ქარმა გორში ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

ქარმა გორში ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერი ქარის შედეგად გორში, ე.წ. წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნული კორპუსის სახურავი ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, აღნიშნული კორპუსი რამდენიმე წლის წინ გადაიხურა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო ამგვარი შედეგი დადგა.

2013 წლის მარტში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დარჩა სახურავის გარეშე და ხელისუფლებამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ზარალი დგინდება და პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ კომპანიას, რომელსაც სამუშაოები აქვთ შესრულებული. ამის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია