს, ისაა, რომ პრე­ზი­დენტს დიდი უფ­ლე­ბე­ბი აღარ აქვს.

"და მე­სა­მე - მუდ­მი­ვად ქა­რიზ­მა­ტულ ლი­დე­რებს ვი­ყა­ვით შეჩ­ვე­უ­ლი, დღეს კი არ­ცერ­თი კან­დი­და­ტი არ არის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლა­დაც ნაკ­ლე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მია", - ამ­ბობს ლა­გა­ზი­ძე.

მისი თქმით, თუკი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ამომ­რჩე­ვე­ლი მივა, მათი უმე­ტე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი სწო­რედ მათ ჰყავთ.

"ყვე­ლა­ზე სტრუქ­ტუ­ი­რე­ბუ­ლი და გა­მოც­დი­ლი ძალა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა", მათ შო­რის რე­გი­ო­ნებ­ში გა­მარ­თუ­ლი პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბით და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­შიც. ისი­ნი ქუდ­ზე კა­ცის პრინ­ცი­პით გავ­ლენ არ­ჩევ­ნებ­ზე და ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს და­დე­ბენ.

"ასე­თი­ვე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან ბურ­ჯა­ნა­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც საპ­რო­ტეს­ტო ელექ­ტო­რატს წარ­მო­ად­გე­ნენ და, რო­გორც წესი, საპ­რო­ტეს­ტო ელექ­ტო­რა­ტი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რია. თუ გა­მო­ცხა­დე­ბა და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, ხმე­ბი, რა თქმა უნდა, ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­და­ტებს შო­რის გა­ი­ყო­ფა და მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბას ეს გა­მო­იწ­ვევს.

"პრე­მი­ერ­მაც, როცა მე­ო­რე ტუ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, გათ­ვლა ელექ­ტო­რა­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე გა­ა­კე­თა და კო­ა­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს იღო­ნებს იმი­სათ­ვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში დას­რულ­დეს", - დას­ძენს ლა­გა­ზი­ძე.

სცე­ნა­რი #1 - ყვე­ლა­ფე­რი პირ­ველ ტურ­ში სრულ­დე­ბა

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის პროგ­ნო­ზით, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მო­ი­გებს პირ­ველ ტურ­ში, და­მარ­ცხე­ბულ­თა მხრი­დან იქ­ნე­ბა მცი­რე­ო­დე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, თუმ­ცა ამას რა­ი­მე, თუნ­დაც მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, არ მოჰ­ყვე­ბა.

"პროგ­ნო­ზე­ბი უმა­დუ­რი საქ­მეა, მაგ­რამ თუ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ველ ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვებს, ეს ისე­თი დიდპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მა­ინც ვერ იქ­ნე­ბა, რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს", - ამ­ბობს სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.

მისი თქმით, თუ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ ბურ­ჯა­ნა­ძე მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ხმე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მო­აგ­რო­ვა, შე­საძ­ლოა, მან და­ჩაგ­რუ­ლის იმი­ჯი შე­იქ­მნას. პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა და პარ­ლა­მენ­ტი დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა ბა­ლანსს არ ასა­ხავს. ამი­ტო­მაც შე­საძ­ლოა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლოს, რომ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­როს.

"მე­ო­რე ტურს გა­მოვ­რი­ცხავ, თუ რა­ი­მე ზეს­კან­და­ლუ­რი არ მოხ­და", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

- მისი თქმით, რა მას­შტა­ბის შო­კიც მი­ი­ღო შარ­შან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, ასე­თი­ვე შოკი თუ მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა.

მისი აზ­რით, ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­მარ­თლე­ბა იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა, თუმ­ცა ჰგო­ნია, რომ თუ ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა, პრო­კუ­რა­ტუ­რას მის წი­ნა­აღ­მდეგ ალ­ბათ კი­დევ ექ­ნე­ბა რა­ღაც მო­რი­გი საქ­მე.

ლა­გა­ზი­ძი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, მე­ო­რე ტური მო­სა­ლოდ­ნე­ლია. მი­ზე­ზი ბევ­რია: პირ­ვე­ლი - სხვა­დას­ხვა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 50%-ს ვერ აგ­რო­ვებს; მე­ო­რე – მარ­გვე­ლაშ­ვილს ცნო­ბა­დო­ბის პრობ­ლე­მა აქვს; და მე­სა­მე – წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი წამ­ყვა­ნი და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყ­რის კენ­ჭს და ერთ კან­დი­დატს პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში სა­ჭი­რო ხმე­ბის დაგ­რო­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

სცე­ნა­რი #2 - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი VS ბაქ­რა­ძე

თუკი მე­ო­რე ტურ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ბაქ­რა­ძე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ბურ­ჯა­ნა­ძის მომ­ხრე­ე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა მცი­რე პრო­ტეს­ტი, შე­საძ­ლოა, პა­ტა­რა აქ­ცი­აც, ბურ­ჯა­ნა­ძის ხმე­ბი კი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­ნა­წილ­დე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილს დარ­ჩე­ბა.

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის დიდი ხა­ნია, მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბას პროგ­ნო­ზი­რებს და თა­ვი­სი ვერ­სი­ის უკან წა­ღე­ბის მი­ზეზს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხე­დავს.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე: "პრე­მი­ე­რიც და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც და­ბე­ჯი­თე­ბით ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი პირ­ველ ტურ­ში გა­და­წყდე­ბაო, თუმ­ცა, რო­დე­საც პრე­მი­ერ­მა მე­ო­რე ტურ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფორ­მუ­ლა გა­ახ­მა­უ­რა, ამით გა­მოჩ­ნდა, რომ მას პირ­ველ ტურ­ში ვერ­გა­მარ­ჯვე­ბაც დაშ­ვე­ბუ­ლი აქვს.

"მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბას ვუშ­ვებ იმი­ტომ, რომ წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი წამ­ყვა­ნი და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყ­რის კენ­ჭს. პო­ლი­ტი­კოს­თა ასე­თი სი­ჭარ­ბე ერთი კან­დი­და­ტის­თვის 50%-მდე ას­ვლას გა­არ­თუ­ლებს. მარ­გვე­ლაშ­ვილს ასე­თი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამ­კლა­ვე­ბა გა­ურ­თულ­დე­ბა. მე­ო­რეც - არის ცნო­ბა­დო­ბის პრობ­ლე­მაც".

რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძე ამ­ბობს, ბურ­ჯა­ნა­ძეს არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ად­გას, მის­თვის მი­სა­ღე­ბია და პრე­ტენ­ზი­ე­ბი მხო­ლოდ ამ კურ­სის გა­ტა­რე­ბის ტემ­პთან და ენერ­გი­ას­თან აქვს.

"ბურ­ჯა­ნა­ძეს ის ხალ­ხი მი­ემ­ხრო, რომ­ლე­ბიც სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­უს­ჯე­ლო­ბის გა­მოა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და არა­ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, ამ ამომ­რჩევ­ლებ­მა ბაქ­რა­ძეს და­უ­ჭი­რონ მხა­რი", - გან­მარ­ტავს საყ­ვა­რე­ლი­ძე.

"ბურ­ჯა­ნა­ძე არ არის ის პო­ლი­ტი­კო­სი, რომ თა­ვი­სი ხმე­ბი სხვას გა­უ­ნა­წი­ლოს, თუმ­ცა, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ერ კონ­კუ­რენ­ტთან მო­ი­გებს", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

იმა­ვეს ამ­ბობს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­აც.

"მე­ო­რე ტური არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა და ამას ამ­ბობს ყვე­ლა კვლე­ვა. თვით ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბიც მე­ო­რე ტურ­ში არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­ჟი­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ამა­ზე მი­უ­თი­თებს... თუკი მე­ო­რე ტურ­ში მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იყა­რა კენ­ჭი, ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია", - აცხა­დებს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.

სცე­ნა­რი #3 - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი VS ბურ­ჯა­ნა­ძე

მარ­თა­ლია, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლის შან­სი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს არ აქვს, თუმ­ცა, თუ გა­მო­კი­თხვე­ბი არ გა­მარ­თლდა და ბურ­ჯა­ნა­ძე მე­ო­რე ტურ­ში მარ­გვე­ლაშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ბაქ­რა­ძის ხმე­ბის დიდი უმე­ტე­სო­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილს და­ე­მა­ტე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ პრო­ცესს სა­კუ­თა­რი ოფი­სი­დან და­აკ­ვირ­დე­ბი­ან.

"ბაქ­რა­ძის ხმე­ბი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან უფრო წავა, ვიდ­რე ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან, სწო­რედ ამ შე­უ­რი­გებ­ლო­ბის გამო, რო­მელ­საც ბურ­ჯა­ნა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ ავ­ლენს", - აღ­ნიშ­ნავს საყ­ვა­რე­ლი­ძე.

"მარ­გვე­ლაშ­ვილს თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" კი და­უ­ჭე­რენ მხარს, ოღონდ ბურ­ჯა­ნა­ძე არ მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ის ხალ­ხიც კი მოვა არ­ჩევ­ნებ­ზე, ვი­საც 27 ოქ­ტომ­ბერს და­ე­ზა­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნას­თან მის­ვლა", - ამ­ბობს ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ივა­ნიშ­ვი­ლი-მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ბო­ი­კო­ტი

"თუ მე­ო­რე ტურ­ზე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უარს იტყვის, ძა­ლი­ან რთულ პრო­ცე­სებ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით ჩარ­თუ­ლე­ბი", - აცხა­დებს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე.

"მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – ეს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლის თქმით კი, ეს ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა იყო და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ. თუმ­ცა ამ­ბობს იმა­საც, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­ვის შემ­დეგ ბევ­რად მეტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი რომ გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და.

"რო­დე­საც დიდ პო­ლი­ტი­კა­ში მი­დი­ხარ, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ ბარ­ბა­ცებ­დეს, მაგ­რამ თუ საქ­მე მო­ი­თხოვს და მე­ო­რე ტური აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ან ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­და­ვი­დეს, იქ უფრო მეტი პა­ტი­ვი ექ­ნე­ბა, რად­გან სხვა პო­ლი­ტი­კურ გუნდში მას აღარ და­ედ­გო­მე­ბა", - ამ­ბობს ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

მე­ო­რე ტურ­ზე უა­რის თქმას პი­ა­რის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია – იმის­თვის, რომ ამომ­რჩევ­ლე­ბის მეტი მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლონ.

"არ მგო­ნია, რომ ასეთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლის ხმა და­სა­ფა­სე­ბე­ლია და კო­ა­ლი­ცი­ას არ აქვს უფ­ლე­ბა, გა­ბუ­ტუ­ლი ბავ­შვის პოზა და­ი­ჭი­როს. არც ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს მსგავ­სი რამ.

"ეს გან­ცხა­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს ბაქ­რა­ძის თუ ბურ­ჯა­ნა­ძის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც კი არ ექ­ნე­ბათ, იმი­ტომ, რომ მათ­მა კან­დი­დატ­მა წი­ნას­წარ და­ა­ა­ნონ­სა, მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღე­ბო", ამ­ბობს კა­კა­ჩია.

სცე­ნა­რი #4 - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მე­ო­რე ტურ­ზე უარს ამ­ბობს

ყვე­ლა­ზე მეტ კი­თხვის ნი­შანს და პო­ლი­ტო­ლოგ­თა კრი­ტი­კას ივა­ნიშ­ვი­ლი-მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ეს შე­საძ­ლო ბო­ი­კო­ტი აჩენს.

საყ­ვა­რე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ "ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ად­გილ­ზე ბაქ­რა­ძეა, ამის ლო­გი­კით გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ თუ პირ­ველ ტურ­ში ჩემი კან­დი­და­ტი არ გა­ი­მარ­ჯვებს, მე­ო­რე ტურ­ში არ გა­მო­ვა, დაგ­რჩე­ბათ ბაქ­რა­ძე და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დაბ­რუნ­დე­ბი­ა­ნო.

"თუმ­ცა, სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ში არის ნი­უ­ან­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რია, რომ ბაქ­რა­ძი­სა და ბურ­ჯა­ნა­ძის ხმებს შო­რის მხო­ლოდ 3-4%-იანი გან­სხვა­ვე­ბაა. ამ მცი­რე სხვა­ო­ბა­ში სტა­ტის­ტი­კა სან­დო აღარ არის. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მათ­გან რო­მე­ლი იქ­ნე­ბა მე­ო­რე, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია".

საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, თუ მე­ო­რე ტურ­ში ბაქ­რა­ძე დარ­ჩა, შე­იძ­ლე­ბა სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი წა­ვი­დეს.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე: "რა­ი­ო­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­მართ ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და თუ ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, რომ მე­ო­რე ტურ­ში ბაქ­რა­ძე დარ­ჩე­ბა, ამას მძაფ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს და ეს აგ­რე­სია არა მარ­ტო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის", არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იქ­ნე­ბა.

"ამ მე­ო­რე ტურ­ზე უა­რის თქმით ივა­ნიშ­ვილ­მა ისე­თი ნა­ბი­ჯი გა­ა­კე­თა, გა­მო­დის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მოყ­ვა­ნას უწყობს ხელს. მით უმე­ტეს, არ­გუ­მენ­ტად ის იყო მოყ­ვა­ნი­ლი, რომ თუ პირ­ველ ტურ­ში ვერ გა­ვი­მარ­ჯვებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და­წი­ნა­ურ­დე­ბი­ა­ნო. სე­რი­ო­ზუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭა ბაქ­რა­ძეს და ივა­ნიშ­ვილ­მა თით­ქმის თქვა ის, რომ ამით დაგსჯით და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დაბ­რუნ­დე­ბი­ა­ნო. მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და ხა­ლი­სიც აღარ მექ­ნე­ბა, ამ ქვეყ­ნის­თვის რამე გა­ვა­კე­თოო. თა­ვი­სი თა­ვის მო­ტი­ვა­ცი­აც კი შე­მო­ი­ტა­ნა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ბევრ ისეთ ნა­ბიჯს დგამს, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ბევრ რა­მეს არ ით­ვლი­ან. თუკი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, მისი ხალ­ხის­თვის გაც­ნო­ბა ადრე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ადრე გა­პი­ა­რე­ბუ­ლი­ყო. სა­ერ­თოდ, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არა­საკ­მა­რი­სად იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მას დღე­საც აქვს ცნო­ბა­დო­ბის პრობ­ლე­მა. პო­ლი­ტი­კურ პი­არ­ზე უა­რის თქმა მე არ მეს­მის", - ამ­ბობს საყ­ვა­რე­ლი­ძე.

მისი ვა­რა­უ­დით, მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა ივა­ნიშ­ვილს კო­ა­ლი­ცი­ა­ში პრობ­ლე­მებს შე­ქუმ­ნის, ამი­ტო­მაც ჰგო­ნია, რომ ეს ფორ­მუ­ლა ბო­ლოს მა­ინც გა­და­ი­ხე­დე­ბა.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე: "იმ ლო­გი­კით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რე­ა­ლუ­რად და არა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გით, მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა პრო­ცენ­ტმა ერთი წლის წინ უარი უთხრა და ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ხალ­ხის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რი უთ­ქვამს და უკე­თე­ბია, ბაქ­რა­ძის მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლაც კი სა­ეჭ­ვოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვებ­მა ის მე­ო­რე ად­გი­ლოს­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

"უფრო რე­ა­ლუ­რია ბურ­ჯა­ნა­ძის მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა. თუ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა, მა­შინ ბურ­ჯა­ნა­ძეს რჩე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბა, რაც ივა­ნიშ­ვილს კო­ა­ლი­ცი­ა­ში მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას შე­უქ­მნის. კო­ა­ლი­ცი­ა­ში ბევ­რია ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რომ­ლე­ბიც ბურ­ჯა­ნა­ძის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი-მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს და ბრძო­ლა მე­ო­რე ტურ­შიც გაგ­რძელ­დეს".

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე აცხა­დებს, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს იტყვის მე­ო­რე ტურ­ზე, ეს მას ძა­ლი­ან ცუ­დად შე­მო­უბ­რუნ­დე­ბა და მე­ო­რე ტური მშვი­დო­ბი­ა­ნი აღარ იქ­ნე­ბა.

"თუ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს, ეს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხეს ქმნის და შე­საძ­ლოა, ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა ვერ შევ­ძლოთ", - ამ­ბობს ლა­გა­ზი­ძე.

სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამომ­რჩევ­ლის­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ "არ შევ­ცდე­ბით და არ მოვ­ხვდე­ბით გი­ნე­სის წიგ­ნის ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში".

სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი: "მარ­თა­ლი გი­თხრათ, გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღოს. თუ რა­ი­მე ქმე­დე­ბა­ში ლო­გი­კის დე­ფი­ცი­ტია, მა­შინ დგე­ბა მარ­ცხი, მაგ­რამ მარ­ცხი გა­მარ­ჯვე­ბის უძ­ლუ­რე­ბი­დან უნდა გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს, მარ­გვე­ლაშ­ვილს კი გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი აქვს. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ის ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­იქ­ცე­ვა, უმალ გა­მო­იწ­ვევს პარ­ლა­მენ­ტის დაშ­ლა­საც კი, რად­გან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ქა­ო­სი და­ი­წყე­ბა".

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - 4 სავარაუდო სცენარი

როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - 4 სავარაუდო სცენარი

სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და რიგით მეოთხე პრეზიდენტის ვინაობა ცნობილი იქნება. თუ პირველსავე ტურში "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 50%-ს არ მიიღებს, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაშიც კი პრაქტიკულად უკვე წინასწარ იქნება ცნობილი, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთი მხრივ, მარგველაშვილმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და, შესაბამისად, მეორე ტურში გადასული მეორეადგილოსანი კანდიდატი ერთი ხმის მიღების პირობებშიც კი პრეზიდენტი ხდება.

ექსპერტთა უმრავლესობა ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. მათი აზრით, თუკი გამარჯვებული პირველმა ტურმა ვერ გამოავლინა, "ოცნების" მიერ დაანონსებული მეორე ტურის ბოიკოტის გადაწყვეტილება გადაიხედება. ამ შემთხვევაში კი მარგველაშვილს პრეზიდენტობა გარანტირებული აქვს - ექსპერტთა შეფასებით, თუკი მეორე ტურში მისი მეტოქე ბაქრაძე იქნება, არჩევნებს გამოთიშული ნინო ბურჯანაძის ხმები მთლიანად მარგველაშვილთან წავა, ხოლო თუ მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატს ბურჯანაძესთან მოუწევს დაპირისპირება, გამოთიშული ბაქრაძის ხმების უმრავლესობას ისევ და ისევ მარგველაშვილი მიიღებს.

სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "არჩევნების პირველსავე ტურში დასრულების შესაძლებლობა 50%-ია. ხოლო საით გადაიწევს სასწორის პინა, ამაზე პასუხს ამომრჩეველი გასცემს".

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, "მეორე ტურის ალბათობა არ დადგება და მარგველაშვილი პირველსავე ტურში მოიგებს". იგი მეორე ტურის ალბათობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ცოტა ამომრჩეველი მივა არჩევნებზე ან თუ ზესკანდალური რამ მოხდა, მაგალითად, რაიმე სკანდალური ფარული ჩანაწერის გავრცელება, ან, ვთქვათ, ბაჩო ახალაიას შესაძლო გამართლება.

"ის, რომ შესაძლოა, ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა მივიდეს არჩევნებზე, ბუნებრივია.

უპირველეს ყოვლისა, ეს იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ არის გადარჩენა-არგადარჩენას შორის ბრძოლა, ისეთი როგორიც გასული წლის, ან 2008 წლის ან 2003 წლის არჩევნები იყო. ჩვენთან არჩევნებით პოლიტიკური პარტიები კი არ იცვლებოდნენ, არამედ - პოლიტიკური ეპოქები. არსებული სახელისუფლებო ძალის ჩამოშორების სხვა გზა არ იყო და არჩევნებზე მისასვლელად ამომრჩეველთა მოტივაციაც ამიტომ იყო მაღალი. დღეს ამის აუცილებლობა არ დგას. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის, იმიტომ, რომ პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს. ამიტომაც შეიძლება ცოტა ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთთან.

"მეორე მიზეზი, რატომაც შეიძლება ამომრჩეველი პასიური გახდეს, ისაა, რომ პრეზიდენტს დიდი უფლებები აღარ აქვს.

"და მესამე - მუდმივად ქარიზმატულ ლიდერებს ვიყავით შეჩვეული, დღეს კი არცერთი კანდიდატი არ არის ქარიზმატული და არჩევანის გასაკეთებლადაც ნაკლები ენთუზიაზმია", - ამბობს ლაგაზიძე.

მისი თქმით, თუკი საარჩევნო უბნებზე მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მივა, მათი უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იქნება, რადგანაც ყველაზე ორგანიზებული და მოტივირებული ამომრჩევლები სწორედ მათ ჰყავთ.

"ყველაზე სტრუქტუირებული და გამოცდილი ძალა "ნაციონალური მოძრაობაა", მათ შორის რეგიონებში გამართული პარტიული სტრუქტურებით და წარმომადგენლებით საარჩევნო კომისიებშიც. ისინი ქუდზე კაცის პრინციპით გავლენ არჩევნებზე და ხელშესახებ შედეგს დადებენ.

"ასეთივე მოტივირებული არიან ბურჯანაძის მხარდამჭერებიც, რომლებიც საპროტესტო ელექტორატს წარმოადგენენ და, როგორც წესი, საპროტესტო ელექტორატი ყოველთვის აქტიურია. თუ გამოცხადება დაბალი იქნება, ხმები, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ კანდიდატებს შორის გაიყოფა და მეორე ტურის ალბათობას ეს გამოიწვევს.

"პრემიერმაც, როცა მეორე ტურის მიუღებლობაზე ილაპარაკა, გათვლა ელექტორატის მობილიზებაზე გააკეთა და კოალიცია ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ არჩევნები პირველსავე ტურში დასრულდეს", - დასძენს ლაგაზიძე.

სცენარი #1 - ყველაფერი პირველ ტურში სრულდება

პოლიტოლოგების პროგნოზით, თუ ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოიგებს პირველ ტურში, დამარცხებულთა მხრიდან იქნება მცირეოდენი უკმაყოფილება, თუმცა ამას რაიმე, თუნდაც მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია, არ მოჰყვება.

"პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ თუ მარგველაშვილი პირველ ტურში გაიმარჯვებს, ეს ისეთი დიდპროცენტიანი გამარჯვება მაინც ვერ იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურს", - ამბობს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, თუ მარგველაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ ბურჯანაძე მეორე ადგილზე გავიდა და ხმების დიდი რაოდენობა მოაგროვა, შესაძლოა, მან დაჩაგრულის იმიჯი შეიქმნას. პრეტენზია ექნება, რომ "ქართული ოცნების" რეალური კონკურენტი მისი პოლიტიკური ძალაა და პარლამენტი დღევანდელ პოლიტიკურ ძალთა ბალანსს არ ასახავს. ამიტომაც შესაძლოა ახალი ხელისუფლება აიძულოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

"მეორე ტურს გამოვრიცხავ, თუ რაიმე ზესკანდალური არ მოხდა", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

- მისი თქმით, რა მასშტაბის შოკიც მიიღო შარშან საზოგადოებამ ციხის კადრების გავრცელებით, ასეთივე შოკი თუ მიიღო საზოგადოებამ, მეორე ტური იქნება.

მისი აზრით, ბაჩო ახალაიას გამართლება იქნება სერიოზული დარტყმა, თუმცა ჰგონია, რომ თუ ამ კონკრეტულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, პროკურატურას მის წინააღმდეგ ალბათ კიდევ ექნება რაღაც მორიგი საქმე.

ლაგაზიძისაგან განსხვავებით, ექსპერტების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, მეორე ტური მოსალოდნელია. მიზეზი ბევრია: პირველი - სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით მარგველაშვილი 50%-ს ვერ აგროვებს; მეორე – მარგველაშვილს ცნობადობის პრობლემა აქვს; და მესამე – წლევანდელ არჩევნებზე ძალიან ბევრი წამყვანი და ცნობილი პოლიტიკოსი იყრის კენჭს და ერთ კანდიდატს პირველსავე ტურში საჭირო ხმების დაგროვება გაუჭირდება.

სცენარი #2 - მარგველაშვილი VS ბაქრაძე

თუკი მეორე ტურში მარგველაშვილი და ბაქრაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ბურჯანაძის მომხრეების მხრიდან იქნება მცირე პროტესტი, შესაძლოა, პატარა აქციაც, ბურჯანაძის ხმები კი მარგველაშვილის სასარგებლოდ გადანაწილდება და გამარჯვება მარგველაშვილს დარჩება.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ის დიდი ხანია, მეორე ტურის ალბათობას პროგნოზირებს და თავისი ვერსიის უკან წაღების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავს.

რამაზ საყვარელიძე: "პრემიერიც და მარგველაშვილიც დაბეჯითებით ამბობენ, ყველაფერი პირველ ტურში გადაწყდებაო, თუმცა, როდესაც პრემიერმა მეორე ტურში მარგველაშვილის არმონაწილეობის ფორმულა გაახმაურა, ამით გამოჩნდა, რომ მას პირველ ტურში ვერგამარჯვებაც დაშვებული აქვს.

"მეორე ტურის ალბათობას ვუშვებ იმიტომ, რომ წლევანდელ არჩევნებზე ძალიან ბევრი წამყვანი და ცნობილი პოლიტიკოსი იყრის კენჭს. პოლიტიკოსთა ასეთი სიჭარბე ერთი კანდიდატისთვის 50%-მდე ასვლას გაართულებს. მარგველაშვილს ასეთი კონკურენციის გამკლავება გაურთულდება. მეორეც - არის ცნობადობის პრობლემაც".

როგორც საყვარელიძე ამბობს, ბურჯანაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ივანიშვილი ადგას, მისთვის მისაღებია და პრეტენზიები მხოლოდ ამ კურსის გატარების ტემპთან და ენერგიასთან აქვს.

"ბურჯანაძეს ის ხალხი მიემხრო, რომლებიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა დაუსჯელობის გამოა განაწყენებული და არალოგიკური იქნება, ამ ამომრჩევლებმა ბაქრაძეს დაუჭირონ მხარი", - განმარტავს საყვარელიძე.

"ბურჯანაძე არ არის ის პოლიტიკოსი, რომ თავისი ხმები სხვას გაუნაწილოს, თუმცა, მარგველაშვილი ნებისმიერ კონკურენტთან მოიგებს", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

იმავეს ამბობს კორნელი კაკაჩიაც.

"მეორე ტური არ გამოირიცხება და ამას ამბობს ყველა კვლევა. თვით ივანიშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებიც მეორე ტურში არმონაწილეობის დაჟინების შესახებაც ამაზე მიუთითებს... თუკი მეორე ტურში მარგველაშვილმა იყარა კენჭი, ის ყველა შემთხვევაში გამარჯვებულია", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

სცენარი #3 - მარგველაშვილი VS ბურჯანაძე

მართალია, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე გასვლის შანსი ნინო ბურჯანაძეს არ აქვს, თუმცა, თუ გამოკითხვები არ გამართლდა და ბურჯანაძე მეორე ტურში მარგველაშვილს დაუპირისპირდება, ბაქრაძის ხმების დიდი უმეტესობა მარგველაშვილს დაემატება და "ნაციონალები" ამ პროცესს საკუთარი ოფისიდან დააკვირდებიან.

"ბაქრაძის ხმები მარგველაშვილთან უფრო წავა, ვიდრე ბურჯანაძესთან, სწორედ ამ შეურიგებლობის გამო, რომელსაც ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ავლენს", - აღნიშნავს საყვარელიძე.

"მარგველაშვილს თავად "ნაციონალებიც" კი დაუჭერენ მხარს, ოღონდ ბურჯანაძე არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ის ხალხიც კი მოვა არჩევნებზე, ვისაც 27 ოქტომბერს დაეზარება საარჩევნო ურნასთან მისვლა", - ამბობს ცისკარიშვილი.

რამდენად რეალურია ივანიშვილი-მარგველაშვილის ბოიკოტი

"თუ მეორე ტურზე მარგველაშვილი უარს იტყვის, ძალიან რთულ პროცესებში აღმოვჩნდებით ჩართულები", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

"მარგველაშვილის არმონაწილეობა – ეს საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული იქნება", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, ეს ემოციური განცხადება იყო და დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ივანიშვილის რჩევის შემდეგ ბევრად მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი რომ გამოემჟღავნებინა პრეზიდენტობის კანდიდატს, უკეთესი იქნებოდა.

"როდესაც დიდ პოლიტიკაში მიდიხარ, თავმოყვარეობის კოეფიციენტი შეიძლება ოდნავ ბარბაცებდეს, მაგრამ თუ საქმე მოითხოვს და მეორე ტური აუცილებელი გახდება, მარგველაშვილმა ან ბოლომდე იბრძოლოს, ან "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში გადავიდეს, იქ უფრო მეტი პატივი ექნება, რადგან სხვა პოლიტიკურ გუნდში მას აღარ დაედგომება", - ამბობს ცისკარიშვილი.

მეორე ტურზე უარის თქმას პიარის ნაწილად მიიჩნევს კორნელი კაკაჩია – იმისთვის, რომ ამომრჩევლების მეტი მობილიზება შეძლონ.

"არ მგონია, რომ ასეთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ამომრჩეველის ხმა დასაფასებელია და კოალიციას არ აქვს უფლება, გაბუტული ბავშვის პოზა დაიჭიროს. არც ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რამ.

"ეს განცხადება სერიოზული არ არის. მარგველაშვილის მხარდამჭერებს ბაქრაძის თუ ბურჯანაძის გაპრეზიდენტების გაპროტესტების მორალური უფლებაც კი არ ექნებათ, იმიტომ, რომ მათმა კანდიდატმა წინასწარ დააანონსა, მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებო", ამბობს კაკაჩია.

სცენარი #4 - მარგველაშვილი მეორე ტურზე უარს ამბობს

ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს და პოლიტოლოგთა კრიტიკას ივანიშვილი-მარგველაშვილის ეს შესაძლო ბოიკოტი აჩენს.

საყვარელიძე ამბობს, რომ "ყველა გამოკვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე ბაქრაძეა, ამის ლოგიკით განაცხადა ივანიშვილმა, რომ თუ პირველ ტურში ჩემი კანდიდატი არ გაიმარჯვებს, მეორე ტურში არ გამოვა, დაგრჩებათ ბაქრაძე და "ნაციონალები" დაბრუნდებიანო.

"თუმცა, სოციოლოგიაში არის ნიუანსები. მაგალითად, საუბარია, რომ ბაქრაძისა და ბურჯანაძის ხმებს შორის მხოლოდ 3-4%-იანი განსხვავებაა. ამ მცირე სხვაობაში სტატისტიკა სანდო აღარ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათგან რომელი იქნება მეორე, ამის პროგნოზირება რთულია".

საყვარელიძის თქმით, თუ მეორე ტურში ბაქრაძე დარჩა, შეიძლება სტიქიური პროცესები წავიდეს.

რამაზ საყვარელიძე: "რაიონებში საზოგადოება "ნაციონალების" მიმართ ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი და თუ ხალხმა დაინახა, რომ მეორე ტურში ბაქრაძე დარჩება, ამას მძაფრი პროცესები შეიძლება მოჰყვეს და ეს აგრესია არა მარტო "ნაციონალების", არამედ "ქართული ოცნების" მიმართულებითაც იქნება.

"ამ მეორე ტურზე უარის თქმით ივანიშვილმა ისეთი ნაბიჯი გააკეთა, გამოდის "ნაციონალების" მოყვანას უწყობს ხელს. მით უმეტეს, არგუმენტად ის იყო მოყვანილი, რომ თუ პირველ ტურში ვერ გავიმარჯვებთ, "ნაციონალები" დაწინაურდებიანო. სერიოზული უპირატესობა მიენიჭა ბაქრაძეს და ივანიშვილმა თითქმის თქვა ის, რომ ამით დაგსჯით და "ნაციონალები" დაბრუნდებიანო. მეც ადამიანი ვარ და ხალისიც აღარ მექნება, ამ ქვეყნისთვის რამე გავაკეთოო. თავისი თავის მოტივაციაც კი შემოიტანა.

"ქართული ოცნება" ბევრ ისეთ ნაბიჯს დგამს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ რამეს არ ითვლიან. თუკი მარგველაშვილის კანდიდატობა გადაწყვეტილი იყო, მისი ხალხისთვის გაცნობა ადრე უნდა დაწყებულიყო, მარგველაშვილი ადრე გაპიარებულიყო. საერთოდ, საარჩევნო კამპანია არასაკმარისად იყო ჩატარებული და მას დღესაც აქვს ცნობადობის პრობლემა. პოლიტიკურ პიარზე უარის თქმა მე არ მესმის", - ამბობს საყვარელიძე.

მისი ვარაუდით, მეორე ტურში მონაწილეობის მიუღებლობა ივანიშვილს კოალიციაში პრობლემებს შექუმნის, ამიტომაც ჰგონია, რომ ეს ფორმულა ბოლოს მაინც გადაიხედება.

რამაზ საყვარელიძე: "იმ ლოგიკით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", რეალურად და არა არჩევნების შედეგით, მოსახლეობის უდიდესმა პროცენტმა ერთი წლის წინ უარი უთხრა და ამ წლის განმავლობაშიც ხალხისთვის სასიამოვნო არაფერი უთქვამს და უკეთებია, ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლაც კი საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიურმა კვლევებმა ის მეორე ადგილოსნად წარმოაჩინეს.

"უფრო რეალურია ბურჯანაძის მეორე ადგილზე გასვლა. თუ მარგველაშვილმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა, მაშინ ბურჯანაძეს რჩება პრეზიდენტობა, რაც ივანიშვილს კოალიციაში მძიმე სიტუაციას შეუქმნის. კოალიციაში ბევრია ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლებიც ბურჯანაძის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები. ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი-მარგველაშვილის პოზიცია შეიძლება გადაიხედოს და ბრძოლა მეორე ტურშიც გაგრძელდეს".

ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება უარს იტყვის მეორე ტურზე, ეს მას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება და მეორე ტური მშვიდობიანი აღარ იქნება.

"თუ მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს, ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის და შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ვერ შევძლოთ", - ამბობს ლაგაზიძე.

სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა მიუღებელი იქნება და იმედს გამოთქვამს, რომ "არ შევცდებით და არ მოვხვდებით გინესის წიგნის ორიგინალური გადაწყვეტილებების განყოფილებაში".

სოსო ცისკარიშვილი: "მართალი გითხრათ, გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა მეორე ტურის შემთხვევაში მონაწილეობა არ მიიღოს. თუ რაიმე ქმედებაში ლოგიკის დეფიციტია, მაშინ დგება მარცხი, მაგრამ მარცხი გამარჯვების უძლურებიდან უნდა გამომდინარეობდეს, მარგველაშვილს კი გამარჯვების შანსი აქვს. საუბარი იმაზე, რომ ის ბრძოლის ველიდან გაიქცევა, უმალ გამოიწვევს პარლამენტის დაშლასაც კი, რადგან "ქართულ ოცნებაში" ქაოსი დაიწყება".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა