პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფილმს იღებს პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი - ზვიად გამსახურდია უმცროსი და მისი რეჟისორული ხედვა
რა ფილმს იღებს პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი - ზვიად გამსახურდია უმცროსი და მისი რეჟისორული ხედვა

პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია უმ­ცრო­სი (კოკო გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი) მუ­შა­ობს, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი (10-წუ­თი­ა­ნი) ფილ­მია სა­ხელ­წო­დე­ბით - "The Typewriter", (ქარ­თუ­ლად "სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა"). ფილ­მი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა, მა­ნამ­დე youtube-ზე მხო­ლოდ ტრა­ი­ლე­რის ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ნა­მუ­შე­ვა­რი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­უ­კავ­შირ­და.

- ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბით უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ. მა­ნამ­დე რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე, მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას ინ­ტენ­სი­ვო­ბით მივ­ყვე­ბო­დი. რე­ჟი­სუ­რით კი პირ­ვე­ლი მცი­რე ფილმ-პრო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი... იმის გამო, რომ მუ­სი­კას საკ­მა­რი­სი დრო და­ვუთ­მე და დიდ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­ვაღ­წიე, გა­დავ­წყვი­ტე, თავი ხე­ლოვ­ნე­ბის ახალ ჟანრ­ში მე­ცა­და. მიმ­დი­ნა­რე წლის გა­სა­ფხულ­ზე სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ჩემ გა­რე­მოც­ვა­ში ახალ­გაზ­რდა და კრე­ა­ტი­უ­ლი ხალ­ხი მო­მე­ძებ­ნა და მათ­თან ერ­თად სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბის ფილ­მი გა­და­მე­ღო. ასე და­ვი­წყე ში­ნა­არსზე, იდე­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და სცე­ნა­რი დავ­წე­რე. სცე­ნა­რი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შევ­თა­ვა­ზე, მა­შინ­ვე დამ­თან­ხმდა, მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი - სა­მუ­ელ მერ­ცი და ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი - ქლოე ლორი.

მე ამ პრო­ექ­ტის რო­გორც წამ­ყვა­ნი, ასე­ვე ფილ­მის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი ვარ. ფილ­მის მუ­სი­კა ჩემ­მა ძმამ, დე­მეტ­რე გამ­სა­ხურ­დი­ამ და­წე­რა, ოპე­რა­ტო­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი - აუ­რელ ზალ­ცე­რი იყო, ხოლო ლი­სან­დერ პა­რო­დი-დელ­ფი­ნო მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და და ამა­ვე დროს ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რიც გახ­ლდათ.

გა­და­ღე­ბე­ბი აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო და სულ ხუთ დღეს გაგ­რძელ­და. ვი­ღებ­დით ბა­ზელ­თან ახ­ლოს, დორ­ნა­ხის ძვე­ლი ციხე-სი­მაგ­რის ნან­გრე­ვებ­ში.

ამ­ჟა­მად ფილ­მი მონ­ტა­ჟი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია. ცოტა ხან­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დი­ა­ში მუ­სი­კა დე­მეტ­რეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა, და­უკ­რავს სამ­კა­ცი­ა­ნი ან­სამ­ბლი. ასე­ვე შვე­ი­ცა­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ალექ­სან­დრე კორ­ძა­ია. ის აუ­დი­ო­დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც ხმის ტექ­ნი­კუ­რი რე­დაქ­ტო­რიც გახ­ლავთ...

- რას გვე­ტყვით ფილ­მის ში­ნა­არსზე?

- ფილ­მის ში­ნა­არსზე ჯერ არ მსურს სა­უ­ბა­რი, ჟან­რობ­რი­ვად უფრო სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი დრა­მაა, ფორ­მის მხრივ - სტი­ლი­ზე­ბულ-ეს­თე­ტი­კუ­რი. ჩემი მი­ზა­ნია, ფილმმა მა­ყუ­რე­ბელ­ში და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი იმ­პულ­სე­ბი აღ­ძრას...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები

რა ფილმს იღებს პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი - ზვიად გამსახურდია უმცროსი და მისი რეჟისორული ხედვა

რა ფილმს იღებს პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი - ზვიად გამსახურდია უმცროსი და მისი რეჟისორული ხედვა

პროექტი, რომელზეც ზვიად გამსახურდია უმცროსი (კოკო გამსახურდიას ვაჟი) მუშაობს, მოკლემეტრაჟიანი (10-წუთიანი) ფილმია სახელწოდებით - "The Typewriter", (ქართულად "საბეჭდი მანქანა"). ფილმი ნოემბრის ბოლოს დასრულდება, მანამდე youtube-ზე მხოლოდ ტრაილერის ნახვაა შესაძლებელი. ნამუშევარი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე გაიგზავნება. "ამბები.გე" ზვიად გამსახურდიას დაუკავშირდა.

- ფილმების გადაღებით უკვე წელიწად-ნახევარია, რაც გატაცებული ვარ. მანამდე როგორც პროფესიონალი მევიოლინე, მუსიკალურ კარიერას ინტენსივობით მივყვებოდი. რეჟისურით კი პირველი მცირე ფილმ-პროექტების შემდეგ დავინტერესდი... იმის გამო, რომ მუსიკას საკმარისი დრო დავუთმე და დიდ წარმატებებსაც მივაღწიე, გადავწყვიტე, თავი ხელოვნების ახალ ჟანრში მეცადა. მიმდინარე წლის გასაფხულზე სურვილი გამიჩნდა, ჩემ გარემოცვაში ახალგაზრდა და კრეატიული ხალხი მომეძებნა და მათთან ერთად სერიოზული მასშტაბის ფილმი გადამეღო. ასე დავიწყე შინაარსზე, იდეაზე მუშაობა და სცენარი დავწერე. სცენარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ფილმში მონაწილეობის მიღება შევთავაზე, მაშინვე დამთანხმდა, მაგალითად, ცნობილი შვეიცარიელი კინომსახიობი - სამუელ მერცი და ასევე წარმატებული თეატრის მსახიობი - ქლოე ლორი.

მე ამ პროექტის როგორც წამყვანი, ასევე ფილმის ავტორი და რეჟისორი ვარ. ფილმის მუსიკა ჩემმა ძმამ, დემეტრე გამსახურდიამ დაწერა, ოპერატორი ფოტოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი - აურელ ზალცერი იყო, ხოლო ლისანდერ პაროდი-დელფინო მთავარ როლს ასრულებდა და ამავე დროს ფილმის პროდიუსერიც გახლდათ.

გადაღებები აგვისტოში დაიწყო და სულ ხუთ დღეს გაგრძელდა. ვიღებდით ბაზელთან ახლოს, დორნახის ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებში.

ამჟამად ფილმი მონტაჟისა და დამუშავების პროცესშია. ცოტა ხანში კონსერვატორიის სტუდიაში მუსიკა დემეტრეს ხელმძღვანელობით ჩაიწერება, დაუკრავს სამკაციანი ანსამბლი. ასევე შვეიცარიაში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი ალექსანდრე კორძაია. ის აუდიოდიზაინის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ხმის ტექნიკური რედაქტორიც გახლავთ...

- რას გვეტყვით ფილმის შინაარსზე?

- ფილმის შინაარსზე ჯერ არ მსურს საუბარი, ჟანრობრივად უფრო სიურეალისტური დრამაა, ფორმის მხრივ - სტილიზებულ-ესთეტიკური. ჩემი მიზანია, ფილმმა მაყურებელში დამაფიქრებელი და შთამბეჭდავი იმპულსები აღძრას...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება